თავის მოვლა
ამ ჯადოსნური საშუალების დახმარებით ნაწიბურებს და სტრიებს მხოლოდ 2 თვეში დაემშვიდობებით
დღეს ნაწიბურების, სტრიების და ნაიარევის მოსაშორებლად ნამდვილ ჯადოსნურ საშუალებას გთავაზობთ. მინიმალური დანახარჯით ფანტასტიკურ შედეგს მიიღებთ. მისი დახმარებით სანაპიროზე ბიკინით გასვლას მშვიდად შეძლებთ.
სხეულზე ნაიარევი და სტრიები იშვიათობას არ წარმოადგენს. ნაირევი ქალს არ ამშვენებს. ქალის კანი საკმაოდ ნაზია და ადვილად ზიანდება. ეს განწყობას აფუჭებს და სტრესს იწვევს. თუმცა გამოსავალი არსებობს,
ეფექტური საშუალება ნაწიბურების საწინააღმდეგოდ
ინგრედიენტები:
- ნესვის თესლი
- კვერცხის ნაჭუჭი
- ზეითუნის ან ნუშის ზეთი
მომზადება:
- წინასწარ გამხმარი და გასუფთავებული ნესვის თესლი ყავის საფქვავში დაფქვით და დაქუცმაცებულ კვერცხის ნაჭუჭს 1:1 პროპორციით აურიეთ. უფრო მეტი კომფორტისთვის შეგიძლიათ თანაბარი პროპორციით მომზადებული ნესვის თესლი და კვერცხის ნაჭუჭი ბლენდერის ჭიქაში მოათავსოთ და შემდეგ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე დააქუცმაცოთ.
- ამის შემდეგ მზა მასას იმდენი მცენარეული ზეთი დაუმატეთ, რომ სქელი ფაფა მიიღოთ.
- მზა საშუალება პირდაპირ ნაწიბურზე დღეში 2-ჯერ წაისვით. ზემოდან პლასტირი დაიმაგრეთ ან დასაფიქსირებლად ბინტი გამოიყენეთ. პროცედურა 1 თვის განმავლობაში უნდა ჩაიტაროთ, მაგრამ შედეგს უკვე 2 კვირის შემდეგ დაინახავთ.
აი, ასეთი მარტივი ინგრედიენტების დახმარებით, როგორიცაა ნესვის თესლი და კვერცხის ნაჭუჭი თქვენს კანს ძველებურ სილამაზეს დაუბრუნებთ.