Connect with us

ჯანმრთელობა

ამ ფოთლების წყალობით ვარიკოზი, ტკივილი და მეხსიერების დაქვეითება დაგავიწყდებათ

ფართოდ ცნობილია, რომ დაფნის ფოთოლი გემრიელი კერძის მისაღებად კარგი დამხმარეა. ცოტამ თუ იცის, რომ ამ მცენარის ფოთლები არა მხოლოდ კერძების მოსამზადებლად არის სასარგებლო, არამედ ჯანმრთელობისთვის ბევრ უპირატესობას შეიცავს.

დაფნის ფოთოლს ეფექტური და სამკურნალო ზეთის მოსამზადებლად იყენებენ, რომელიც ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობას აუმჯობესებს.

დაფნის ფოთოლის უპირატესობები:

  • ნერვულ სისტემას ამშვიდებს;
  • იმუნური სისტემის გაძლიერებას ხელს უწყობს;
  • მსხვილ ნაწლავს წმენდს;
  • ოფლდენის პროცესის გაზრდისა და სტიმულირებისთვის სასარგებლოა;
  • სახსრების ტკივილს ამცირებს;
  • ვარიკოზული ვენების სამკურნალოდ შესაფერისია;
  • გონებრივ აქტივობას აუმჯობესებს;

დაფნის ზეთის რეცეპტი

ინგრედიენტები:

  • 30 გრ დაფნის ფოთოლი
  • 250 მლ ზეითუნის ზეთი

მომზადება:

  1. დაფნის ფოთლები დაჭყლიტეთ, შემდეგ ზეითუნის ზეთი დაასხით.
  2. ნარევი მინის ბოთლში გადაასხით და კარგად დაახურეთ.
  3. გრილ და ბნელ ადგილას 14 დღე შეინახეთ.
  4. დროდადრო ბოთლი შეანჯღრიეთ.
  5. 2 კვირის შემდეგ ნარევი გადაწურეთ.
  6. დაფნის ზეთი ცივ და ბნელ ოთახში შეინახეთ.

დაფნის ზეთის სარგებელი:

  • ზეთი ნელნელა ორთქლზე შეათბეთ და მტკივნეულ სახსრებში შეიზილეთ.
  • ყურის და თავის ტკივილის დროს შეგიძლიათ გამოიყენოთ.
  • შაკიკის დროს საფეთქლებზე შეიზილეთ. ტკივილი სწრაფად გაქრება.
  • თავის ტკივილის სამკურნალო საშუალებები შეგიძლიათ დაფნის ზეთით ჩაანაცვლოთ, რადგან სხეულის ტემპერატურის ზრდას აფერხებს.
  • მადას აძლიერებს;
  • კუჭის და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ტკივილს აქრობს;
  • ზეთი სახის კანის პრობლემების დროს დასატენიანებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ;
  • ძლიერი ზეთია აკნეს და კანის ანთების საწინააღმდეგოდ;