Connect with us

თავის მოვლა

ალგინატის ნიღაბს ვიყენებ: კანი ხავერდოვანია და აღარ მიშრება!

ყველა ქალი ოცნებობს, რომ ლამაზი იყოს. თითოეულის არსენალში საყვარელ და გამოცდილ კრემებს, ლოსიონებს, ნიღბებს, გელებს და ტონიკებს იპოვით, მაგრამ რაღაც ახლის და უჩვეულოს გამოცდაც გვსურს.

ნაჭრის, თიხის, ჟელატინის ნიღბები გამოყენებულ მაქვს, მაგრამ აი, ალგინატის ნიღბები არასდროს მიცდია. რატომ არ ვცადო?

გთავაზობთ ვიტამინებით მდიდარი ალგინატის ნიღაბს Vitamin-C Modeling Mask.

ჩემთვის ყველაზე დადებითი მხარე ქილაა. მკვრივი, პლასტმასის ქილა, რომელშიც შემდეგ თესლებს შევინახავ! შეფუთვაზე მითითებულია გამოყენების მოკლე ინსტრუქცია და ეფექტის აღწერილობა, რომლის მიღწევაც ნიღბის გამოყენებით შეიძლება.

მოდით წავიკითხოთ:

დაპირება შთამბეჭდავია. ვნახოთ, რა გამოვა..

რა არის შიგნით?

ქილაში ნაზ მოთეთრო-ვარდისფერ ფხვნილის პაკეტს აღმოაჩენთ. ინსტრუქციის მიხედვით მოვამზადე:

  • თავად ფხვნილი
  • ნიღბის თასი (ამ მიზნით მხოლოდ მინის ჭურჭელს ვიყენებ)
  • 80 მლ წყალი ნიღბის გასახსნელად (საკვები, სუფთა წყალი)
  • კოსმეტიკური ფუნჯი
  • სარკე
  • საზომი ჭიქა

მწარმოებლის მინუსი: ქილას საზომი ჭურჭელი არ ახლავს, რაც მოუხერხებელია.

ალგინატის ნიღბის მომზადება

პაკეტი გახსენით და 100 მლ ფხვნილი აიღეთ. ფხვნილს სასიამოვნო, სკოლის ცარცის და ვარდის ზეთის სურნელი აქვს. სუნი არც მკვეთრი და არც ძლიერი არაა. რაც უდაოდ კარგია, იმის გათვალისწინებით, რომ ნიღაბი სახეზე 20-25 წუთით უნდა გაიჩეროთ, ანუ არომატმა არ უნდა შეგაწუხოთ. შესაგრძნებად ფხვნილი სახამებელს ჰგავს, ისეთივე რბილი და ჭრაჭუნაა.

საჭირო რაოდენობის წყალი დაუმატეთ, აურიეთ. აი, ასეთი ნიღაბი გამოგივათ.

როგორ წავისვათ

ოპერატიულად უნდა წაისვათ, რადგან „შემადგენლობა“ სწრაფად შრება. დამჯდარი ამის გაკეთება მოუხერხებელია. ნიღაბი სულ მეღვენთებოდა, ამიტომ ვერ მივიღე ისეთი ლამაზი და ბრტყელი ზედაპირი, როგორიც ინტერნეტშია. შესაძლოა, სჯობს დაწვეთ და ვიღაცამ წაგისვათ.

წერენ, რომ ნიღაბი მთელ სახეზე უნდა წაისვათ, მაგრამ თვალის და ტუჩის ირგვლივ კანი თავისუფალი დავტოვე. 25 წუთი ჩუმად და სიბნელეში ყოფნის პერსპექტივა მაშინებს.

ინსტრუქციით მომზადებული ნიღაბი ბევრი აღმოჩნდა! კისერზე წასმაც მომიწია. შემდგომში უფრო მცირე რაოდენობას გამოვიყენებ. 5 წუთის შემდეგ ნიღაბი ისე შემაშრა, რომ ჩამოღვენთვის აღარ მეშინოდა – აღარ სრიალებდა!

