Connect with us

თავის მოვლა

ალოეს სასარგებლო თვისებები და პოპულარული ხალხური რეცეპტები

როგორც ფარმაცევტულმა, ასევე კოსმეტიკურმა გიგანტებმა დიდი ხანია ალოე ვერას წვენის გამოყენება დაიწყეს. ნამდვილად ასე ფანტასტიკურად სასარგებლოა? Alltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, რატომ არის სასარგებლო ალოეს წვენი, ასევე გთავაზობთ ხალხურ რეცეპტებს ალოე ვერას გამოყენებით.

ალოეს ოჯახში 200-ზე მეტი სახეობაა. სამედიცინო მიზნით და კოსმეტოლოგიაში ყველაზე ხშირად ალოეს ხეს ან ალოე ვერას იყენებენ.

ამ მრავალწლიანი მარადმწვანე მცენარის სამშობლოა სამხრეთ აფრიკა. ღარიბ მიწაში იზრდება, როგორც დაბალი ხე ან ბუჩქი, იშვიათი წვიმით ხარობს და ხორციან ფოთლებში აუცილებელი ნივთიერებებს ინახავს, რომ დიდხანს და ბედნიერად იცხოვროს.

როგორც ეგზოტიკური მცენარეების შემთხვევაში ხშირად ხდება, ალოე გავრცელებული ოთახის კულტურაა. მას „ასწლიანს“ უწოდებენ. ჭრილობების შეხორცების და ტკივილის შემსუბუქების წყალობით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იყენებენ. ალოეს გამოყენების რეცეპტები ავიცენის ტრაქტატებშიც გვხდება. თუ ისტორიულ ქრონიკებს დავუჯერებთ, ალოეს ხორციანი ფოთლების ფაფით კლეოპატრა თმას უვლიდა.

რატომ არის სასარგებლო ალოე

ალოეს ფოთლების წვენი შეიცავს ისეთ ნივთიერებებს, რომელთა წარმოთქმაც რთულია. ანტრაქინონი გლიკოზიდები (საპონინები, ალოინი, ნატალოინი, ემოდინი), ფისები, სტეროლები, გელონები, ქრომონომები, ფიტონციდები, B1, B2, B6, C, E ვიტამინები, ნიკოტანამიდები, ბეტა კაროტინები, 20 ამინომჟავა, ეთერზეთების კვალი, ფერმენტები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ერთია: ალოეს წვენი მწარე და წარმოუდგენლად სასარგებლოა, უბრალოდ სასწრაფო დახმარებაა ფანჯრის რაფაზე. თუ ძირითად თვისებებს ჩამოვთვლით, შთამბეჭდავ სიას მივიღებთ.

ალოეს რეცეპტები კუჭ–ნაწლავის ტრაქტის სამკურნალოდ

ალოეს პრეპარატებს საფაღარათო, ნაღვლმდენი მოქმედება აქვს, საჭმლის მომნელებელი ჯირკვლების სეკრეციას აძლიერებს და მადას აუმჯობესებს. სამეცნიერო მედიცინა მის მიღებას გვირჩევს ქრონიკული გასტრიტის, კუჭის წყლულის, მწვავე კუჭ–ნაწლავის ტრაქტის დაავადებების, ნაღვლის ბუშტის ანთების და მოწამვლის დროს.

ძველი ხელნაწერების შესწავლით ფარმაცევტებმა ფოთლებიდან სამკურნალო წამლის გამოშვება დაიწყეს, სახელწოდებით საბური – საფაღარათო საშუალება აბების, ნაყენის და ექსტრაქტის სახით. აუცილებელია დავაზუსტოთ. საფაღარათო ეფექტი მსხვილი ნაწლავის კედლებზე სპეციფიკური ნივთიერების გავლენას უკავშირდება და მოქმედებას 10 საათის შემდეგ იწყებს. თუ გეჩქარებათ და მეორე დოზას მიიღებთ, შეიძლება ანთება გამოიწვიოთ. ალოე ვერას წვენზე დაფუძნებული საფაღარათო საშუალებები ჰემოროიდული და საშვილოსნოს სისხლდენის, ორსულობის დროს უკუჩვენებულია, რადგან შეიძლება მუცლის ღრუს ორგანოებში სისხლის მოზღვავება გამოიწვიოს.

