ჯანმრთელობა
აკნეს მოშორების 6 შინაურული, მაგრამ ნამდვილად მოქმედი მეთოდი
8ფერიმჭამელები გავრცელებული პრობლემაა, რომელიც ადამიანებს ნებისმიერ ასაკში აწუხებთ.
რა თქმა უნდა, ერთ დღეში აკნეს მოშორებას ვერ შეძლებთ, მაგრამ ანთების შემცირება და შეხორცების დაჩქარება სავსებით შესაძლებელია.
გამონაყარი ყველაზე უფრო დამახასიათებელია სახეზე და მასთან გამკლავება პრაქტიკულად ყველას შეუძლია. აი, სხეულზე აკნეს მოშორებას კანის სხვადასხვა ტიპის გამო განსხვავებული მიდგომა სჭირდება.
აი, 6 მეთოდი გამონაყარის მოსაშორებლად:
1. ბენზოილის პეროქსიდი გამოიყენეთ.
ამერიკის დერმატოლოგიური აკადემია გირჩევთ, რომ სხეულის დასაბანად ბენზოილის პეროქსიდის შემცველი საშუალება გამოიყენოთ. საშუალება მკერდსა და ზურგზე 2-5 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ ჩამოიბანეთ.
თუ მგრძნობიარე კანი გაქვთ, 5,3%-იანი ბენზოილის პეროქსიდის ხსნარი გამოიყენეთ, თუ ცხიმიანი 10%-იანი.
2. დაზიანებულ კანზე 0,1%-იანი ადაპალენის კრემი წაისვით.
ადაპალენზე დაფუძნებული გელი ნებისმიერ აფთიაქში იყიდება. თუ ზურგამდე ვერ აღწევთ, გელის წასასმელი სპეციალური საშუალება შეიძინეთ.
3. ვარჯიშის შემდეგ იმწამსვე გამოიცვალეთ.
ამ მეთოდით სხეულზე ოფლის და კანის ცხიმის დაგროვებას თავიდან აიცილებთ. თუ ვარჯიშის შემდეგ შხაპის მიღების საშუალება არ გაქვთ, კანი სველი სალფეთქით ან პირსახოცით გაიწმინდეთ.
4. ფერიმჭამელების გამოდევნა და მოფხანა არ ღირს.
ასე შეიძლება ანთება გააძლიეროთ და უფრო მეტად მწვავე სიმპტომები გამოიწვიოთ.
5. უზეთო მზისგან დამცავი საშუალებები გამოიყენეთ.
ასეთ საშუალებებზე ზოგჯერ არის წარწერა „არ იწვევს გამონაყარს“. ის კანის ქვეშ ცხიმის დაგროვებას აფერხებს.
6. ყოველთვის გამოიყენეთ უზეთო ლოსიონი არომატიზატორების გარეშე.
დაზიანებული სხეულის ნაწილზე ზეთიანი და არომატიზატორების შემცველი საშუალება არ გამოიყენოთ, რომ აკნეს გაჩენას ხელი არ შეუწყოთ.
აკნეს გამონაყარი სხეულზე იმწამსვე არ გადადის, მაგრამ თუ 6-8 კვირაში შედეგს ვერ ხედავთ, დერმატოლოგს მიმართეთ.