Connect with us

სხვა

აი რა მოუვა ბავშვს, თუ დედა ორსულობისას ალკოჰოლს მოიხმარს

ორსულობა – ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა ქალის ცხოვრებაში. ამ დროს არა მარტო მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა, არამედ მისი სხეულიც იცვლება. ყველამ კარგად იცის მოწევისა და ალკოჰოლის მიერ მიყენებული ზიანის შესახებ, თუმცა სამწუხაროდ ყველა დედა საჭიროდ არ თვლის ორსულობისას ალკოჰოლის მოხმარებისგან თავის შეკავებას.

ალკოჰოლის მიერ ბავშვისთვის მიყენებული ზიანი მითი არ არის! მას ნაყოფის ყველა უჯრედის დაზიანება შუძლია, მათ შორის ტვინისაც.

სპირტი იმ ნივთიერებებს მიეკუთვნება რომლებსაც 100%-იანი უნარი გააჩნიათ პლაცენტაში შეაღწიონ და ნაყოფის სისხლძარღვებში მოხვდნენ.

გამოდის, რომ ბავშვი სრულიად დაუცველია, რადგან მის ღვიძლს საჭირო ფერმენტების გამომუშავება არ შეუძლია – სპირტის ასათვისებლად, მოზრდილი ადამიანისგან განსხვავებით!

მსმელი ორსულების ბავშვები, აშკარა ანომალიებით იბადებიან: წონისა და სიმაღლის დეფიციტით, ტვინის სხვადასხვა ანომალიებით (სმენის, მხედველობის, ინტელექტის დაზიანებით, განვითარების ჩამორჩენით და ა.შ.) ასევე აქვთ გარეგანი მახასიათებლებიც (პატარა თვალები მოკლე თვალის ჭრილით, პატარა თავი და მოკლე ნიკაპი და ა.შ.)

ყველაზე საშიში ალკოჰოლის ორსულობის პირველი სამი თვის განმავლობაში მიღებაა, რადგან სწორედ მაშინ იწყება ბავშვის ორგანიზმის ფორმირება.

თუ ადრე ერთი ჭიქა ღვინო უსაფრთხო ნორმად ითვლებოდა, დღეს პედიატრიისა და ბებიაქალების ამერიკული აკადემია დარწმუნებულია, რომ ნაყოფისთვის სასმლის უსაფრთხო დოზა არ არსებობს!!! თუ ქალს აბსოლუტურად ჯანმრთელი ბავშვის გაჩენა სურს, მისთვის აუცილებელია სრულად თქვას უარი ალკოჰოლისგან ორსულობიუსა და ლაქტაციის სრული პერიოდის განმავლობაში!