Connect with us

ყვავილები

ამ ლამაზ მცენარეებს თქვენი მოკვლა შეუძლიათ

თუ მებაღეობა და თქვენს პატარა ბოსტანში ფუსფუსი გიყვართ, უნდა დაიმახსოვროთ, რომ ყველა მცენარე და ყვავილი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო არაა. გაითვალისწინეთ, რომ მათთან ბავშვების კონტაქტი უკიდურესად სახიფათოა. თუმცა, სამართლიანობის უნდა ითქვას, რომ ნამდვილად ულამაზესები არიან.

როდოდენდრონი

ამ მცენარეს ყვითელი, ვარდისფერი ან მეწამული იისფერი ყვავილის გვირგვინები აქვს, ხოლო ფოთლები სხვადასხვა ფორმისაა. მისი ნაყოფი საკვებად უვარგისი და სახიფათოა – თუ შემთხვევით პირში ჩაიდეთ, შეიძლება კომაში ჩავარდეთ. გადაყლაპვის შემდეგ ალერგიული რეაქცია იწყება – პირიდან ნერწყვის გადმოსვლა ან თვალებიდან ცრემლდენა, პულსი ნელდება და წნევა მცირდება. უკიდურეს შემთხვევაში ადამიანი შეიძლება კომაში ჩავარდეს და გული გაუჩერდეს.

შროშანა

ის შეიცავს სასიკვდილო ნივთიერებას კონვალატოქსინს, რომელსაც იმ წყლის მოწამვლაც შეუძლია, სადაც მცენარეს რეცხავენ. მოკლედ, ჩვენი ორგანიზმისთვის ნამდვილი შხამია. ის გულის მუშაობას აჩქარებს და შეიძლება ცუდი შედეგები გამოიწვიოს. ასევე შეიძლება თავის ტკივილის მიზეზი გახდეს.

ჰორტენზია

ლამაზი ყვავილები შეიძლება კრუნჩხვების და სიკვდილის მიზეზი გახდეს. მასში შედის ციანოგენური გლიკოზიდი, რომელიც შხამია.

ნარგიზი

ამ ყვავილის ბოლქვი ღებინებას იწვევს. ყვავილის დახურულ შენობაში გაჩერება არ შეიძლება – ის ძლიერ თავის ტკივილს იწვევს. თუ ხელზე ღია ჭრილობა გაქვთ, ყვავილის გადარგვის დროს რეზინის ხელთათმანის გაკეთება არ დაგავიწყდეთ.

ოლეანდრი

ერთ–ერთი ლამაზი დეკორატიული ბუჩქი, მაგრამ გარეგნობამ არ მოგატყუოთ. თუ სახლში პატარა ბავშვები გყავთ, სჯობს ბაღში ან სახლში არ გაზარდოთ – ერთი ფოთოლი საკმარისია, რომ სასიკვდილო მოწამვლა გამოიწვიოს. მოწამვლის სიმპტომი – ღებინება და დიარეა.

ბელადონა

თუ პირში მის კენკრას ჩაიდებთ, ხმა შეიძლება დაკარგოთ. ამის შემდეგ სასუნთქი გზების სერიოზული პრობლემები დაგეწყებათ. შეიძლება ფატალური შედეგი გამოიწვიოს.

ფითრი

თუ შინაური ცხოველები გყავთ, მასზე სრულად უარის თქმას გირჩევთ.

ლაქიანი ოხრახუში

ის ცენტრალურ ნერვულ სისტემას დაუყონებლივ აზიანებს, ამიტომ ჩრდილოეთ ამერიკაში შხამიანს უწოდებენ.