Connect with us

ტესტები

ამ ფოტოებზე გულის პოვნა ისეთივე რთულია, როგორც ნამდვილი სიყვარულის პოვნა

დაკვირვების უნარი და მახვილი თვალის ქონა ძალიან სასარგებლოა. ასეთი ადამიანი რთულ სიტუაციებში არ იბნევა და გამოსავალს პოულობს. ეს თვისებები ყოველდღე არაერთხელ გამოგადგებათ.

Аlltime.ge–ს რედაქცია გთავაზობთ რამდენიმე თავსატეხს, რომელიც შეამოწმებს, რამდენად დაკვირვებული ხართ. მოცემულ ფოტოებზე უნდა იპოვოთ გული ან გულები. საგულდაგულოდ დამალული გულები გონების დაძაბვას გაიძულებთ.

იპოვეთ გულები ფოტოებზე

1. დავალება სიყვარულის თემას ეძღვნება. პირველ ამოცანაში ძალიან ბევრ პეპელას შორის ერთი წითელი გულია დამალული. თუ დაკვირვებული ხართ და შეუპოვრობა არ გაკლიათ, მის პოვნას აუცილებლად შეძლებთ.

2. იპოვეთ გული პირველ ფოტოზე? მაშინ მეორეზე გადადით. აქ ყვავილებს შორის საყვარელი ვარდისფერი გული უნდა მოძებნოთ. კარგად დააკვირდით. სტატიის ბოლოს პასუხებს არ ჩახედოთ, რადგან დახმარების გარეშე პოვნა უფრო სასიამოვნოა.

3. მესამე თავსატეხი გაცილებით რთულია. ამ ფოტოზე არა ერთი, არამედ 6 გული იმალება. თუ უკვე საკმარისად გავარჯიშდით, მათი პოვნა არ გაგიჭირდებათ.

პასუხები

1. წყვილ ჩიტებსა და წყვილ კურდღლებს შორის პატარა სივრცეში მარჯვენა მხარეს დააკვირდით. აქ წითელი გული პეპლებს შორის იმალება. ერთ ფერში არიან, მაგრამ გულის დანახვას მაინც შეძლებთ.

2. აქაც შეყვარებულები ჩიტები არიან. მათ ზემოთ პატარა ვარდისფერი გულია. ალბათ, თქვენი მახვილი თვალით მაშინვე დაინახეთ.

3. ეს ამოცანა მეტ დროს და ყურადღებას მოითხოვს. აქ ხომ 6 გული უნდა მოგეძებნათ. გულები საკმაოდ მოულოდნელ ადგილებში დამალულია, ამიტომ ფოტოზე მონიშვნებით გაჩვენებთ.

თუ ფოტოებზე გულები მარტივად იპოვეთ, გილოცავთ, შესაშური მხედველობა და დაკვირვების უნარი გაქვთ.

Advertisement