ყვავილები
აკრძალული ოთხეული. რით არ უნდა გამოკვებოთ ორქიდეა
პრეტენზიული ორქიდეა სათანადო მოვლას საჭიროებს. მხოლოდ ამ შემთხვევაში დიდებულად აყვავებას შეძლებს და მფლობელს საოცარი სილამაზით გაახარებს. უდავოდ, უხვი ყვავილობისთვის სპეციალური სასუქებით უნდა გამოკვებოთ. ზოგიერთი სასუქი თავნება ყვავილს სარგებლის ნაცვლად აზიანებს. რით არ შეიძლება ორქიდეას გამოკვება, რომ არ დაზიანდეს?
დაინახეთ დაცვენილი კოკრები, ხოლო თავად მცენარე დასუსტებულია? ერთ–ერთი მიზეზი არასწორად შერჩეული სასუქი შეიძლება იყოს. Аlltime.ge–ს რედაქცია ამ საკითხზე დეტალურად გიამბობთ.
რით არ უნდა გამოკვებოთ ორქიდეა: აკრძალული ოთხეული
წყალბადის ზეჟანგი
ნაკლებად გამოცდილი მებაღეები თვლიან, რომ წყალბადის ზეჟანგის და წყლის ნარევი ორქიდეას ზრდაში ეხმარება. ეს გავრცელებული მცდარი მოსაზრებაა. სპეციალისტების თქმით, ასეთი ნარევი მცენარეს სარგებელს ვერ მოუტანს. მსგავსი ხსნარის გამოყენებით მხოლოდ ნეგატიურ შედეგებს დაინახავთ.
ბალახების ნაყენი
ბალახების ნაყენის მომზადებისას სასარგებლო მიკროელემენტების ზუსტი პროპორციების გამოთვლა გაგიჭირდებათ. ორქიდეა საკმაოდ პრეტენზიული ყვავილია, ამიტომ უცნობია, რა რეაქცია ექნება მსგავს სასუქზე.
სხვა ყვავილების სასუქის გამოყენება
ასეთი საშუალება ორქიდეისთვის საუკეთესო ვარიანტი არაა. მიზეზი ნივთიერებების კონცენტრაციაშია, რომელიც ხშირად გაცილებით მაღალია, ვიდრე ამას მცენარე მოითხოვს. მაშინაც კი, თუ სასუქი უნივერსალურია, ორქიდეის სასუქად მის გამოყენებას არ გირჩევთ.
ნაცარი
ზოგი ირწმუნება, რომ ორქიდეაზე ნაცრის მოყრა კარგი იდეაა. იმედი უნდა გაგიცრუოთ. ამის გაკეთება კატეგორიულად არ შეიძლება. საქმე იმაშია, ორქიდეის სუბსტრატში ტრადიციული მიწა არ შედის, არამედ ქერქი, კერამზიტი და ხის ნახშირი. სწორედ ამიტომ, ამ მცენარისთვის ნაცრის გამოყენება აკრძალულია. ასე შეიძლება დაიღუპოს.
ორქიდეისთვის შესაფერისი სასუქი
რა გამოვიყენოთ ორქიდეის გამოსაკვებად? ამ საკითხში სპეციალისტებს ენდეთ. აირჩიეთ სპეციალური თხევადი სასუქი ორქიდეებისთვის. მასში შემავალი აზოტი, ფოსფორი და კალიუმი ყვავილის ჯანსაღად განვითარებას ხელს შეუწყობს.
თავნება ორქიდეის მოვლაში ექსპერიმენტებს მოერიდეთ, რომ ყვავილის ჯანმრთელობა რისკის ქვეშ არ დააყენოთ. თუ დაცვენილი კოკრების დანახვა არ გსურთ, ამ მცენარისთვის განკუთვნილი სპეციალური სასუქი გამოიყენეთ.