თავის მოვლა
ამ ნატურალური ნიღბის ანტიასაკობრივი ეფექტი ყველა რეკორდს ხსნის. ამასთან ხელმისაწვდომია
ხმელი ზღვის წყალმცენარე ძალიან კარგი საშუალებაა კანის აღსადგენად და გასაჯანსაღებლად. ეს ცარიელი სიტყვები არაა: ლამინარია ისეთ სასარგებლო ელემენტებს შეიცავს, რომ უცნაური იქნება მისი გამოყენების შემდეგ დადებითი ეფექტი ვერ დაინახოთ.
იოდი კანის ზედაპირიდან ცხიმიან ბზინვარებას აქრობს და კანის ზედაპირს უფრო გლუვს ხდის. ქოლინი კანის პრობლემებს და შავ წერტილებს აქრობს, კალიუმი – შესანიშნავად ატენიანებს. წყალმცენარეში შემავალი რკინა სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს, ეს კი სახის ჯანსაღი ფერის მიღებას ხელს უწყობს.
E ვიტამინი ნაოჭებს ასწორებს. სასარგებლო ნივთიერებების სია იმდენად შთამბეჭდავია, რომ ახლავე აფთიაქში წასვლა და ხმელი წყალმცენარის ფხვნილის ყიდვა მსურს.
სწორედ ის არის ჯადოსნური ნიღბის მთავარი ინგრედიენტი. თუ წყალმცენარეზე ალერგიული რეაქცია არ გაქვთ და კანი კუპეროზისკენ მიდრეკილი არაა, პროცედურა თამამად ჩაიტარეთ. თქვენ სარკეში ჩახედვისას უფრო ხშირად გაიღიმებთ.
სახის ნიღაბი წყალმცენარით
ინგრედიენტები:
- წყალმცენარის ფხვნილი
- თბილი წყალი
- ლიმონის წვენი
- A ვიტამინი
მომზადება:
- 2-3 ჩ/კ წყალმცენარის ფხვნილს ცოტა თბილი წყალი დაასხით. ფხვნილი 10 წუთით გასასივებლად გააჩერეთ.
- ნარევს აურიეთ, ის წასასმელად საკმაოდ სქელი უნდა იყოს.
- თუ ცხიმიანი კანი გაქვთ, გირჩევთ ნიღაბს რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი დაუმატოთ. მშრალი კანის შემთხვევაში 3 წვეთი A ან E ვიტამინის ზეთოვანი ხსნარი გამოიყენეთ.
- ნარევი სახეზე 20-25 წუთით გაიჩერეთ. ნიღაბი საკმაოდ სრიალაა, ამიტომ სჯობს დაწოლილმა წაისვათ, რომ ნარევი შემთხვევით არ ჩამოიღვაროს.
ნიღაბი წყალმცენარით სჯობს გაიკეთოთ ძილის წინ, ამ შემთხვევაში დიდებულ ეფექტს მიიღებთ. ნიღაბი გრილი წყლით ჩამოიბანეთ, ამასთან მსუბუქი სახის მასაჟი გაიკეთეთ.
ასევე პოპულარულია ლამინარიის ნიღაბი კეფირით და თეთრი თიხით. ეს კომპონენტები წყალმცენარის სამკურნალო მოქმედებას აძლიერებს. კანი ნიღბის გამოყენების შემდეგ თითქოს ცოცხლდება – უფრო ხავერდოვანი ხდება, ნაცრისფერი ფერი ქრება, წვრილი ნაოჭები ნაკლებად შესამჩნევი ხდება.
ეს კი ნებისმიერი ქალის განწყობას ამაღლებს! თუ ნიღბის გამოყენებამდე კანს სკრაბით დაიმუშავებთ, ეფექტი უფრო გამოხატული იქნება. საკმარისია ასეთი ნიღაბი კვირაში ერთხელ გაიკეთოთ და კანი მბზინვარებით მადლობას გადაგიხდით.
წყალმცენარის ძალა თქვენი სილამაზისთვის გამოიყენეთ და ამ რეცეპტის შესახებ მეგობრებს უამბეთ.