ჯანმრთელობა
ალოე ჯანმრთელი კბილებისთვის
გახსოვთ ჩვენი ბებიების გადატენილი რაფები, სადაც ყვავილების ქოთნები უკვე ვეღარ ეტეოდა?! იები, ფულის ხე და რა თქმა უნდა ალოე… თუ დანარჩენი ოთახის მცენარეები სილამაზისთვის იყო, ალოეს ძალიან მნიშვნელოვანი როლი ენიჭებოდა. ამ სამკურნალო სუკულენტს მეზობლებსაც უნაწილებდნენ და საცხოვრებლიდან გადასვლის შემთხევავშიც თან მიჰქონდათ. ეს ყველაფერი კი მისი უნიკალური სამკურნალო თვისებების გამო ხდებოდა!
ალოეს აფთიაქისთვის იყენებდნენ, ძირითადად ჭრილობების შესახორცებლად ან კანის გაღიზიანების აღსაკვეთად. მას კოსმეტიკური მიზნებითაც იყენებდნენ. დრო და დრო ალოე პოპულარობას იხვეჭდა და მალე მისი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შესაძლებლობაც აღმოაჩინეს: მისი მეშვეობით სტომატოლოგთან ვიზიტების რაოდენობის შემცირება შეიძლება!
როგორ გამოვიყენოთ ალოე
ის თავისუფლად შეიძლება ჩავთვალოთ ერთ-ერთ ყველაზე უპრეტენზიო მცენარედ. სანამ მას სამედიცინო მიზნებისთვის გამოიყენებთ უნდა გახსოვდეთ, რომ მისი ასაკი მინიმუმ 3 წელი უნდა იყოს. დაახლოებით 3 წელი ესაჭიროება ალოეს სამკურნალო თვისებების გამოსამუშავებლად. ისიც გაითვალისწინეთ, რომ გამოიყენება მხოლოდ ქვედა ფოთლები – ისინი გაცილებით უფრო “ხორციანია” და მეტ საკვებ ნივთიერებებს შეიცავენ.
ალოე ღრძილებისთვის
ალოეს ფოთლები და წვენი ნატურალურ ანტიბიოტიკს – ფიტონიციდს შეიცავენ. სწორედ ამ შემადგენელის წყალობით არის ის ცნობილი თავისი ანტიბაქტერიული და სოკოს საწინააღმდეგო თვისებებით. იგი ასევე შეიცავს ბევრ ტანინს, რომელიც უზრუნველყოფს სისხლის შედედების და ანთების საწინააღმდეგო ეფექტს. სწორედ ამიტომ იყენებენ ალოეს ღრძილების ანთების დროს, გინგივიტის ან პაროდონტიტის სამკურნალოდ. ალეოს წვენი არაჩვეულებრივად ებრძვის სტომატიტს. ამცირებს სისხლდენასა და ხელს უწყობს სწრაფ შეხორცებას.
ალოე კბილებისთვის
როგორც უკვე გითხარით პათოგენური ფლორა ალოეს წვენს ვერ იტანს. ის იდეალურია პირის ღრუში სავლებად – ბაქტერიებისგან (განსაკუთრებით სტრეპტოკოკებისგან) გასათავისუფლებლად. ეს მცენარე ასევე არაჩვეულებრივად ებრძვის კბილის ნადებს. კბილების გახეხვის შემდეგ რეკომენდებულია კბილები ალოეს ფოთლით გაიწმინდოთ, რათა უზრუნველყოთ კომპლექსური მიდგომა.
რა გავაკეთოთ კბილების მოვლის ეფექტურობის ასამაღლებლად?!
- გამოიყენეთ ნატურალური კბილის ფხვნილი – ალოესთან ერთად
- პირში ალოეს გაზავებული წვენით გამოივლეთ
- კბილები გაისუფთავეთ ალოეს რბილობით
- მიიღეთ დღეში 1 ჩაის კოვზი ალოეს წვენი
- გაიკეთეთ კომპრესები ალოეს გაჭრილი ფოთლებით
ამ სუკულენტის წვენი არა მარტო გარეგანი მიღებისთვის, არამედ ანემიასთან, შაქართან და ალერგიასთან ბრძოლისთვისაც ძალიან კარგია. მას არა მარტო კრემებსა და შამპუნებში ურევენ, არამედ – საკვებშიც! ოდესმე გაგისინჟავთ ალოეს შემწვარი რბილობი?!