ნიღბის გაშრობის მიხედვით დაჭიმულობის შეგრძნება გაჩნდა, მაგრამ ისეთი არა, როგორც ჟელატინის ან ცილის გამოყენების დროს, უფრო რბილი. მაგალითად, ჟელატინი მიმიკას ისე ჭიმავს, რომ თავი მოძრავი თვალების მქონე მარმარილოს სტატუეტი მგონია, ხოლო ალგინატის ნიღაბი სილიკონის კორსეტს ჰგავს: თითქოსდა დაჭიმულია, მაგრამ მოძრაობა შენარჩუნებულია.

კიდევ ერთი საინტერესო მომენტი – ცივი სათბურის ეფექტი! შეგრძნებით კანი ისე ორთქლდება, როგორც აბანოში, მაგრამ არ ხურდება, პირიქით, სასიამოვნო სიგრილე იგრძნობა. გეტყვით, რომ ეს დამამშვიდებელი სიცივე ნიღბის მოხსნის შემდეგ გარკვეული ხნით იგრძნობოდა.

25 წუთის შემდეგ ნიღაბი მოვიხსენი.

ნიღბის მოშორება

გამაგრებული ნიღბის ერთი მოძრაობით მოშორება, როგორც ინსტრუქციაში ეწერა, ვერ შევძელი. კუთხეებში, სადაც ფენა უფრო თხელი იყოს, ნიღაბი გაშრა (მაგრამ წყლით ადვილად მოშორდა). ყველა დანარჩენი მკვრივ ფენას ან პლასტილინს ჰგავს, ძალიან ნაზად მომშორდა. წარბების გამო ვნერვიულობდი: როგორც არც ვეცადე, ნიღაბი წარბზე მაინც მოხვდა, მაგრამ ნიღბის მოშორების დროს ერთი ღერიც არ დამკარგვია!

აი, ასეთი კეთილი მოჩვენება გამოვიდა!

აი, ასე გამოიყურება ნიღაბი შიგნიდან: ფორებიანი და სველი, როგორც საღეჭი ზეფირი ან მარშმელოუ. შესაგრძნებად ძალიან სასიამოვნოა!

ნიღბის შედეგი

ახლა ყველაზე მთავარი: შედეგი! შეგახსენებთ, რომ მწარმოებელი გვპირდებოდა:

  • სიკაშკაშის და ჯანსაღი ტონუსის აღდგენას;
  • მათეთრებელი ეფექტის ქონა;

ჩემი კანი მგრძნობიარე, ანთებისკენ, აქერცვლისა და ალერგიისკენ მიდრეკილია. ნიღბის პირველი გამოყენების შემდეგ ზუსტად შემიძლია ვთქვა: წითელი ლაქები შემცირდა! სისუფთავის, დაჭიმულობის და დატენიანების შეგრძნება ძალიან მომეწონა. ჩვეულებრივ, მსგავსი პროცედურის შემდეგ დამატენიანებელ კრემს ვისვამ, მაგრამ ალგინატის ნიღბის შემდეგ კრემის წასმა არ დამჭირდა: კანი გრილი, ხავერდოვანი გახდა, რაც მთავარია დაბანის შემდეგაც არ გამომიშრა. (დაბანით ნიღბის დარჩენილი ნაწილები მოვიშორე).

აი, როგორ გამოიყურება ჩემი სახე ნიღბის გამოყენებამდე და შემდეგ.

ერთი გამოყენებით „ვაუ-ეფექტის“ ლოდინი არ ღირს მაგრამ შედეგი ნამდვილად გაგახარებთ!

ასე რომ:

  • ნიღაბს გამოყენების შედეგს ვუწერ – 5
  • დამატებითი პლიუსი ქილისთვის
  • და მინუსი საზომი ჭურჭლის არ ქონის გამო.

საბოლოოდ, მყარი ხუთიანი!