Connect with us

ჯანმრთელობა

ამ მარცვლების სამკურნალო ძალა ნამდვილად გაგაოცებთ

თუ მზესუმზირის მოყვარული ხართ, ეს ინფორმაცია ძალიან გამოგადგებათ! თქვენი ჩვევა შეგიძლიათ ბევრი დაავადების პროფილაქტიკისთვის გამოიყენოთ. მთავარია – ზომიერად ყველაფერი კარგია.

მზესუმზირის მარცვლები მდიდარია იოლადათვისებადი ცილითა და D, B-კომპლექსისა და E ვიტამინის წყაროს წარმოადგენს. ვიტამინი Eასევე ტოკოფეროლის სახელითაა ცნობილი, წარმოადგენს ანტიოქსიდანტს, რომელიც თქვენს უჯრედებს თავისუფალი რადიკალებით დაზიანებისგან დაიცავს და დაგეხმარებათ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, სიმსივნისა და კატარაქტის პროფილაქტიკაში.

მზესუმზირის სამკურნალო უპირატესობები

მზესუმზირის მარცვლები მდიდარია სელენით, მაგნიუმით, თუთიით და რკინით, რაც იმუნური სისტემის გამაგრებას უწყობს ხელს. ის შეიცავს ლიგანებს, ფენოლის მჟავას და ტრიპტოფანი, რაც მას უძილობასა და მძიმე წონასთან საბრძოლველ იდეალურ საკვებად აქცევს.

ასევე ცნობილია, რომ მზესუმზირის მარცვლები ასთმის, ათეროსკლეროზის, ინსულტის, გულის შეტევის და ოსტეოართრიტის პროფილაქტიკაში დაგეხმარებათ.

ის არ შეიცავს ქოლესტერინს და ძალიან ცოტა ნაჯერ ცხიმებს შეიცავს, რაც მათ ძალიან სასარგებლოს ხდის გულ სისხლძარღვთა სისტემისთვის. მზესუმზირის უმი მარცვლები ასევე პექტინებს შეიცავენ, რომლებსაც უნიკალური უნარი გააჩნია – ის უკავშირდება რადიაქტიურ ელემენტებს ორგანიზმში და უვნებლად გამოჰყავს ორგანიზმიდან. მზესუმზირის თესლი შუქის მიმართ მგრძნობელობის შემცირებაში და თვალების დაღლის მოხსნაში. ის ხელს უწყობს თმისა და ფრჩხილის გამაგრებას.

მზესუმზირის უმი მარცვლები სასარგებლო და მდიდარ საკვებ ნივთიერებას წარმოადგენს რომელიც აუცილებლად უნდა ჩართოთ თქვენს რაციონში.

სინჯეთ 1 ჭიქა მარცვლების სამზარეულო კომბაინში – ცოტაოდენ ნიორთან, ლიმონის და ახალ მწვანილთან ერთად გატარება. თქვენ არაჩვეულებრივი თხილის სოუსი გამოგივათ, რომელიც თქვენი იმუნური სისტემის გამაგრებასა და ორგანიზმის ენრგიით შევსებაში დაგეხმარებათ.

იმისთვის, რომ მაქსიმალური რაოდენობის სასარგებლო ნივთიერებები მიიღოთ – კვირაში 50 გრამი მზესუმზირის მარცვლები მიირთვით.