კულინარია
ამ რეცეპტის წყალობით, ჩემს ღვეზელებზე ყველა გიჟდება! რამდენიც არ უნდა მოვამზადო, საკმარისი არასდროსაა
გიყვართ ღვეზელები? მაშინ ჩვენი დღევანდელი სტატია სწორედ თქვენთვის არის! დღეს გთავაზობთ ძალიან გემრიელი ღვეზელების მომაზდები საკმაოდ მარტივ რეცეპტს. თუ ერთხელ მაინც საყვარელ ღვეზელებს სწორედ ამ რეცეპტით მოამზადებთ, პირობას გაძლევთ, ყველა სხვა არსებული და მრავალჯერ ნაცადი რეცეპტის შესახებ აუცილებლად დაივიწყებთ.
საფუვრიანი ცომი ღვეზელებისთვის
ღვეზელი – მართლაც რომ უნივერსალური კერძი, რომლის შიგთავსადაც შეგვიძლია გამოვიყენოთ ნებისმიერი პროდუქტი, ყველაფერი მხოლოდ ჩვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული. რაც არ უნდა გემრიელი შიგთავსი მოვამზადოთ, ღვეზელის ფასი არაფერია, თუ ცომი ისეთი არ გამოგვივა, როგორიც საჭიროა. სწორედ ამიტომ, დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ საფუვრის სწრაფ ცომს სწორედ ღვეზელებისთვის, რომელიც იდეალურად ნაზი, მსუბუქი, ჰაეროვანი და გემრიელი გამოდის. ცადეთ და პირობას გაძლევთ, იმედები არ გაგიცრუვდებათ!
იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ გამოუცდელი მცხობელი ხართ და ცომთან მუშაობის გამოცდილება არ გაქვთ, ამ მარტივი რეცეპტით ყველაფერი იმდენად კარგად გამოგივათ, თავს პროფესიონალ მზარეულადაც კი იგრძნობთ.
ინგრედიენტები:
- 700 მლ თბილი წყალი
- 2 ს.კ. მარილი
- 2 ს.კ. შაქარი
- 2 ს.კ. საფუარი
- 1400 გრამი ფქვილი
- 100 მლ მზესუმზირის ზეთი
მომზადება:
1. შეათბეთ წყალი, ჩაამატეთ მასში შაქარი, მარილი, საფუარი და სულ მცირეოდენი ფქვილი. დააყოვნეთ ნარევი 10-15 წუთით.
2. დაყოვნებულ მასაში დაამატეთ ზეთი, დარჩენილი ფქვილი და შეუდექით ცომის ამოყვანას. როდესაც ის ხელებზე მიკრობას დაიწყებს, ცომი მზად არის.
3. შეახვიეთ ის სტრეჩში (საკვების პლიონკა) და დაასვენეთ მაცივარში დაახ. 1 საათით.
4. 1 საათის შემდეგ ცომი გამოიღეთ მაცივრიდან, მსუბუქად დაამუშავეთ ხელებით და შემდეგ შეუდექით თანაბარი ზომის ბურთებად დაყოფას. ახლა სწორედ ის დროა, თქვენი გემოვნების მიხედვით მოამზადოთ შიგთავსი და შეუდგეთ ღვეზელების ფორმირებას.
5. როდესაც 5-10 ღვეზელს მოამზადებთ, შეგიძლიათ მათ შეწვას შეუდგეთ, პარალელურად კი შემდეგი პარტია მოამზადოთ. გახსოვდეთ, ისინი აუცილებლად უნდა შეიწვას დიდი რაოდენობით ზეთში. მზა ღვეზელები გადმოიტანეთ ქაღალდის ხელსახოცებზე და დააყოვნეთ სულ რამდენიმე წუთით, რათა ხელსახოცებმა ზედმეტი ზეთი გამოწოვოს.
შიგთავსი ასეთი ღვეზელებისთვის შეიძლება იყოს ნებისმიერი, როგორც უკვე გითხარით, ეს მხოლოდ თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული.
ახლა თქვენ უკვე იცით, როგორ მოამზადოთ იდეალური ცომი ღვეზელებისთვის სწრაფად და მარტივად. ვიმედოვნებ, რომ ეს ინფორმაცია გამოგადგებათ. არ დაგავიწყდეთ სტატიის გაზიარება მეგობრებისთვის!