Connect with us

ჯანმრთელობა

ამ საშუალებას ყოველდღიურად 1 ჩაის კოვზის ოდენობით ვიღებ. ჯანმრთელობა მრავალი წელია აღარ მაწუხებს

ჩვენს ორგანიზმს გამართული ფუნქციონირებისთვის საჭირო რაოდენობით სასარგებლო ვიტამინები და მინერალები სჭირდება. თუ ჯანმრთელობისა და ახალგაზრდობის მრავალი წლით შენარჩუნება გსურთ, აუცილებლად იზრუნეთ ორგანიზმში სასარგებლო ნივთიერებების მარაგის შევსებაზე. ამ შედეგის მისაღწევად, სულაც არ არის აუცილებელი სპეციალური სააფთიაქო აბებისა და პრეპარატების შეძენა, რადგან ბუნება გვასაჩუქრებს სასარგებლო ელემენტებით მდიდარი არაერთი პროდუქტით.

დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ ძალიან მარტივ რეცეპტს, რომელსაც სასარგებლო გავლენა აქვს მთელ ორგანიზმზე. რამდენიმე უბრალო და ხელმისაწვდომი პროდუქტის კომბინირებით თქვენ მიიღებთ საშუალებას, რომელიც სასარგებლო მიკროელემენტების, მინერალებისა და ვიტამინების ძალიან დიდი ბუნებრივი წყაროა.

ჩირების ნარევი

ინგრედიენტები: 

  • 300 გრამი ნიგოზი
  • 300 გრამი კურაგა (ატმის ჩირი)
  • 300 გრამი ლეღვის ჩირი
  • 300 გრამი შავი ქლიავის ჩირი
  • 300 გრამი შავი ქიშმიში
  • 2 ჩაის ჭიქა (400 მლ) თაფლი
  • 2 ლიმონი

მომზადება და გამოყენება:

ყველა ინგრედიენტი კარგად გარეცხეთ, შეამშრალეთ და ხორცსაკეპის ან ბლენდერის გამოყენებით მოამზადეთ ერთგვაროვანი მასა (კანთან ერთად, მაგრამ წიპწების, კურკების გარეშე). მიღებული ნარევი მოათავსეთ მინის ქილაში და დაასხით მოცემული რაოდენობით თაფლი.

მზა ნარევი უნდა შეინახოთ მაცივარში. მიირთვით ის ყოველდღიურად საუზმობამდე რამდენიმე წუთით ადრე 1 ჩაის კოვზის ოდენობით. თუ იმუნიტეტი დასუსტებული გაქვთ, გაზარდეთ ულუფა 2-3 ჩაის კოვზამდე. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა – ნარევის ამოწურვამდე. ერთი სრული კურსის ჩატარების შემდეგ აუცილებელია 1 თვიანი შესვენების გაკეთება.

რატომაა სასარგებლო ეს ნარევი?

1. კურაგა

მოცემული პროდუქტი შეიცავს დიდი რაოდენობით მაგნიუმს, კალიუმს, რკინას, პექტინსა და ვიტამინს B5-ს. გარდა ამისა, კურაგა ორგანული მჟავებით მდიდარი პროდუქტია, რომელიც გამოდევნის ჩვენი ორგანიზმიდან მძიმე მეტალებსა და რადიონუკლიდებს. ის ძალიან სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების, ანემიის და მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემების დროს.

2. შავი ქლიავის ჩირი

ვიტამინებით მდიდარ ამ პროდუქტს ძალიან სასარგებლო გავლენა აქვს მთელ ორგანიზმზე. ის უჯრედისის, ორგანული მჟავებისა და მინერალების საკმაოდ დიდი ბუნებრივი წყაროა. თუ გულ-სისხლძარღვთა სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები, ჰიპერტონია ან ონკოლოგიური დაავადებები გაწუხებთ, გაამდიდრეთ კვების ყოველდღიური რაციონი ამ პროდუქტით.

3. ქიშმიში

როგორც მოგეხსენებათ, ეს პროდუქტი ენერგიის იდეალური წყაროა. ქიშმიში შეიცავს კალიუმს, რკინას, მანგანუმს, მაგნიუმს, უჯრედისს, B1, B2 და B5 ვიტამინებს. მოცემული პროდუქტი რეკომენდებული ნერვული სისტემის აშლილობისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების დროს. მას ხშირად გამოიყენებენ ანემიის, თირკმელებისა და ღვიძლის დაავადებების პროფილაქტიკისთვის.

4. ნიგოზი

ალბათ, არ არსებობს ისეთი ადამიანი, რომელსაც ნიგვზის სასარგებლო თვისებების შესახებ არ სმენია. ის შეიცავს ძალიან დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებს, რომლებიც აძლიერებს იმუნიტეტს. რეგულარად ამ პროდუქტის მირთმევით ონკოლოგიური დაავადებების განვითარების რისკი რამდენჯერმე მცირდება.

ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. აუცილებლად გაუზიარეთ სტატია მეგობრებს, რათა მათაც იცოდნენ ამ ძლიერმოქმედი ნარევის სამკურნალო თვისებების შესახებ. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.