Connect with us

ჯანმრთელობა

ამერიკელი მკურნალის, რიჩარდ შულცეს სამკურნალო ნაყენი, რომელიც პრაქტიკულად ყველა დაავადებას კურნავს

მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მკურნალი და მრავალი პოპულარული წიგნის ავტორი, რიჩარდ შულცე, მოგვითხრობს ძალიან ძლიერი ბუნებრივი ანტიბიოტიკის შესახებ, რომელიც წარმატებით კურნავს პრაქტიკულად ყველა ანთებით და ინფექციურ დაავადებას.

საშუალება, რომელსაც ექიმი გვთავაზობს, უკვე მილიონობით პაციენტს დაეხმარა ვირუსული, ბაქტერიული, პარაზიტული და სოკოვანი დაავადებებისგან განკურნებაში. ის აძლიერებს იმუნიტეტს, წმენდს სისხლს და სტიმულირებს მის მიმოქცევას.

სამკურნალო ნაყენი რიჩარდ შულცესგან

სულაც არ არის გასაკვირი, რომ მოცემული ნაყენი ასეთი ეფექტურია, რადგან მის შემადგენლობაში მხოლოდ ბუნებრივი, ნატურალური ინგრედიენტები შედის, რომლებიც ანტივირუსული, ანტიბაქტერიული და სოკოს საწინააღმდეგო თვისებებით გამოირჩევა.

რიჩარდ შულცეს სასწაულმოქმედი ნაყენის შეძენა მისივე საიტზეა შესაძლებელი, თუმცა მას საკმაოდ მაღალი ფასიც ადევს. საბედნიეროდ, ამ საშუალების დამზადება მარტივად შეგიძლიათ საკუთარი ხელით, თანაც ის უბრალო და ხელმისაწვდომი ინგრედიენტებისგან შედგება.

ინგრედიენტები:

  • 700 მლ ნატურალური ვაშლის ძმარი
  • 100 გრამი ცხარე წიწაკა
  • 500 გრამი ხახვი
  • 500 გრამი ნიორი
  • 500 გრამი პირშუშხა
  • 250 გრამი ჯანჯაფილი, იგივე კოჭა

მომზადება:

1. ინგრედიენტები გაასუფთავეთ კანისგან და დააქუცმაცეთ.

2. გააერთიანეთ ისინი შესაბამისი ზომის მინის ქილაში.

3. დაასხით მოცემული რაოდენობით ვაშლის ძმარი.

4. დააყოვნეთ მიღებული ნარევი ცივ და ბნელ ადგილას 2 ან 4 კვირის განმავლობაში.

5. ამ დროის გასვლის შემდეგ გადაწურეთ ნარევი რამდენიმე ფენად გადაკეცილი დოლბანდის ან მარლის გამოყენებით.

6. მიღებული სითხე ჩაასხით მუქი ფერის ბოთლში, რათა ის დაცული იყოს სინათლისგან. სამკურნალო ნაყენი მზად არის!

სასმელს ძალიან ძლიერი და მკვეთრი არომატი აქვს. არასდროს მიიღოთ ის მშიერ კუჭზე და პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში დაიწყეთ ნაყენის მიღება მხოლოდ 1 ჩაის კოვზის ოდენობით. გემოს გაუმჯობესების მიზნით, შეგიძლიათ მასში მცირეოდენი თაფლის ჩამატება.

რამდენიმე კვირის შემდეგ გაზარდეთ ნაყენის ულუფა. მიიღეთ ის ყოველდღიურად 1 სუფრის კოვზის ოდენობით ნარევის ამოწურვამდე, რათა გაიძლიეროთ იმუნიტეტი და თავიდან აირიდოთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მრავალი სერიოზული პრობლემა.

ნიორი, ხახვი, ჯანჯაფილი და ცხარე წიწაკა – გარდა იმისა, რომ თითოეული ეს პროდუქტი აძლიერებს იმუნიტეტს, ისინი აჩქარებს ცხიმის წვის პროცესს, რაც სასარგებლოდ ისახება ჩვენს ფიგურაზეც.

არ დაგავიწყდეთ მეგობრებისთვის ამ ღირებული ინფორმაციის გაზიარება. გისურვებთ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას!

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.