Connect with us

ჯანმრთელობა

აკადემიკოს ამოსოვის პასტის რეცეპტი ჯანმრთელობის გასაძლიერებლად

ჩვენ, ყველა ვხვდებით, რომ იმუნიტეტი მომგებიანი საქმეა. აკადემიკოს ამოსოვი ამ ნარევის მომზადების ურჩევდა ყველას ოპერაციის გადატანის შემდეგ, რომ ძალები სწრაფად აღედგინათ და ორგანიზმი გაეძლიერებინათ. თუ ადამიანი ჯანმრთელია? ასეთი „ვიტამინების ბომბის“ სარგებელი საერთოდ ფასდაუდებელია!

ამოსოვის პასტა

ინგრედიენტები:

  • 500 გრ ქიშმიში
  • 500 გრ გარგარის ჩირი
  • 500 გრ ლეღვის ჩირი
  • 500 გრ შავქლიავი
  • 500 გრ თაფლი
  • 2 ჭიქა ნიგოზი
  • 1 ლიმონი ქერქიანად

მომზადება:

1. ყველა ინგრედიენტი სამზარეულოს კომბაინში ან ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ და 500 გრ თაფლი დაუმატეთ.

2. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ და ქილებში გადაანაწილეთ.

3. მიიღეთ 1 ს/კ პასტა დღეში 3–ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.

ეს ნარევი ნებისმიერ სუფრაზე ვიტამინების და მიკროელემენტების უნიკალური მარაგია. ის იდეალურად გამოადგება როგორც სკოლის მოსწავლეს, ასევე გონებრივი და ფიზიკური შრომით დაკავებულ ადამიანებს, სპორტსმენებს და ხანდაზმულ ხალხს.

ჯანმრთელობის გასაძლიერებელი მარტივი რეცეპტი მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.