თავის მოვლა
ამ 13 ხრიკის დახმარებით წამწამების დაგრძელებას და გახშირებას შეძლებთ
ეს რჩევები თქვენს წამწამებს სიამაყის ობიექტად აქცევს. ლამაზი, ხშირი წამწამები 1000 შექების მიზეზი გახდა.
როგორ დავაგრძელოთ წამწამები
მოცულობის გასაზრდელად ტუშის ერთი ფენა წაისვით, შემდეგ საბავშვო პუდრა და კვლავ ტუშის მეორე ფენა წაისვით.
თუ მოცულობის გაზრდა გსურთ, ტუშის ფუნჯი ჰორიზონტალურად დაიჭირეთ. წამწამების დასაგრძელებლად კი ტუშის ფუნჯი ვერტიკალურად დაიჭირეთ.
წამწამების მიწეპება თავიდან რომ აიცილოთ, ტუშის ფენების წასმებს შორის წამწამები აუცილებლად დაივარცხნეთ.
წამწამების ასაპრეხი მოწყობილობა ფენით შეათბეთ – ასე გამოყენების ეფექტს გააძლიერებთ.
წამწამების გასაძლიერებლად და ზრდის დასაჩქარებლად ყოველ საღამოს ქოქოსის ზეთი წაისვით.
წამწამების შეღებვა ბევრად უფრო მოსახერხებელი იქნება, თუ ფუნჯს ისე გაღუნავთ, როგორც სურათზეა ნაჩვენები.
ჩასქელებული ტუშის აღსადგენად რამდენიმე წუთით თბილი წყლით სავსე ჭიქაში მოათავსეთ.
ჩვეულებრივი ბამბის ჩხირის დახმარებით წამწამების აპრეხვას შეძლებთ, თუ რამდენიმე წუთით ასე გააჩერებთ.
ტუში წამწამებზე კარგად რომ გაჩერდეს, მაგრამ ასევე ადვილად მოიშოროთ, 2 სახეობის ტუში გამოიყენეთ. ჯერ წამწამები ჩვეულებრივი ტუშით შეიღებეთ, შემდეგ კი წყალგამძლე ფენა გადაუსვით.
მწვანე ჩაის კომპრესები წამწამების ზრდას ხელს უწყობენ.
ტუშის გათხელებას მაკიაჟის მოსაშორებელი სითხის დახმარებით შეძლებთ: რამდენიმე წვეთი საკმარისი იქნება.
კოვზი გამოიყენეთ, რომ ტუშის წასმის დროს ქუთუთო არ დასვაროთ.
დააჩქარეთ პროცესი: ასაპრეხი მოწყობილობა და ტუში ერთდროულად გამოიყენეთ.
წამწამების მოვლა, ზეთების წასმა საკმარისი არაა. ორგანიზმს ვიტამინებით გაჯერებული, დაბალანსებული კვება სჭირდება. ყველაფერი ეს კი წამწამების ზრდას დააჩქარებს. ცდად ღირს, რადგან ლამაზი წამწამები სიამაყის საგანს წარმოადგენს.