კულინარია
ამ მეთოდით ახალ სტაფილოს და ჭარხალს მომავალ მოსავლამდე შეინახავთ
შემოდგომის დადგომა თითოეულ ჩვენგანზე განსხვავებულად მოქმედებს. ზოგს პარკში თბილ დღეებში სეირნობის შესაძლებლობა ახარებს, ზოგი ახალ სასწავლო წელს იწყებს, სხვები უკვე ზამთრის დღესასწაულისთვის ემზადებიან. თადარიგიანი დიასახლისები მკითხაობენ, თუ როგორ შეინახონ სტაფილო და ჭარხალი სწორად.
ზაფხულის თბილ დღეებთან ერთად ახალი სეზონური ბოსტნეულიც გვტოვებს. ზამთარში მათ პოვნას შეძლებთ, მაგრამ ისეთი წვნიანი და მსხვილი არ იქნება, როგორც ზაფხულში. ცდების და შეცდომების ხარჯზე ბუნების საჩუქრების შენახვა ვისწავლე. Alltime.ge-ს რედაქცია გასწავლით, როგორ შეინახოთ სტაფილო და ჭარხალი მომდევნო სეზონამდე სწორად.
როგორ შევინახოთ სტაფილო და ჭარხალი ზამთარში
1. სტაფილო ორჯერ გარეცხეთ. პირველად, ჩვეულებრივ, სუფთა წყალში. მეორედ, საკვები სოდის დამატებით. დაგჭირდებათ 1 ს/კ სოდა 10 ლ წყალზე.
2. გარეცხვისას ჭურჭლის სარეცხი ღრუბლით ჭუჭყი მოაშორეთ. თან თითოეული ნაყოფი დაათვალიერეთ. თუ დაავადების ან დაზიანების ნიშნები აქვს, შესანახად არ გამოგადგებათ.
3. სტაფილო გაამშრალეთ. თითოეულ ბოსტნეულს ორივე მხრიდან 1 სმ ბოლოები მოაჭერით. სტაფილო გასაშრობად გააჩერეთ, რომ გადანაჭერი შეხორცდეს.
4. იგივე პროცედურა ჭარხლის შემთხვევაში გაიმეორეთ: ორჯერ გარეცხეთ, დაათვალიერეთ, გააშრეთ და ბოლოები მოაჭერით.
5. ბოსტნეული ცალ–ცალკე პარკებში ჩადეთ.
6. შესაძლებლობის მიხედვით პარკიდან ჰაერი გამოდევნეთ და კარგად შეკარით. საიმედოობისთვის დამატებით პარკში, კვანძით ქვემოთ ჩადეთ. ჰაერი სტაფილოს და ჭარხალს არ უნდა მოხვდეს.
7. ბოსტნეული გრილ ადგილას შეინახეთ: სარდაფი, საკუჭნაო, მაცივარში ბოსტნეულის განყოფილება. ახალი ბოსტნეული ზამთრისთვის მზადაა!
არ შეგეშინდეთ, თუ ბოსტნეულის შენახვის პირველ დღეებში პარკზე შიდა მხრიდან წყლის წვეთები გაჩნდება. ეს კონდენსაციაა, რომელიც მალე გაქრება. ბოსტნეულის ხარისხზე გავლენას არ მოახდნეს. ახლა, როცა ახალი პარტია ბოსტნეული დაგჭირდებათ, უბრალოდ სარდაფიდან ან საკუჭნაოდან პარკი გამოიტანეთ და ისიამოვნეთ!