Connect with us

ყვავილები

ამ ზაფხულს ჭიანჭველებმა შემაწუხეს: ბუგრებს ათრევენ, ყველგან იფანტებიან, ბუდეს აშენებენ. დაუპატიჟებულო სტუმრებო, სახლი დატოვეთ

ნებისმიერ მაღაზიაში, სადაც ბაღისა და ბოსტნისთვის აუცილებელი ნივთები იყიდება,  მავნებლების, მათ შორის ბაღის ჭიანჭველების მოსაშორებელი საშუალებების შეძენას შეძლებთ. რა უნდა გააკეთოთ, თუ ნაკვეთზე ქიმიური საშუალების გამოყენება არ გსურთ?

გირჩევთ ჭიანჭველები ხალხური მეთოდის გამოყენებით მოიშოროთ. მათი ნაწილი თავად გამოვცადეთ, ნაწილი კი ცნობილმა მებაღეებმა გვასწავლეს.

როგორ მოვაშოროთ ჭიანჭველები მიწის ნაკვეთს

1. ნაცარი

ამ მეთოდით ჭიანჭველებს ჩემი ბებია ებრძოდა. შუადღისას, როცა ყველა მწერი „შინ“ ბრუნდებოდა, ის ნიჩაბს იღებდა და 2-3-ჯერ ჭიანჭველების ბუდეს აყრიდა. შემდეგ ბინადრებთან ერთად ყველაფერს ვედროში ათავსებდა და ტყეში მიჰქონდა. ხვრელს კი ღუმლის ნაცრით ავსებდა. ამის შემდეგ, სეზონის ბოლომდე ჭიანჭველები აღარ გვაწუხებდა.

2. ბორის მჟავა და საფუარი

ეს მეთოდი აგარაკის ნაკვეთიდან ჭიანჭველებს სამუდამოდ მოგაშორებთ. ქილაში 1 შეფუთვა ბორის მჟავა და 1 შეფუთვა მშრალი საფუარი აურიეთ. ცოტა წყალში გახსენით, 1 ჭიქა ჯემი დაუმატეთ და ჭიანჭველების ბუდეს მოასხით. უკვე მეორე დღეს მკვდარ ჭიანჭველებს დაინახავთ, შემდეგ დღეს მათი რაოდენობა შემცირდება, ხოლო პროცედურის გამეორების შემდეგ ნაკვეთს საერთოდ დატოვებენ.

3. არარაფინირებული მზესუმზირას ზეთი

ჭიანჭველების ბუდეს არარაფინირებული მზესუმზირას ზეთი დაასხით. ჭიანჭველები სუნის მიმართ მგრძნობიარეები არიან და ზეთის სუნს ვერ იტანენ. ამბობენ, რომ ასეთი დამუშავების შემდეგ არასასურველი მეზობლების რაოდენობა გაცილებით მცირდება, მაგრამ სჯობს სალათის მოსართავი ზეთი გამოიყენოთ.

4. მანანის ბურღული და სოდა

1 კგ მანანის ბურღული და 1 შეფუთვა სოდა აიღეთ. ყველაფერი კარგად აურიეთ და ჭიანჭველების ბუდეს დაასხით. ერთადერთი პირობა – ეს მშრალ და უქარო ამინდში უნდა გააკეთოთ.

5. საფუარი და შაქარი

1 შეფუთვა მშრალი საფუარი და ამავე რაოდენობის შაქარი აიღეთ. ყველაფერი კარგად აურიეთ და ჭიანჭველების ბუდეს დაასხით. აგარაკის ექსპერტების თქმით, ასეთი პროცედურის შემდეგ ჭიანჭველები დაიღუპებიან.

6. ნიშადურის სპირტი

აგარაკზე მეზობლები ირწმუნებიან, რომ ჭიანჭველები ნიშადურის სპირტით მოიშორეს. პატარა, სააფთიაქო ქილა 3 ლ წყალში გახსენით და მწერების დაგროვების ადგილას დაასხით, ამის შემდეგ მავნებლები ნაკვეთს დატოვებენ.

7. წითელი წიწაკა

1 შეფუთვა წითელი წიწაკა 1 ლ წყალში გახსენით და 300 გრ დიასახლისის საპონი დაუმატეთ. ამ ხსნარით ჭიანჭველების ბუდე დაამუშავეთ. ჭიანჭველები ნაკვეთს უეჭველი დატოვებენ. გამოცდილი მეთოდია!

8. მარილი

ჭიანჭველების ბუდეს მარილს აყრიან, ასევე ჭიანჭველების კვალსა და მათი შემჩნევის ადგილას ყრიან.

9. ფეტვი

გაუგებარია, თუ ფეტვი ჭიანჭველებს როგორ მოგაშორებთ, მაგრამ ბევრი მებაღე ირწმუნება, რომ მათ სწორედ ეს მეთოდი დაეხმარათ. არსებობს ვერსია, რომ ჭიანჭველები ფეტვს შეცდომით კვერცხად მიიჩნევენ და ბუდეში მიაქვთ.

ბუდეში ტენიანობის ხარჯზე მარცვალი სივდება და ბუდეს გასასვლელს კეტავს. შედეგად, ჭიანჭველები შიმშილისგან იღუპებიან. პრაქტიკაში, ფეტვმა შეიძლება ჩიტები მოიზიდოს, რომლებმაც შეიძლება ჭიანჭველები შეჭამონ, ან მოსავალი გააფუჭონ.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.