ტესტები
ამოცანა, რომელსაც მხოლოდ გამოუსწორებელი გულთამპყრობელი ამოხსნის
თითოეულ ჩვენგანს დროდადრო საკუთარი უნარების შემოწმება სურს. სწორედ ამიტომ, Alltime.ge–ს რედაქცია გთავაზობთ ლოგიკურ ამოცანებს პასუხებით. ამ გასართობი ამოცანებით ტვინის გავარჯიშებას შეძლებთ და დიდ სიამოვნებას მიიღებთ. ასე სასარგებლოს სასიამოვნოს შეუთავსებთ.
ლოგიკური ამოცანები პასუხებით
1. საიდუმლო საჩუქარი
ექიმი და ადვოკატი ერთსა და იმავე ქალზე, ელეონორაზე შეყვარებულნი არიან. ადვოკატი 1 კვირით მივლინებაში წასვლას აპირებდა. გამგზავრებამდე ელეონორას 7 ვაშლი მისცა. რატომ გააკეთა ეს?
2. შოკოლადის ფილა
მარის დიდი ხანია შოკოლადის ფილის ყიდვა სურს, მაგრამ 10 თეთრი აკლია. კოტე ოცნებობს შოკოლადის ფილაზე, მაგრამ მხოლოდ 1 თეთრი აკლია. ბავშვებმა გადაწყვიტეს ერთი შოკოლადის ფილა მაინც ეყიდათ, მაგრამ 1 თეთრი მაინც დააკლდათ. რა ღირს შოკოლადის ფილა?
3. მეფუნთუშე და ფუნთუშა
საფუნთუშეში სადილობიდან მაღაზიის დახურვამდე 3 მყიდველი იყო. პირველმა ყველა ფუნთუშის ნახევარი და კიდევ ნახევარი ფუნთუშა შეიძინა. მეორემ დარჩენილი ფუნთუშების ნახევარი და კიდევ ნახევარი ფუნთუშა. მესამემ შეიძინა იმის ნახევარი, რაც მეორე მყიდველმა იყიდა. საბოლოოდ, ყველა ფუნთუშა გაიყიდა. რამდენი ფუნთუშა იყო თავიდან, თუ მეფუნთუშეს არც ერთი ფუნთუშა არ გაუტეხავს?
4. ამოცანა პროცენტებში
ზოგიერთი რიცხვი 25 პროცენტით გაიზარდა. რამდენი პროცენტით უნდა შეამციროთ ახალი რიცხვი, რომ პირვანდელი რიცხვი მიიღოთ.
5. შემთხვევა სკოლაში
1 სექტემბერს სკოლის ერთ–ერთ კლასში მუსიკის მასწავლებლის ცხედარი იპოვეს. პოლიციამ ეჭვმიტანილების ვინაობა დაადგინა. ესაა მებაღე, მათემატიკოსი, ფიზკულტურის მასწავლებელი და შრომის მასწავლებელი. ყველამ ჩვენება და განმარტება მისცა, თუ სად იყვნენ შემთხვევის დროს.
გაირკვა, რომ მებაღე ბუჩქებს ჭრიდა, ხოლო ფიზკულტურის მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად ფეხბურთს თამაშობდა. ამ დროს მათემატიკოსი საკონტროლო გამოცდას ატარებდა, ხოლო შრომის მასწავლებელი კაბინეტში გაზეთს კითხულობდა. პოლიციამ ეჭვმიტანილი მაშინვე დააკავა. უკვე ხვდებით, ვინ არის?
პასუხები:
1. ნამდვილად ეშმაკური ამოცანაა. ამოცანის გადასაჭრელად ვაშლის შესახებ რაღაც უნდა იცოდეთ. სინამდვილეში, ვაშლი საკმაოდ ფილოსოფიური საჩუქარია. ანტიკურ ლიტერატურაში ვენერას ვაშლს სიყვარულისა და სურვილის ნიშნად მიართმევდნენ. ამრიგად, ვაშლი ხელის თხოვნის განსახიერებაა. რატომ არის ამოცანაში 7 ვაშლი?
ზღაპრებში ხშირად გვხდება ჯადოსნური გამაახალგაზრდავებელი ვაშლები. ასე დაავადებებს ჯადოსნურად კურნავენ და ზღაპრის გმირის ცხოვრებას ახანგრძლივებენ. იქნებ ეს ჯანმრთელობის სურვილია? შესაძლოა, მაგრამ ვაშლის და ჯანმრთელობის კავშირის თემა საკმაოდ ფართოა. საჩუქრის არსი რომ გაიგოთ, საკმარისია გაიხსენოთ ერთი ინგლისური ანდაზა, რომელსაც დიეტოლოგები ხშირად იმეორებენ. ასე ჟღერს: „დღეში ერთი ვაშლი მიირთვით და ექიმი არ დაგჭირდებათ“.
ახლა ყველაფერი აშკარაა. ადვოკატმა შეყვარებულს 7 ვაშლი მისცა, რომ ექიმი არ გაახსენდეს. 7 იმიტომ, რომ ამდენი დღით მიდის. ეშმაკურია, ვერაფერს იტყვით! აღსანიშნავია, რომ ვაშლის ნაცვლად შეეძლო მიეცა მაგალითად, ნემსიწვერა ქოთნით.
ხალხური რწმენის მიხედვით, ნემსიწვერა ერთგვარი „კაცის გამქცევია“. ერთი უპრეტენზიო ყვავილი სახლიდან მამაკაცს დევნის. ასე ექიმი ელეონორასთან მიდის, საძინებელში შედის და იქ ნემსიწვერა ხვდება. მაშინვე დაავიწყდება, რატომ მოვიდა და უხალისოდ წავა.
2. შოკოლადი 10 თეთრი ღირს. საქმე იმაშია, რომ მარის ფული საერთოდ არ აქვს.
3. ამოცანაში ნათქვამია, რომ პირველმა მყიდველმა იყიდა „ყველა ფუნთუშის ნახევარი და კიდევ ნახევარი ფუნთუშა“. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფუნთუშა შუაზე გაჭრეს. მაგალითად, თუ თავიდან 7 ფუნთუშა იყო, მაშინ პირველმა მყიდველმა 3,5 და დამატებით 0,5 ფუნთუშა აიღო. გამოდის 4 ფუნთუშა. მაშინ მეორემ აიღო 1,5 ფუნთუშა და დამატებით 0,5 ანუ 2 ფუნთუშა. მესამემ 2 ფუნთუშის ნახევარი, ანუ ზუსტად 1.
4. ამ ამოცანის ამოხსნაში ბევრი ადამიანი შეცდომას უშვებს, რადგან ავიწყდება, რომ სხვადასხვა რიცხვის ერთი და იგივე პროცენტი ტოლი არაა. სწორედ ამიტომ, პირვანდელი რიცხვის მისაღებად, ახალი რიცხვი არა 25–ით, არამედ 20 პროცენტით უნდა შეამციროთ.
5. დამნაშავე მათემატიკის მასწავლებელია. მისი თქმით, საბოლოო საკონტროლო გამოცდას ატარებდა. საქმე იმაშია, რომ ახლა სასწავლო წელი მხოლოდ დაიწყო. გამოდის, საკონტროლო ნამდვილად ვერ იქნებოდა.
აი, ასეთი საინტერესო ლოგიკური ამოცანებია. მათზე პასუხებს ვერ გამოთვლით და ვერ გაიხსენებთ, რადგან კრეატიულად და ანალიტიკურად აზროვნება აუცილებელია. ასე რთული ცხოვრებისეული სიტუაციებიდან გამოსავალს მარტივად იპოვით.