ალოეს პრეპარატები ანთებითი პროცესების სამკურნალოდ

ალოე ვერას წვენს ანტისეპტიკური და ანთების საწინააღმდეგო თვისებები აქვს. მას ჩირქოვანი ჭრილობის, დამწვრობის (მათ შორის მზის), ტროფიკული წყლულების, ფსორიაზის სამკურნალოდ იყენებენ. დამტკიცებულია, რომ ალოე ვერას წვენს ბაქტერიოსტატიკური მოქმედება აქვს სტაფილოკოკური, სტრეპტოკოკური, დიფთერიული და დიზენტერიული ჩხირების საწინააღმდეგოდ.

კომპრესის სახით იყენებენ წითელი მჭამელას, ეგზემას, კანის ტუბერკულოზის, დერმატიტის დროს. შიგნით მიღებისას იმუნიტეტს ზრდის და ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლაში ეხმარება, დაზიანებული ქსოვილების აღდგენის პროცესს აძლიერებს, თირკმლების და საშარდე გზების მუშაობას არეგულირებს. რეკომენდებულია, შაქრიანი დიაბეტის დროს. გაზავებულ ალოეს წვენს ანგინის და ტონზილიტის დროს ყელში ივლებენ, ხოლო პირის ღრუში – სტომატიტის დროს, სურდოს დროს ცხვირში იწვეთებენ.

მზა ალოეს პრეპარატები

მთელი რიგი მზა ალოეს პრეპარატები აფთიაქებში ურეცეპტოდ გაიცემა. ახალი ალოეს წვენი სპირტში გაზავბული (წვენის და სამედიცინო სპირტის ნარევი 8:2), ალოეს სიროფი რკინით (ალოეს წვენი, შაქარი და რკინის ქლორიდი), ალოეს თხევადი მალამო (ნაღების მსგავსი მასა, რომელშიც შდის დაკონსერვებული ალოე ვერას წვენი), ალოეს აბები (დაქუცმაცებული ხმელი ფოთლები), ალოეს ფოთლების წყლის ექსტრაქტი. თითოეული პრეპარატი მთელი რიგი უსიამოვნების სამკურნალოდ არის განკუთვნილი. თუმცა გამოყენების წინ ექიმთან კონსულტანცია აუცილებელია. თვითმკურნალობა სახიფათოა.

ალოე კოსმეტოლოგიაში

ალოეს წვენში შემავალი ლიგნინები კანის ღრმა ფენებში ფერმენტების და სითხის შეღწევას ხელს უწყობს, გაცვლის პროცესებს ააქტიურებს და კანის უჯრედების განახლებას ხელს უწყობს. მის თვისებებს იყენებენ აკნეს სამკურნალოდ და კანის მზისგან დასაცავად, დასატენიანებლად, გამოსაკვებად.

ალოე კოსმეტიკურ საშუალებებში გვხდება სამი სახით: გელი, ზეთი და კონცენტრატი. ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა პროდუქტი: ტონიკი, კრემი, სკრაბი, გელი, საპონი. ალოე ვერა „ახალგაზრდობის ნიღბის“ მთავარი ინგრედიენტია. დამჭიმავი ეფექტის (წვენის გაშრობის დროს) და აქტიური კომპონენტების წყალობით ნიღაბი კანს აჯანსაღებს, ტონუსს მატებს და მის მდგომარეობას აუმჯობესებს.

საშუალების გამოყენებისას გაითვალისწინეთ, რომ სასურველ შედეგს მხოლოდ მაშინ მიიღებთ, თუ ალოს კონცენტრაცია 20-80%–ია. ნამდვილად ეფექტურად ითვლება კოსმეტიკური საშუალებები, რომლებიც მინიმუმ 40% ალოეს შეიცავენ. როგორც წესი, ეს საკმაოდ ძვირადღირებული პროდუქციაა. საშუალება, რომელიც დაახლოებით 15% ალოეს შეიცავს, მხოლოდ ახალგაზრდა კანს გამოადგება.

