ვიდეო
აი, როგორ უნდა გაწელოთ ფეხსაცმელი, რომელიც გიჭერთ და კანს გიხეხავთ
ჩვენ, ქალებს, ფეხსაცმელები ძალიან გვიყვარს. განსაკუთრებით კი, ფასდაკლებების პერიოდში შეძენაზე ვგიჟდებით. ზოგჯერ შეიძლება ისეთი ფეხსაცმლის წყვილი მოგვეწონოს, რომელიც კომფორტული არაა, მაგრამ მაინც ვყიდულობთ.
საშუალოდ ერთ ქალს 26 წყვილი ფეხსაცმელი აქვს! მაგრამ, გულზე ხელი დაიდეთ და თქვით, რეალურად რამდენს იყენებთ?
ბევრი ფეხსაცმელი უბრალოდ კარადაში ადგილს იკავებს და მტვერს იდებს, რადგან არც ისე კომფორტული აღმოჩნდა, როგორც გვინდოდა. რა უნდა გააკეთოთ? ნუთუ უნდა გადააგდოთ?
არა! გთავაზობთ მარტივ მეთოდს, თუ როგორ გაწელოთ ფეხსაცმელი ისე, რომ მისი ტარება კომფორტული გახდეს.
თქვენ დაგჭირდებათ:
- 2 პაკეტი გასაყინად
- წყალი
- საყინულე
აი, რა უნდა გააკეთოთ:
- პაკეტები წყლით ნახევრად აავსეთ და ფეხსაცმელში მოათავსეთ (პაკეტის დაკეტვა არ დაგავიწყდეთ). ფეხსაცმელში რაც შეიძლება ღრმად ჩადეთ.
- ახლა პაკეტებით სავსე ფეხსაცმელი საყინულეში შედგით და წყლის გაყინვამდე დატოვეთ.
- საყინულიდან გამოიღეთ და ყინულს 20 წუთით გადნობის დრო მიეცით. ფეხსაცმელები გაიწელება და ახლა აღარ მოგიჭერთ!
ესეც ვიდეო დემონსტრაცია:
ფეხსაცმლის გასაწელად სხვა მეთოდების შესახებ იცით?