საკითხავი
ამ საშუალებით სამზარეულოს კარადას ყვითელ წერტილებს და ჭუჭყს მოაშორებთ
სამზარეულოს ყოველდღიური დალაგებისას მაგიდას, გაზქურას და ნიჟარას ყურადღებას ვაქცევთ. სხვა ავეჯი კი გვრჩება. შედეგად, სასოწარკვეთილი ვცდილობთ, გავიგოთ, როგორ გავწმინდოთ სამზარეულოს კარადა. ნაცნობი სიტუაცია?
მასზე ცხიმი და ჭუჭყი შეუმჩნევლად გროვდება – დღითიდღე პატარა ულუფებით. სამზარეულოს ავეჯს გენერალური დალაგების დროს, ჩვეულებრივ, ახალი წლის ან აღდგომის წინ ვწმენდთ. Alltime.ge-ს რედაქცია გიამბობთ, როგორ გაწმინდოთ სამზარეულოს კარადა, თუ მასზე წებოვანი ნადები გაჩნდა.
როგორ მოვაშოროთ სამზარეულოს კარადას წებოვანი ნადები
დაგჭირდებათ:
- სოდა
- დიასახლისის საპონი
- წყალი
მომზადების და გამოყენების წესი:
1. ნახევარი საპონი მსხვილ სახეხზე გახეხეთ.
2. საპნის ფანტელები ცხელ წყალში ჩაყარეთ და საპნის გახსნას დაელოდეთ.
3. მიღებული ნარევით ჭუჭყიანი ზედაპირები დაამუშავეთ.
4. ღრუბელს სოდა დააყარეთ და გასაპნული ადგილები გახეხეთ. 20 წუთით გააჩერეთ.
5. სველი ჩვრით ავეჯი გაწმინდეთ.
სამზარეულოს ავეჯის გაწმენდა აგრესიული ქიმიური საშუალებების გარეშე შესაძლებელია! უფრო მეტიც, ყველა აუცილებელი ინგრედიენტი უკვე სახლში გვაქვს. ეს მარტივი და სწრაფი მეთოდი სცადეთ, რომ წებოვანი ნადების პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ დაივიწყოთ. თქვენ რით წმენდთ სამზარეულოს კარადას?