Connect with us

ჰოროსკოპი

ანგელოზების რჩევები 2020 წლის აგვისტოში ზოდიაქოს ნიშნებისთვის

2020 წლის აგვისტოში სასარგებლო და დროული რჩევების მისაღებად ანგელოზებს მივმართოთ.

შესაძლოა, ახლა რაიმე პრობლემით ანერვიულებული ხართ ან ისეთ სიტუაციაში მოხვდით, სადაც არ იცით, როგორ მოიქცეთ. შესაძლოა, ყველაფერი კარგად მიდის, მაგრამ ანგელოზებს სათქმელი ყოველთვის აქვთ და მათ უბრალოდ სურთ, რომ ყურადღება მნიშვნელოვან საკითხებზე გავამახვილოთ.

ცეცხლოვანი ზოდიაქოს ნიშნები: ვერძი, ლომი, მშვილდოსანი

2020 წლის აგვისტოში თქვენ მუშაობის, ენერგიის კარტი შეგხვდათ. ანგელოზები ამ კარტით ენერგიის სიწმინდეს გახსენებენ. მნიშვნელოვანია, ფიქრები და გრძნობები სუფთად შეინახოთ, არ იკამათოთ, უხამსი სიტყვები არ გამოიყენოთ. თქვენს ირგვლივ სივრცის გაწმენდა ურიგო არ იქნება.

სასარგებლოა ენერგეტიკული პრაქტიკები – ციგუნი ან რეიკა. ასევე ნებისმიერი სხვა, რომელიც გაწმენდაზე, განახლებასა და განკურნებაზეა მიმართული. ბევრი სუფთა წყალი დალიეთ, სასარგებლო საკვები მიირთვით.

ყველაზე მნიშვნელოვანი განახლება თქვენიდან იწყება. გახსოვდეთ: “ის, რაც ჩემშია, ის გარეთაა“.

ნაჩქარევად და დაუფიქრებლად რაიმე გადაწყვეტილება არ მიიღოთ. ოცნებები მშვენიერია და შეგიძლიათ ისე გააკეთოთ, რომ ოცნებები ახდეს. ამისთვის აქტიური მოქმედებაა საჭირო.

მნიშვნელოვანია:

  • სახლის ენერგია გაწმინდეთ;
  • ენერგია შემოქმედებით მხარეს მიმართეთ;
  • თქვენ შეგიძლიათ პოზიტიური ცვლილებებით დაიმუხტოთ და სხვებსაც შთააგონოთ – სხვების დახმარების შანსი ხელიდან არ გაუშვათ.
  • არის სიტუაცია და არის ხალხი, რომლებიც ბევრ ენერგიას გართმევენ. ეს პროცესი მართეთ, რომ არ „დაიცალოთ“.

მიწის ზოდიაქოს ნიშნები: კურო, ქალწული, თხის რქა

2020 წლის აგვისტოში თქვენ დასვენების და უკანდახევის კარტი შეგხვდათ. ანგელოზები ამ კარტს გიგზავნიან, რადგან დიდი ხანია რაღაც სიტუაციის მოგვარებას ცდილობთ.

მასზე უარი თქვით. უკანდახევა დანებებას არ ნიშნავს. ყველაფერი მოგვარდება, ოღონდ მოგვიანებით. დაძაბულობა შეასუსტეთ. მოვლენები არავითარ შემთხვევაში არ დააჩქაროთ, თავის ნებაზე მიუშვით.

საკუთარი თავისთვის დრო გამოყავით, ასე ყველა საზრუნავს და პრობლემას დაივიწყებთ. ზოგჯერ ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია.

განსაკუთრებით მაშინ, როცა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ ან მნიშვნელოვანი საქმე შეასრულოთ. თქვენ სწორ გზას იპოვით.

მნიშვნელოვანია:

  • პანიკაში არ ჩავარდეთ და არ ინერვიულოთ იმაზე, თუ რა პასუხს მიიღებთ.
  • დახმარების თხოვნის არ მოგერიდოთ – ყველა პრობლემა დამოუკიდებლად არ უნდა მოაგვაროთ.
  • კონტროლი და დაძაბულობა შეასუსტეთ.

ჰაერის ზოდიაქოს ნიშნები: ტყუპები, სასწორი, მერწყული

2020 წლის აგვისტოსთვის თქვენ ურთიერთობის კარტი შეგხვდათ. ანგელოზებს სურთ გითხრან, რომ ახლა ახლობლებთან ურთიერთობა პირველ ადგილზე უნდა დააყენოთ. მათთან ურთიერთობა ჰარმონიული რომ იყოს, საკუთარ თავთან შინაგან ჰარმონიას უნდა მიაღწიოთ.

თქვენი ფიქრები და გრძნობები დაალაგეთ. დაე, არანაირი შინაგანი დაპირისპირება და კონფლიქტი არ დარჩეს. თუ ურთიერთობას ვერ აწყობთ, სიტუაციის გამოსასწორებლად ახლა საკმარისი ძალისხმევა უნდა გასწიოთ.

თუ მეორე ნახევარს ეძებთ და მარტოხელა სტატუსის შეცვლა გსურთ, ერთ ადგილზე არ დაჯდეთ, აქტიურად იკონტაქტეთ და ნაცნობები გაიჩინეთ. დაფიქრდით, როგორი ურთიერთობა გჭირდებათ? როგორი ადამიანი გჭირდებათ? ვინ შეძლებს თქვენს გაბედნიერებას?

საკუთარ გრძნობებს ენდეთ, ინტუიციით იმოქმედეთ, რომ ნებისმიერი ურთიერთობა დაალაგოთ.

მნიშვნელოვანია:

  • თქვენ მიერ დასმული კითხვის პასუხი ურთიერთობაში იმალება.
  • გრძნობებს ენდეთ და შესაბამისად იმოქმედეთ.
  • მოსალოდნელია ახალი ურთიერთობა, თუ ამისთვის მზად ხართ.

წყლის ზოდიაქოს ნიშნები: კირჩხიბი, მორიელი, თევზები

რაღაც საქმე დასასრულს უახლოვდება, წინ ახალი და საინტერესო დასაწყისი გელოდებათ. ყურადღება მიაქციეთ შესანიშნავ შემოთავაზებას, ახალ ხალხს, რომელიც თქვენს ცხოვრებაზე გავლენას მოახდენს. თუ  ჩანაფიქრის განხორციელებაში ეჭვი გეპარებათ ან ამის გაკეთება არ ღირს, ანგელოზები გეუბნებიან „შეჩერდით“!

დრო მოვიდა ძველებურ რუტინას ბოლო მოუღოთ, მისგან გათავისუფლდეთ, რომ ახალ დონეზე ახვიდეთ. 2020 წლის აგვისტოში თქვენ გელოდებათ გამოცდა, მაგრამ არ ინერვიულოთ – თქვენ ყველაფერს შეძლებთ!

თუ საქმე სამსახურს ეხება, მოსალოდნელია დაწინაურება. მიღწეულზე არ გაჩერდეთ, თქვენი კურსი ერთია – მხოლოდ წინ!

პირადი ურთიერთობები მოაწესრიგეთ. ახლა დროა წარსულის ღრუბლები მოიშოროთ, რომ ნათელ მომავალს გზა გაუთავისუფლოთ.