Connect with us

სხვა

აი როგორ ვიყენებ უბრალო ხახვს – მას ასე იშვიათად იყენებენ და სულ ტყუილად!!!

ხახვი – ყველაზე პოპულარული ბოსტნეული ნამდვილად არ არის! კულინარიაში – კი, მაგრამ ცხოვრების სხვა სფეროებში მას ნამდვილად არ სწყალობენ და სულ ტყუილად! ხახვის გამოყენება მკურნალობისას, საყოფაცხოვრებო საქმეებში და კოსმეტოლოგიაშიც შეიძლება.

1. გადაარჩენს დამწვარ ბრინჯს

არსებობს პატარა ესმაკობა, რომელიც დამწვარი ბრინჯის გადარჩენაში დაგეხმარებათ: მოათავსეთ ფაფის კონტეინერში ნახევარი ხახვი და რამდენიმე საათით დატოვეთ. ხახვი დამწვრის სუნს მთლიანად შეიწოვს.

2. გააპრიალებს მაგიდის ვერცხლეულს

წვრილად დაჭერით ხახვი და წყლიან ჯამში ჩაყარეთ. ასეთი ხსნარით იოლად გააპრიალებთ კოვზებსა და ჩანგლებს.

3. მოგიხსნით თავბრუს ხვევას

აიღეთ ხახვის ნაჭერი და ცხვირის ქვეშ დაიდეთ. დაწექით და გაჩერდით 5-10 წუთი. თავს გაცილებით უკეთ იგრძნობთ.

4. დაგეხმარებათ უძილობისას

ხახვს ვარდივით არომატი არ აქვს, მაგრამ უძილობისას ყველა საშუალება კარგია! გაჭერით ხახვი შუაზე და ცოტახნით მისი სუნი ისუნთქეთ – მეცნიერულად არის დამტკიცებული, რომ ხახვი დამშვიდებასა და მშვიდად ძილში დაგეხმარებათ.

5. აუმჯობესებს ინტიმურ სიახლოვეს

ჭამეთ ხახვი თუ ლიბიდოს მომატება გსურთ! ეს ქალებსაც ეხებათ და მამაკაცებსაც! სხვადასხვა რელიგიებში, ბერები ამ პროდუქტისგან თავის შეკავებას ცდილობენ, რადგან ის ტესტოსტერონის დონეს ამაღლებს.

6. მოგაშორებთ ხიჭვს

მტკივნეული ხიჭვის მოსაშორებლად – ისე, რომ კანი არ დაიზიანოთ, მასზე ხახვის ნაჭერი დაიდეთ და ბინტით შეიხვიეთ. გარკვეული დროის შემდეგ, ეკალი თავისით გამოვა.

7. ჭუჭყს აშორებს განსაკუთრებულად ჭუჭყიან ჭურჭელს

დამწვარი საკვების კავლს ან ნამწვავებს ხახვის მეშვეობით იოლათ მოაშორებთ. წაუსვით ჭურჭელს ხახვის წვენი და ცოტა ხნით დატოვეთ. შემდეგ კი გარეცხეთ.

8. ამცირებს ქოლესტერინის დონეს

ეს ექსპერიმენტი კორეელმა მეცნიეებმა – ზაზუნებზე ჩაატარეს. ცხოველებს სისხლში, ქოლესტერინის მაღალი შემცველობა ქონდათ. ზაზუნები 8 კვირის განმავლობაში ხახვიან საკვებით კურნავდნენ. შედეგად: ქელესტერინის დონე 20%-ით დაეცა.

9. მოგიწესრიგებთ საჭმლის მონელებას

ხახვი შეიცავს განსაკუთრებულ ნივთიერებას, ოლიგოფრუქტოზას, რომელიც დიარეის დროს გვშველის. ის ასევე ამცირებს ჭყლულისა და გასტრიტის განვითარებას.

10. დაგეხმარებათ კრიტიკული დღეების დროს

დაასხით ერთი ლიტრი მდუღარე წყალი ხახვის ფოჩებს, დადგით ღუმელზე, მიიყვანეთ ადუღებამდე და გამორთეთ. დააფარეთ თავსახური და 20 წუთის განმავლობაში დააყენეთ. ეს ცაი თაფლთან ერტად მიიღეთ რათა ტკივილი და უსიამოვნო შეგრძნებები ნაკლებად გქონდეთ, გარკვეული დროის შემდეგ კი ის საერთოდ გაქრება.

11. ებრძვის კიბოს

2004 წელს ამერიკულმა ჟრნალმა კვების შესახებ, გამოაქვეყნა სტატია სადაც წერდნენ, რომ კვერცეტინს, რომელსაც ხახვი შეიცავს – სიმსივნის საჭინააღმდეგო თვისებები აქვს. ის გვაფრთხილებს და ამავდროულად აფერხებს კიბოს ახალი უჯრედების განვითარებას.

12. მოაგშორებთ მწერებს

თუ მისი სუნის ატანა პრობლემას არ გიქმნით, უბრალოდ წასვით ხახვის წვენი კანზე და ის ყველა მწერს დააფრთხობს!

13. შეგიმსუბუქებთ ყელის ტკივილს

ხახვის ფოჩის ჩაი თაფლთან ერთად მოგიხსნით ყელის ტკივილსა და სიწითლეს!

14. აქრობს საღებავის სუნს

დაჭერით ხახვი რგოლებად, დადევით თეფშზე და დატოვეთ საღებავის ან ლაქის სუნის მქონე ოთახში. გარკვეული დროის შემდეგ სუნი გაქრება.

15. დანას აშორებს ჟანგს

ნახევარი ხახვით დანის ჟანგისგან გაწმენდას შეძლებთ.

16. ამაგრებს თმას და მატებს მბზინვარებას

ნებისმიერი ხახვზე დაფუძნებული ნიღაბი თმას მბზინვარებას მატებს, აჩქარებს მის ზრდას და ამაგრებს ძირებს. ეს რეცეპტი მარტივია მაგრამ, ძალიან ეფექტური!

დაგჭირდებათ:

  • 2 სუფრის კოვზი აბუსალათინის ზეთი
  • 1 საშუალო ზომის ხახვის ბოლქვის წვენი
  • 10 წვეთი როზმარინის ზეთი
  • 10 წვეთი დარიჩინის ზეთი

აურიეთ ყველა ინგრედიენტი და უნემსო შპრიცის მეშვეობით თმის ზოლებზე დაიდეთ. თავი საკვების შესაფუთი ცელოფნით და პირსახოცით შეიხვიეთ. 1-2 საათით გაიჩერეთ. ნიღაბი კვირაში ორჯერ გაიკეთეთ. მას შემდეგ რაც ხახვის ნაზავს მოიშორებთ, თმებზე წყლისა და ვაშლის ძმრის/ლიმონის წვენის ნაზავი გადაივლეთ.

17. ღებავს სააღდგომო კვერცხებს

ეს საშუალება ჩვენში უკვე დიდი ხანია ცნობილია. ხახვის ფოჩებს ხარშავენ, შემდეგ კი ამ ხსნარში კვერცხს ხარშავენ. ის ლამაზ წითელ-ყავისფერ ფერს იძენს.

18. აშორებს მეჭეჭებს

აურიეთ დაფხვნილი ასპირინის აბი ცოტაოდენ წყალთან და წვრილად დაჭრილ ხახვთან. ბამბის ბურთულა ამ ხსნარში დაასველეთ და მეწეჭზე დადიეთ. სასურველია მთელი ღამის განმავლობაში გაიჩეროთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.