Connect with us

საკითხავი

ამ წვეთებს აფთიაქში ვყიდულობ, რომ ქურის სახელურები გავაპრიალო

სახლის დასასუფთავებლად სააფთიაქო და ხელმისაწვდომი საშუალებების გამოყენება დიასახლისებს შორის ერთგვარ მოდად იქცა. ნიშადურ–ანისულის წვეთებსაც ყოველდღიურად იყენებენ: მათი დახმარებით რეცხავენ, ასუფთავებენ და ა.შ.

ნიშადურ–ანისულის წვეთები

დაიმახსოვრეთ: ნიშადურ–ანისულის წვეთების ან ნიშადურის შერევა ქლორის შემცველ სარეცხ საშუალებაში არ შეიძლება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქიმიური რეაქციის დროს გამოყოფილი ნივთიერებით მოიწამლებით.

რა თქმა უნდა, ნიშადურ–ანისულის წვეთები სუფთა ნიშადურით შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ, მაგრამ წვეთებს უკეთესი სუნი აქვს და საცხოვრებელში გამოსაყენებლად უფრო სასიამოვნოა. ნებისმიერ შემთხვევაში, უნდა დაიცვათ უსაფრთხოების წესები: შენობა გაანიავეთ, პროცედურისას რეზინის ხელთათმანები გაიკეთეთ და თვალები დაიცავით.

რისთვის გამოვიყენოთ ნიშადურ–ანისულის წვეთები საოჯახო საქმეში?

1. ნიშადურ–ანისულის წვეთებით სამზარეულოს ქურას ჭუჭყი და ჩამჯდარი ცხიმის ლაქები შეგიძლიათ მოაშოროთ. ღრუბელი ან ჩვარი ხველების საწინააღმდეგო საშუალებაში დაასველეთ და ზედაპირი გაწმინდეთ. პირაპირები და ნახვრეტები პატარა ფუნჯით ან ძველი კბილის ჯაგრისით დაამუშავეთ. გაწმენდის შემდეგ ნივთიერება წყლით ჩამორეცხეთ.

2. წამალი ქურის და ღუმელის გისოსებს ჭუჭყს მოაშორებს. დიდ თასში თბილი წყალი ჩაასხით, მასში 100 მლ ნიშადურ–ანისულის წვეთები გახსენით და გისოსები 30 წუთით ნარევში გააჩერეთ.

3. ეს საშუალება ძველი მიკროტალღური ღუმლის გასაწმენდად გამოგადგებათ. ღრუბელს რამდენიმე წვეთი დააწვეთეთ და არსებული ლაქები დაამუშავეთ. ძნელად მისაწვდომ ადგილებში ძველი ცხიმის მოსაშორებლად ბამბის ჩხირები გამოიყენეთ. შემდეგ ღუმელი სუფთა წყლით გაწმინდეთ.

4. ღუმელი ან მიკროტალღური მარტივად რომ გაწმინდოთ, წამალი ღია ჭურჭელში ჩაასხით, ცივ ღუმელში 10 საათით (ან მთელი ღამე) გააჩერეთ. კარი ჰერმეტულად დახურეთ. შემდეგ შენობა გაანიავეთ, ხოლო ღუმელი ჩვეული მეთოდით ან ნიშადურ–ანისულის წვეთებით გაწმინდეთ.

5. წვეთები გამწოვის ფილტრების გასაწმენდად შეგიძლიათ გამოიყენოთ. სარეცხი საშუალების მოსამზადებლად დიდ ქვაბში წყალი ჩაასხით და ადუღებამდე მიიყვანეთ, თანდათან ნახევარი ჭიქა სოდა და 100 მლ წვეთები დაუმატეთ. ცხელ სითხეში ფილტრები ფრთხილად ჩატვირთეთ და ცოტა ხნით გააჩერეთ, რომ ჭუჭყი ადვილად მოაშოროთ. შემდეგ გამდინარე წყლის ქვეშ გარეცხეთ.

სხვა ხრიკები

ნიშადურ–ანისულის წვეთები კერამიკის ფილების გასაწმენდად შეგიძლიათ გამოიყენოთ. ნახევარი ჭიქა საშუალება 3 ლ ცხელ წყალში გახსენით და კაფელი გაწმინდეთ. ხსნარს სოდა შეგიძლიათ დაუმატოთ. საშუალება სუფთა წყლით ჩამორეცხეთ და ოთახი გაანიავეთ.

ამ ნარევის გამოყენებით სამზარეულოს ტილოები შეგიძლიათ გარეცხოთ. თბილ წყალს 1 ჭიქა ნიშადურ–ანისულის წვეთები, 1 ჭიქა ჭურჭლის სარეცხი საშუალება და 1 ჭიქა სოდა დაუმატეთ. მიღებულ სითხეში პირსახოცი ჩაალბეთ, ცოტა ხნით გააჩერეთ, შემდეგ ჩვეული მეთოდით გარეცხეთ.

სამკურნალო საშუალება სახლიდან ჩრჩილს მოგაშორებთ. 1 ლ წყალში ნახევარი ჭიქა წვეთები გახსენით, შემდეგ ჩვარი დაასველეთ და კარადის და კომოდის ყველა თარო გაწმინდეთ. ამის შემდეგ ოთახი გაანიავეთ და ავეჯს გაშრობა აცადეთ.

ნიშადურ–ანისულის წვეთებით ძველ ბოტასს სითეთრეს დაუბრუნებთ. 1:1 თანაფარდობით წყალი და წვეთები აურიეთ და ფეხსაცმელი გაწმინდეთ. მაცივარში უსიამოვნო სუნის გასაქრობად წყალს 2 ს/კ სააფთიაქო საშუალება დაუმატეთ და შიგნიდან გაწმინდეთ.

სამედიცინო პრეპარატით ექსპერიმენტები ჩაატარეთ და მის ახალ გამოყენებას თქვენც იპოვით.

Advertisement