თავის მოვლა
აი, რატომ უნდა გაიკეთოთ თმის ნიღბები ჩვეულებრივი ასპირინისგან. შედეგი – მშვენიერი ფაფარი
ლამაზი თმების მისაღებად ქალები ხშირად ბევრ კოსმეტიკურ საშუალებას, ზოგჯერ მედიკამენტებსაც იყენებენ. დღეს გიამბობთ, როგორ აღადგინოთ თმები ასპირინის ნიღბების გამოყენებით. განსაკუთრებით ეს საშუალება სასარგებლოა გოგოებისთვის, რომელთაც მოკლე თმა აქვთ.
აუზის ან მზეზე ხანგრძლივად ყოფნის შემდეგ თმა გაჯერებულ ფერს კარგავს. მათთვის ბრწყინვალების და ძველი სილამაზის დაბრუნებას ჩვენი ეფექტური ნიღბის გამოყენებით შეძლებთ!
ასპირინი თმისთვის
თქვენ დაგჭირდებათ:
- 5 ტაბლეტი ასპირინი
- 120 მლ თბილი მდუღარე წყალი
- 1 ს/კ თაფლი
- 1 ს/კ ზეითუნის ზეთი
მომზადება:
ყველა ინგრედიენტი ისე აურიეთ, რომ თაფლი ბოლომდე გაიხსნას. ნიღაბი თავის კანზე შეიზილეთ და 15 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ასეთი ნიღაბი თმის მოცულობას გაზრდის და მათ გაჯერებულ ფერს მიანიჭებს.
ასევე ასპირინს ქერტლთან ბრძოლის დროს იყენებენ. ამისთვის 2 ტაბლეტი ასპირინი აიღეთ და კარგად დააქუცმაცეთ. შემდეგ მედიკამენტი იმდენი რაოდენობის შამპუნს დაუმატეთ, რამდენსაც ყოველდღიური დაბანის შემთხვევაში იყენებთ. ნარევი თავის კანში შეიზილეთ და 10 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ კარგად ჩამოიბანეთ. შედეგი დიდხანს არ დააყოვნებს: ქერტლი მნიშვნელოვნად შემცირდება!
თუ ეს იდეა ღირსეულად დააფასეთ, თმის აღმდგენი ნიღბების შესახებ სტატია თქვენს მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ!