Connect with us

ტესტები

ამოცანა საზრიანობის და ლოგიკის შესამოწმებლად. ვინ მოიპარა საზამთრო?

ჩვენი ტვინი სავარჯიშოდ ისეთივე ობიექტია, როგორც კუნთები. კარგად რომ იმუშაოს, სხვადასხვა მათემატიკური ამოცანები, თავსატეხები და კროსვორდები რეგულარულად უნდა ამოხსნათ. ასეთი ამოცანების დახმარებით ინტელექტის კარგ ფორმაში შენარჩუნებას შეძლებთ. სწორედ ამიტომ, ამოცანა საზრიანობაზე საზამთროს ქურდობის შესახებ ტვინისთვის შესანიშნავი ვარჯიში გახდება. ამაში ეჭვი არაა!

ბევრი აღნიშნავს, რომ ამოცანების უმეტესობა, რომლებიც სკოლაში მარტივი ჩანდა, წლების შემდეგ არც ისე მარტივი ამოსახსნელია. ყველაფერი იმიტომ, რომ ტვინი რეგულარული პრაქტიკის გარეშე მიღებულ უნარებს ივიწყებს და ახლით ანაცვლებს. სწორედ ამიტომ, საინტერესო თავსატეხი, რომელშიც ქურდი უნდა იპოვოთ, ყურადღებას იმსახურებს. მას შეუძლია საზრიანობის და არასტანდარტული აზროვნების განვითარებაში დაგეხმაროთ.

შესანიშნავი ამოცანა საზრიანობაზე: პირობები და პასუხი

თავსატეხი საზამთროთი

მოცემულ სურათზე 4 ადამიანია გამოსახული. პირველი ქალია გამოსახული ძალიან გაშლილი მწვანე ქვედაბოლოთი. შემდეგ ლამაზი გოგონა დაწნული ჩანთით. ამის შემდეგ ორსული ქალი მწვანე კაბით. და ბოლოს ბიჭი, რომელსაც ხელში ფეხბურთის ბურთი უჭირავს. ყურადღებით დააკვირდით. ისინი საზამთროს ქურდობაში ეჭვმიტანილები არიან. ვინ არის ქურდი? იპოვეთ დამნაშავე მაქსიმუმ 30 წამში.

ვინ მოიპარა საზამთრო?

საშუალო (არა თუ დიდი) საზამთროც საკმაოდ მძიმეა. მისი წონა დაახლოებით 10 კგ–ს აღწევს. სწორედ ამიტომ, რთულია დიდხანს დაიჭიროთ და მოდუნებული სახე შეინარჩუნოთ. დააკვირდით ბიჭს, ხელში ბურთით. ძალიან დაძაბულია. ჩვეულებრივი ფეხბურთის ბურთი დაახლოებით 450 გ–ს იწონის, ამიტომ გასაგებია, რომ ხელში კარგად შენიღბული საზამთრო უჭირავს.

თუ სწორი პასუხი 30 წამზე ნაკლებ დროში იპოვით, დაკვირვებული და საზრიანი ხართ. მსგავსი ამოცანები და თავსატეხები რეგულარულად ამოხსენით, რომ ყურადღებიანობის და საზრიანობის განვითარება შეძლოთ. ასეთი უნარების გაუმჯობესება დაგეხმარებათ როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, ასევე სამსახურში. მსგავსი ამოცანებისთვის დღეში 10-15 წუთის გამოყოფა საკმარისია.

Advertisement