ტესტები
აი, რისი თქმა შეუძლია ცერა თითს პიროვნების შესახებ
როდესაც ადამიანს პირველად ვხვდებით, მის სახეს, ტანსაცმელს, ფეხსაცმელს ვაკვირდებით, ვცდილობთ თვალებში ჩავხედოთ და მისი ზრახვები გავიგოთ. აი, ქირომანტიის მცოდნეები გირჩევენ, ყურადღება თანამოსაუბრის ხელს მიაქციოთ!
ხელის ცერა თითს ადამიანის შესახებ ბევრი რამის თქმა შეუძლია: მისი ნებისყოფის, ხასიათის ძირითადი თვისებების და პიროვნული თვისებების შესახებ. თქვენს ცერა თითს შეხედეთ. რომელი ვარიანტი უფრო შეგეფერებათ?
პიროვნების ტესტი
ვარიანტი A
თითის მეორე ფალანგი პირველზე გრძელია. ასეთი თანაფარდობა მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანი საიმედო, სანდოა. მსგავსი თითის მფლობელი ძალიან დაკვირვებულია და საკითხს ობიექტურად უყურებს. წინდახედული და დაფიქრებულია. ყველაფერს ფორიაქის გარეშე აკეთებს და ჰაერის კოშკებს არ აგებს. ხანგრძლივ ზეწოლას ვერ იტანს და სულიერ კომფორტს უპირატესობას ანიჭებს.
ვარიანტი B
პირველი და მეორე ფალანგი თითქმის ერთნაირია. ასეთი ადამიანი კარგად მოფიქრებული გეგმით მოქმედებას უპირატესობას ანიჭებს. მხოლოდ ასე გრძნობს თავს კომფორტულად და მშვიდად.
ემოციებს და გრძნობებს საგულდაგულოდ მალავს. საკუთარ თავს ერთი დღით ცხოვრების უფლებას არ აძლევს. ასევე ღრმა მოქნილ გონებას და ცნობისმოყვარეობას ფლობს. მრავალმხრივი ბუნება აქვს და კარგი მოსაუბრეა!
ვარიანტი C
პირველი ფალანგი მეორეზე გრძელია. ასეთი ხალხი გამოუსწორებელი რომანტიკოსი და დახვეწილი, მოყვარული ბუნების მფლობელია. ასეთ ადამიანთან არასდროს მოიწყენთ, რადგან მეორე ნახევრისთვის ყველაფრისთვის მზადაა!
სწრაფი ტესტის დახმარებით თანამოსაუბრის ხასიათზე ბევრ რამეს გაიგებთ! უბრალოდ მის ხელებს დააკვირდით.