Connect with us

ჯანმრთელობა

აი, რატომ უნდა მიირთვათ ბროწეული კურკებით. ამის შესახებ ყველა ქალმა უნდა იცოდეს

ბროწეული ხილის დედოფლად ტყუილად არ ითვლება. ეს „თავზე“ მის „გვირგვინს“ არ უკავშირდება. ბროწეული თავისი უნიკალური შემადგენლობის და სასარგებლო თვისებების უზარმაზარი რაოდენობის წყალობით სამედიცინო მიზნით ფართოდ გამოიყენება.

ბროწეულის სასარგებლო თვისებები

ეს ხილი შეიცავს ვიტამინებისა და მინერალების მთელ კომპლექსს, რომელსაც ადამიანის ორგანიზმზე წარმოუდგენელი გავლენა აქვს.

ბროწეულის წვენი შეიცავს მთელ 15 სახის ამინომჟავას, მათგან 6 მხოლოდ ხორცში გვხდება. თუ ხორციან პროდუქტებზე უარის თქმა გადაწყვიტეთ, ჯანმრთელობისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი ნივთიერებები შეგიძლიათ ბროწეულიდან მიიღოთ.

Alltime.ge–ს რედაქცია ხილის დედოფლის განსაკუთრებულ თვისებებზე გიაბობთ.

ჰორმონალურ ფონს აწესრიგებს

აღმოჩნდა, რომ ბროწეულის მარცვლების კურკა შეიცავს ზეთს, რომელიც ორგანიზმში ჰორმონალურ ბალანსს აღადგენს. ამ ხილს ქალებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ, რადგან მენსტრუაციულ და თავის ტკივილს აქრობს და კლიმაქსის დროს ეხმარება.

ბუნებრივი ინსულინის როლს ასრულებს

ბროწეული შაქრიანი დიაბეტის დროს ძალიან სასარგებლოა. დღეში 4-ჯერ 0,5 ჩ/კ ბროწეულის წვენის მიღება სისხლში შაქრის დონეს ამცირებს.

ჰემოგლობინს ზრდის

ანემიის დროს რეკომენდებულია 2 თვის განმავლობაში, დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე 0,5 ჭიქა გაზავებული ბროწეულის წვენის დალევა.

პირის ღრუს დეზინფექციას ახდენს

ბროწეულის ქერქის ნახარში სტომატიტის, ფარინგიტის და ანგინის დროს ტკივილს აქრობს და ყელისა და პირის ღრუს დეზინფექციას ახდენს.

წნევას ამცირებს

ბროწეული ჰიპერტონიკებისთვის აუცილებელია, რადგან არტერიულ წნევას ნეგატიური შედეგების გარეშე ამცირებს. ასევე, ამ ხილს დამამშვიდებელი თვისებები აქვს. ნერვული სისტემის დასამშვიდებლად, უძილობის და შფოთვის მოსაშორებლად ჩაის ხმელი ბროწეულის აპკი დაუმატეთ.

მეხსიერებას აუმჯობესებს

8 გრ ბროწეულის წვენი 4 კვირის განმავლობაში დალიეთ და ვერბალური და მხედველობითი მეხსიერების მაჩვენებლები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.

ანთებას აქრობს

ექიმები გირჩევენ, რომ თირკმლების, ღვიძლის, სახსრების, თვალის, ყურის და სასქესო ორგანოების ანთების დროს ბროწეულის ქერქის ნახარში მიირთვათ. მის მოსამზადებლად 2 ჩ/კ ხმელ ქერქს 1 ჭიქა ცხელი წყალი დაასხით და 30 წუთით წყლის ორთქლზე აადუღეთ.

ამის შემდეგ ნახარში გადაწურეთ და ცხელი წყალი დაუმატეთ. 50 გრ საშუალება ჭამამდე 30 წუთით ადრე დღეში 2-3-ჯერ დალიეთ.

შიმშილის გრძნობას ამცირებს

დღეში მხოლოდ 1 ჭიქა ბროწეულის წვენი დანაყრების გრძნობის გახანგრძლივებით წონის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. მეცნიერები ირწმუნებიან, რომ ასეთი ეფექტი განპირობებულია წვენში შემავალი პოლიფენოლებით, რომლებიც მადის დაქვეითების უნარით ცნობილია.

გულ–სისხლძარღვთა სისტემის დაავადებისგან გვიცავს

ბროწეულის რეგულარულად მიღება გულ–სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებით გარდაცვალების რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს. დღეში 3-ჯერ 0,5 ჭიქა ბროწეულის წვენი გულის შეტევისა და ინსულტისგან დაგიცავთ.

გახსოვდეთ, რომ ჩვენ ვართ ის, რასაც ვჭამთ. სწორედ ამიტომ, სწორი და სასარგებლო პროდუქტები მიირთვით. არ დაგავიწყდეთ, რომ ყველაზე ძლიერ და ჯანმრთელ ორგანიზმსაც ვიტამინების და მინერალების მიღება დასჭირდება.

ვიმედოვნებთ, დაგარწმუნეთ, რომ ბროწეულს თითოეული ადამიანის რაციონში საპატიო ადგილი უნდა ეკავოს.