Connect with us

ჰოროსკოპი

ამ 5 ზოდიაქოს ნიშნის მამაკაცები საუკეთესო მამები ხდებიან

ოჯახში ბავშვების გაჩენისთანავე პასუხისმგებლობა იზრდება, მაგრამ გაგიმართლათ, თუ ამ ზოდიაქოს ნიშნებიდან ერთ–ერთ წარმომადგენელთან ურთიერთობა გაქვთ – მათგან მშვენიერი მამები გამოდიან.

თხის რქა

ბუნებით სერიოზული და დამოუკიდებელი თხის რქა ბავშვების აღზრდას სერიოზულად უყურებს. რეალისტურ მიზნებს და გეგმებს ისახავს, ხალხს შესანიშნავად მართავს და თვითკონტროლის ოსტატია.

ეს იმას ნიშნავს, რომ არა მხოლოდ ბავშვის ცხოვრების პირველ წლებს დაგეგმავს, არამედ საუკეთესო სკოლის არჩევასა და უნივერსიტეტში სწავლისთვის ფულის დაზოგვაზე წინასწარ იზრუნებს. გარდა ამისა, საკუთარი შვილისთვის საუკეთესო მისაბაძი მაგალითი გახდება.

სასწორი

სასწორისთვის ურთიერთობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ, როგორც წესი, ძლიერ და საიმედო ოჯახს ქმნის. სასწორი მთელ თავისუფალ დროს ოჯახთან ატარებს და ცდილობს ისე გააკეთოს, რომ თითოეულმა შვილმა მაქსიმუმი ზრუნვა მიიღოს.

სასწორს მარტოობა სძულს, ამიტომ ნებისმიერ თავისუფალ წუთს შვილებს უთმობს, მათ შესანიშნავ ნივთებს აცნობს, როგორიცაა ფერწერა, მუსიკა და წიგნები. ცდილობს, ოჯახში მშვიდობა შეინარჩუნოს და შვილების ურთიერთდახმარებას ხელი შეუწყოს.

ლომი

ლომის მიზნის მიღწევის ნამდვილი ოსტატია, ამიტომ მისი შვილები ყველაფერს იღებენ, რაც სურთ. ლომს ჭკუა პრაქტიკულად ყველა პრობლემის სწრაფად მოგვარების საშუალებას აძლევს, რაც შვილებისთვის უზრუნველი ბავშვობის გარანტიას წარმოადგენს.

გარდა ამისა, ამ ნიშნის წარმომადგენლები ცხოვრების დიდი მოყვარულები არიან. ისინი შესანიშნავი იუმორის გრძნობით არიან დაჯილდოებულნი. ეს თვისება სასარგებლო იქნება მათი შვილებისთვის, რომელთა ცხოვრება ყოველთვის სავსე იქნება ახალი შთაბეჭდილებებით, ხოლო გართობა ოჯახში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

კირჩხიბი

კირჩხიბი შესანიშნავი მშობელია შვილებთან დამყარებული ემოციური კავშირის და მათთვის გაცემული უზარმაზარი სიყვარულის წყალობით. კირჩხიბი მუდმივად ოჯახზე ზრუნავს, ყველა შესაძლო ოჯახურ პრობლემებს აგვარებს. სწორედ ამიტომ, მისი შვილები ყურადღების ნაკლებობას არასდროს განიცდიან.

კირჩხიბი თანამგრძნობიარე, ჭკვიანი და ემპათიური ადამიანია, რომელიც საკმაოდ მოსიყვარულე მშობელი ხდება. კირჩხიბს ამქვეყნად ყველაზე მეტად სახლში ოჯახთან დროის გატარება უყვარს, რაც მისთვის საუკეთესო დასვენებას წარმოადგენს.

კურო

კურო ყოველთვის ერთგული პარტნიორი და მშობელია, რომელმაც ზუსტად იცის, თუ როგორ შეინარჩუნოს სტაბილური ოჯახური ცხოვრება. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული მშობლები მუდმივ მოთხოვნილებას განიცდიან, რომ პარტნიორს და ბავშვებს კომფორტული ცხოვრება შეუქმნას.

ის ცხოვრებას პრაქტიკული თვალით უყურებს, რაც მას შვილების ცხოვრებაში საიმედო მხარდაჭერად აქცევს.