თავის მოვლა
ამ ზეთის ზუსტად 5 წვეთი ნაოჭებს ასწორებს, ლაქებს და თვალების ქვეშ მუქ წრეებს აქრობს
თავად დედოფალი შებაც კი კანს ამ ზეთით ანებივრებდა: ის ბუნების ძალებს იყენებდა სილამაზის შესანარჩუნებლად, რომლის შესახებ წყაროები არა ერთ უძველეს ხელნაწერშია შემონახული.
სამწუხაროდ, ქაცვის ზეთის ღირებულების შესახებ ცოტამ თუ იცის. მას იმდენად ძლიერი მოქმედება აქვს, რომ მეძუძურე დედების დახეთქილი ძუძუს თავების მოშუშებაც კი შეუძლია. ჩვეულებრივ ასეთი დაზიანება ძალიან ნელა და მტკივნეულად ხორცდება. პროდუქტი ქიმიური შემადგენლობით მდიდარია – ის კანისთვის შეუცვლელ A, E, C ვიტამინებს, ანტისეპტიკური თვისების მქონე მიკროელემენტებს და კაროტინს შეიცავს. ამასთან ამ სასწაულმოქმედი ზეთის შეძენას თეთრებად შეძლებთ.
ქაცვის ზეთი სახისთვის
სუფთა სახით ქაცვის ზეთი წერტილოვნად შეგიძლიათ ნებისმიერ ანთებაზე წაისვათ: საშუალება კანს სწრაფად აღადგენს. ოღონდ მხოლოდ წერტილოვნად, რადგან ზეთში ბევრი ნივთიერება შედის, რომლებმაც ულტრაიისფერი გამოსხივებისგან კანის დამცავი ბარიერი შეიძლება შეასუსტონ და დამცავი ფენის ბალანსი დაარღვიონ.
ნარინჯისფერი ზეთი ჩვეულებრივ სხვადასხვა ნიღბის აქტიურ კომპონენტად გამოიყენება. თუ ნიღბის გაკეთების დრო არ გაქვს, სხვა მეთოდს მიმართეთ. საკმარისია ჩვეულებრივ დღის კრემს 1 წვეთი ზეთი დაუმატოთ.
ქაცვის ზეთის ნიღაბი მშრალ კანს კვებავს და აცოცხლებს, ნაოჭებს აქრობს. ელასტიურობა, სახის მბზინვარება – მისი გამოყენების შედეგია! სხვათა შორის, ქაცვს გამათეთრებელი ეფექტი აქვს. თუ ნაოჭები ან ასაკოვანი ლაქები გაქვთ, დროა მათ დაემშვიდობოთ!
ინგრედიენტები:
- 1 ჩ/კ თაფლი
- 3 ს/კ თბილი რძე
- 1 ს/კ ხაჭო
- 1 ჩ/კ ქაცვის ზეთი
გამოყენება:
1. თაფლს თბილი რძე დაასხით და კარგად აურიეთ.
2. ხაჭო და ქაცვის ზეთი დაუმატეთ, მასა გასრისეთ.
3. ნიღაბი სუფთა, გაწმენდილ სახეზე წაისვით.
4. 15 წუთის შემდეგ სველი თითებით ნიღაბი მოიშორეთ ისე, თითქოსდა პილინგ-ნიღაბს იშორებთ. თბილი წყლით ჩამოიბანეთ და დამატენიანებელი კრემი წაისვით.
ქაცვის ზეთი წამწამების გასაზრდელად და გასაძლიერებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ. კაკაოს და ქაცვის ზეთისგან შეგიძლიათ თვალის ირგვლივ კანის ნატურალური კრემი მოამზადოთ. დეტალურად, ამ ვიდეოში ნახეთ.
თმის გამაძლიერებელი ნიღაბი ქაცვის ზეთით
ამ ნიღბის გამოყენების შემდეგ თმა აბრეშუმივით ნაზი და მბზინვარე გახდება. რაც ყველაზე მთავარია, თმა სწრაფად გაიზრდება. წარმოუდგენლად ეფექტურია გამელოტების დროს, რადგან ზეთი კანს კვებავს და კურნავს, თმის ბოლქვებს კი აძლიერებს.
ინგრედიენტები:
- 2 ს/კ ქაცვის ზეთი
- 2 ს/კ ზეითუნის ზეთი
- 1 კვერცხი
- 1 ს/კ არაჟანი
გამოყენება:
1. ქაცვის და ზეითუნის ზეთი კვერცხს აურიეთ. შემდეგ არაჟანი დაუმატეთ.
2. ნიღაბი მთელ სიგრძეზე წაისვით. თავი შეიფუთეთ და ზუსტად 1 საათით გაიჩერეთ.
3. თავი შამპუნით დაიბანეთ.
ზეთში შემავალი ცხიმოვანი მჟავები შეღებილი თმისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა, ასევე გაყოფილი თმის ბოლოების დროს შესანიშნავად დაგეხმარებათ.
ქაცვის ზეთი კუჭისთვის
ქაცვის ზეთი კუჭის ლორწოვანს შესანიშნავად კურნავს, მას აღადგენს, ამიტომ გასტრიტის და წყლულოვანის დროს გამოიყენება. ზეთი ლორწოვანს გარსს ეხვევა და შეხორცებაში ხელს უწყობს. რა თქმა უნდა, ძლიერმოქმედი თვისების გამო გამოყენების წინ ექიმთან კონსულტანცია გაიარეთ.
როგორ მივიღოთ ქაცვის ზეთი
დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე 1 ს/კ ქაცვის ზეთი მიიღეთ. მკურნალობის კურსი – 30 დღე.
ქაცვის ზეთი გულძმარვის პრობლემასაც გაუმკლავდება. ამისთვის, დილით 1 ს/კ სოდასთან არეული 1 ჩ/კ ქაცვის ზეთი დალიეთ. ასეთი პროფილაქტიკა დღის განმავლობაში დისკომფორტისგან გაგათავისუფლებთ და საჭმლის მონელების პროცესს გააუმჯობესებს.
თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ.
თეონა
February 21, 2020 at 3:35 pm
წერტილოვნად რას ნიშნავს ანუ მთლიან სახეზე არ წავისვათ???