Connect with us

საკითხავი

ამ ოჯახს ბავშვის ახალი ზურგჩანთისთვის ფული არ ჰქონდა და მამამ თავად გააკეთა

მამას ბავშვისთვის ახალი ზურგჩანთის ყიდვა არ შეეძლო და მას მთელი ღამე არ ეძინა რომ მისთვის ჩანთა საკუთარი ხელით გაეკეთებინა.

ხუთი წლის ნი კენგიმ კამბოჯიდან ტაილანდში სასკოლო ექსკურსიის დროს საკუთარი ერთადერთი ჩანთა დაკარგა. ნი კენგის მშობლებს მცირე შემოსავალი აქვთ და მათ ბავშვისთვის წიგნებისა და საკანცელარიო ნივთების შეძენა მოუწიათ, ხოლო ახალი ჩანთის შესაძენად ფული არ ეყოთ.

ნის სკოლაში წიგნები ტომსიკით რომ არ ეტარებინა, მამას მთელი ღამე არ ეძინა და ბავშვს რაფიის ცისფერი ძაფით ჩანთა მოუქსოვა. ბიჭის მასწავლებელმა, სოფოს სოუნმა რამდენიმე სურათი გადაიღო და სოციალურ ქსელ, Facebook-ზე გამოაქვეყნა.

კარგად ჩანს, თუ რამდენიმე ძალისხმევა გაიღო მამამ იმისთვის, რომ შვილს დისკომფორტი არ ეგრძნო. ის საოცრად მზრუნველი მამაა!

ფოტო 6000-ჯერ გააზიარეს და ბევრმა თავდადებისა და კრეატიულობისთვის შეაქო. ზოგიერთი მათგანი სკოლას დაუკავშირდა, რომ ნისი და მის ოჯახისთვის საკუთარი მხარდაჭერა შეეთავაზებინათ.

თქვენ ასეთი ჩანთა მოგწონთ?