საკითხავი
ანგელოზის საათები 2020 წლის ნოემბერში
გულწრფელი ლოცვა გვეხმარება, რომ უკეთესი გავხდეთ, ზეციური ძალების მხარდაჭერა ვიგრძნოთ და სირთულეებს ადვილად გავუმკლავდეთ. 2020 წლის ნოემბერში დროის გარკვეულ მონაკვეთში ანგელოზის მიმართ ლოცვა დაგეხმარებათ სიმშვიდე და თავდაჯერებულობა მოიპოვოთ.
ე.წ. ანგელოზის საათი არის დრო, როცა ლოცვას და თხოვნას პირადი მფარველი ანგელოზი მოისმენს და დასახმარებლად დაუყონებლივ მოვა. ექსპერტები გირჩევენ, რომ მფარველ ანგელოზს ყოველდღე მიმართოთ, რომ მისი დაცვა და თავდაჯერებულობა იგრძნოთ, უსიამოვნებები თავიდან აიცილოთ და ცხოვრებაში პოზიტიური მოვლენები მოიზიდოთ.
1 ნოემბერი: ნოემბრის პირველ დღეს ანგელოზს 07:22-დან 08:16 საათამდე მიმართავენ და დაწყებულ საქმეში წარმატებასა და მტრებისგან დაცვას სთხოვენ.
2 ნოემბერი: ორშაბათს მფარველ ანგელოზზე 07:12–დან 07:55 საათამდე ლოცულობენ, რომ კვირა წარმატებით დაიწყოთ და საქმეში უსიამოვნებები თავიდან აიცილოთ.
3 ნოემბერი: სამშაბათს ანგელოზს ქონების ქურდობისგან დაცვას სთხოვენ და ევედრებიან 09:10 – 09:50 პერიოდში.
4 ნოემბერი: სანუკვარი სურვილი ახდება, თუ ანგელოზს 15:15–დან 16:16 საათამდე მიმართავთ.
5 ნოემბერი: ამ დღეს ანგელოზს 08:15–დან 09:00 საათამდე ნიშნის გამოგზავნას სთხოვენ, რომ ჩიხში არ შევიდნენ და პერსპექტიული შესაძლებლობები ხელიდან არ გაუშვან.
6 ნოემბერი: 08:25–დან 09:15 საათამდე ანგელოზს ახლობლების ავადმყოფობისა და გასაჭირისგან დაცვას სთხოვენ.
7 ნოემბერი: 10:05–დან 10:54 საათამდე ანგელოზს ევედრებიან, რომ დღის სირთულეებს გაუმკლავდნენ და მანიპულატორების მსხვერპლნი არ გახდნენ.
8 ნოემბერი: თუ ანგელოზს 10:12–დან 10:56 საათამდე მიმართავ, დანაკარგისგან გიშველით და მთელი დღე მხარს დაგიჭერთ.
9 ნოემბერი: 10:55–დან 11:42 საათამდე ანგელოზს სთხოვენ გრძელ გზაზე დახმარებას, რომ უსიამოვნებებმა გზა არ გაუმრუდონ და სახლისკენ მიმავალი გზა წარმატებული იყოს.
10 ნოემბერი: ამ დღეს მფარველ ანგელოზს ორსული ქალები 08:55 – 09:42 პერიოდში მიმართავენ.
11 ნოემბერი: ფულის მოსაზიდად და დანაზოგის გასაზრდელად ანგელოზს თხოვნით მიმართავენ 08:22–დან 09:12 საათამდე.
12 ნოემბერი: ცუდ განწყობას რომ გაუმკლავდეთ და კონფლიქტები თავიდან აირიდოთ, ანგელოზს 10:10–დან 11:05 საათამდე უნდა მიმართოთ.
13 ნოემბერი: ცუდ განწყობას რომ გაუმკლავდეთ და კონფლიქტები რომ აირიდოთ, ანგელოზს თხოვნით 15:16–დან 16:15 საათამდე მიმართეთ.
14 ნოემბერი: შაბათ დღეს ანგელოზს 08:45–დან 09:32 საათამდე მიმართეთ, რომ მან ნებისმიერ საქმეში მხარი დაგიჭიროთ და რთულ წუთებში არ მიგატოვოთ.
15 ნოემბერი: რთული საკითხის გადაჭრას და გამოსავლის პოვნას შეძლებთ, თუ ანგელოზის მიმართ 07:11 – 07:53 პერიოდში გულწრფელად ილოცებთ.
16 ნოემბერი: სწორი გადაწყვეტილების მიღებასა და ჩიხიდან გამოსვლაში მფარველი ანგელოზი დაგეხმარებათ, თუ მას 10:16 – 10:53 პერიოდში თხოვნით მიმართავთ.
17 ნოემბერი: მფარველ ანგელოზს 08:45–დან 09:36 საათამდე თხოვნით მიმართეთ, რომ ოჯახში ჰარმონია დაიცვათ და კონფლიქტები აირიდოთ.
18 ნოემბერი: სწავლას რომ გაუმკლავდეთ და მასალა სწრაფად აითვისოთ, ანგელოზს თხოვნით 07:15–დან 08:13 საათამდე მიმართეთ.
19 ნოემბერი: ანგელოზი დაკარგული ნივთის პოვნაში დაგეხმარებათ, თუ მას დახმარებისთვის მიმართავთ. 11:12 – 11:55 პერიოდში ილოცეთ.
20 ნოემბერი: ამ დღეს ანგელოზს გაწეული დახმარებისთვის მადლობა უნდა გადაუხადოთ. ილოცეთ 20:11–დან 21:05 საათამდე.
21 ნოემბერი: 08:33 საათიდან 09:32 საათამდე ანგელოზს დაავადებების განკურნებას სთხოვენ.
22 ნოემბერი: მფარველ ანგელოზზე 10:16–დან 11:10 საათამდე ლოცულობენ, რომ მავნე ჩვევების მოშორება შეძლონ.
23 ნოემბერი: ორშაბათ დღეს ანგელოზს 06:45–დან 07:32 საათამდე მწვავე საკითხების მოგვარებასა და მტრებისგან დაცვაში დახმარებას სთხოვენ.
24 ნოემბერი: საკუთარი თავის, ოჯახის და საცხოვრებლის დასაცავად ანგელოზს 08:22-დან 09:20 საათამდე მიმართავენ.
25 ნოემბერი: კარგი სამუშაოს ძებნა წარმატებით რომ დასრულდეს, 10:11–დან 10:55 საათამდე ანგელოზს ლოცვით მიმართეთ.
26 ნოემბერი: ამ დღეს ანგელოზს არაკეთილმოსურნე ხალხისგან დაცვას სთხოვენ. 06:30–დან 07:30 საათამდე ლოცულობენ.
27 ნოემბერი: 07:55–დან 08:45 საათამდე ანგელოზს მნიშვნელოვან საქმეში დახმარებას სთხოვენ.
28 ნოემბერი: 16:30–დან 17:22 საათამდე ანგელოზს თხოვნით მიმართავენ, რომ სულიერი წონასწორობა მოიპოვონ, ავი ფიქრები, ლტოლვა და მწუხარება მოიშორონ.
29 ნოემბერი: მფარველი ანგელოზი დაგეხმარებათ, რომ ფული ტყუილად არ დახარჯოთ და საქმე წარმატებით დასრულდეს. მას 10:44–დან 11:33 საათამდე თხოვნით მიმართავენ.
30 ნოემბერი: თვის ბოლო დღეს ანგელოზს დახმარებისთვის მადლობას უხდიან. ლოცულობენ 10:10–დან 10:54 საათამდე.