როგორ გამოვიყენოთ ალოე სახლის პირობებში?

თუ მცენარის ფოთლებს აიღებთ და წვენს გამოწურავთ, სასურველ ეფექტს ვერ მიაღწევთ. სამკურნალოდ მინიმუმ 1,5 წლის მცენარე გამოგადგებათ (თვალის წვეთებისთვის 15 წლის ფოთლებს იყენებენ). მოსავალი წლის ნებისმიერ დროს შეგიძლიათ აიღოთ. მცენარეს ქვედა ფოთლები, მინიმუმ 15 სმ სიგრძის მოაჭერით, მასში ყველაზე მეტი ბიოაქტიური ნივთიერება შედის. ფოთლები გარეცხეთ, სველ ქაღალდში გაახვიეთ და მაცივარში (+2…+5°C ტემპერატურაზე) 10 დღე შეინახეთ. ამის შემდეგ გამოიყენეთ ისე, როგორც მითითებულია რეცეპტში: წვრილად დაჭერით, წვენი გაწურეთ, ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ.

ნიღბები ალოეთი

სახის ფერის გასაუმჯობესებლად

ალოს წვენი და უცხიმო ნაღები 1:1 პროპორციით აურიეთ. ნიღაბი სუფთა კანზე დილით და საღამოს 15-20 წუთით წაისვით.

გამომშრალი კანისთვის

1 ს/კ ალოეს წვენი, 2-3 დაქუცმაცებული მარწვის კენკრა (თითქმის ფაფა), 2 ჩ/კ კრაზანას ბალახის ნაყენი, ½ ჩ/კ ატმის ზეთი აურიეთ. ბამბის დისკით სახეზე წაისვით. 15-20 წუთში თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

სახეზე ანთების სამკურნალოდ

2 ს/კ ალოეს წვენი და 1 კვერცხის ცილა აურიეთ. საღამოს სახის დაბანიდან 15-20 წუთის შემდეგ წაისვით. ნარჩენები არ შეინახოთ. ყოველჯერზე ახალი ნიღაბი მოამზადეთ.

სუსტი თმისთვის

1 ჩ/კ ალოეს წვენი, 1 ჩ/კ ლიმონის წვენი და 1 კვერცხის გული აურიეთ. თმის ძირებში შეიზილეთ, პირსახოცით შეიფუთეთ და 30-40 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. თუ ბოლოს თმაზე გვირილას და ჭინჭრის ნაყენს გადაივლებთ, თმას ადვილად დაივარცხნით. ეს პროცედურა 5-ჯერ ჩაატარეთ.

თმის ბოლქვების გასაძლიერებლად

1 ჩ/კ ლიმონის წვენი, 1 ს/კ სტაფილოს წვენი, 1 ს/კ ალოეს წვენი, 1 ს/კ აბუსალათინის ზეთი და 1 ს/კ კონიაკი აურიეთ. ნარევი თმაზე წაისვით, ერთჯერადი პარკი წამოიცვით და პირსახოცით შეიფუთეთ. ნახევარ საათში შამპუნით ჩამოიბანეთ.

სახის კანის გასაახალგაზრდავებლად

თერმოსში 90°C–მდე გაგრილებული 1 ჭიქა წყალი ჩაასხით, 3 ჩ/კ ცაცხვის ყვავილები, 2 ჩ/კ კრაზანა, 2 ჩ/კ სააფთიაქო გვირილა, 1 ჩ/კ ასკილის ხმელი ფურცლები დაუმატეთ. 20 წუთით დააყენეთ. 2 ს/კ ალოეს წვენი დაუმატეთ. ამ ნარევით ნატურალური ქსოვილის ნაზი სალფეთქი (ნაჭრის ნიღბები) დაასველეთ და კანზე 20 წუთით გაიჩერეთ. ნარჩენები მინის ბოთლში გადაიტანეთ და მაცივრის კარზე მაქსიმუმ 2 დღე შეინახეთ.