ჯანმრთელობა
აი, რატომ ვღეჭავ სელის თესლს – უამრავი დაავადების პანაცეა
სელის ზეთი ბევრ სასარგებლო თვისებას შეიცავს, მათ შორის საინტერესოა:
- ნაწლავების მიკროფლორას აღადგენს
- მჟავიანობას ამცირებს
- ორგანიზმს ტოქსინებისგან წმენდს
- კანის და თმის მდგომარეობას აუმჯობესებს (ფიტოესტროგენების წყალობით)
ორგანიზმის დეტოქსიკაციის და ნაწლავების მოწესრიგების უამრავი მეთოდი არსებობს. მათ შესახებ არ დავწერ, რადგან საკუთარ თავზე არ გამომიცდია. აი, სელის თესლს დიდი ხანია ვიყენებ და შედეგები ქვემოთ იხილეთ.
საღამოს 2/3 ს/კ სელის თესლი აიღეთ. 2/3 ს/კ მთელ სუფრის კოვზზე ნაკლები და ჩაის კოვზზე მეტია. ჭიქაში ჩაყარეთ და ცივი წყალი დაასხით ისე, რომ სელის ზეთი 2-3 თითის დადებაზე დაფარული იყოს. დილით გაღვიძებისთანავე წყალი დალიეთ, ხოლო თესლი შეჭამეთ, რომელიც ღამით უკვე ლორწოთი დაიფარება. ეს საშინლად ჟღერს, მაგრამ სინამდვილეში საშიში არაფერია!
თუ გადაყლაპვა არ შეგიძლიათ, კარგად დაღეჭეთ და გადმოაფურთხეთ. მთავარია, რომ ეს ლორწო გადაყლაპოთ.
სელის თესლის მიღებიდან 10 წუთის შემდეგ დღის პირველი ჭიქა წყალი დალიეთ. თუ ნივთიერებათა ცვლის სრული პროგრამით სტიმულირება გსურთ, 1 ჭიქა წყლის დალევიდან 10 წუთის შემდეგ მწვანე ვაშლი შეჭამეთ. ხოლო კიდევ 10 წუთის შემდეგ (ან ცოტა მოგვიანებით) შეგიძლიათ დამშვიდებული გულით ფაფა მიირთვათ.
რაც შეეხება ცივი წყლის დასხმას. ინტერნეტში უამრავ მეთოდს იპოვით, თუ როგორ შეჭამოთ სელის თესლი. ზოგი მდუღარე წყალს ასხამს, ზოგი ისე უბრალოდ ჭამს. ეს კითხვა ჩემს ენდოკრინოლოგ-დიეტოლოგს დავუსვი და მან მითხრა, რომ ამ მიზნით (ორგანიზმის გაჯანსაღება) ყველაზე სწორი მეთოდია ღამით სელის თესლზე ცივი წყლის დასხმა და დილით უზმოზე მიღება. მშრალი სახით მისი ჭამა საჭირო არაა – ასე საჭმლის მომნელებელი სისტემა შეიძლება დააზიანოთ. მდუღარე წყლის დასხმა ან ნახარშის მომზადება სულ სხვა მიზნით ხდება.
ყურადღება მიაქციეთ, რომ სელის თესლი ცივ წყალში მიღებამდე მინიმუმ 6 საათით უნდა გააჩეროთ. ეს მნიშვნელოვანია!
რამდენად დიდხანს უნდა მიიღოთ?
სელის თესლი სჯობს კურსების სახით მიიღოთ. 3 თვე დალიეთ. შემდეგ 1 თვე შესვენება გააკეთეთ. შემდეგ კი ასეთი სქემა გამოიყენეთ – 2 კვირა მიიღეთ, 2 კვირა შეისვენეთ, ან 1 თვე მიიღეთ – 1 თვე შეისვენეთ. თვითშეგრძნებას ენდეთ.
როგორ უნდა განსაზღვროთ, კარგი სელის თესლი იყიდეთ თუ არა?
სელის თესლი აფთიაქებსა და ჯანმრთელობის მაღაზიებში იყიდება. სელის თესლის ბევრი მწარმოებელია. ფასზე ორიენტაცია არ გააკეთოთ! ეძებეთ სელის თესლი, რომელიც დილით ყველაზე უფრო მეტ ლორწოს მოგცემთ – ეს სელის თესლის ხარისხის მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. რაც მეტი, მით უკეთესი. თუ ლორწო საერთოდ არ ექნება, მის მიღებას აზრი არ აქვს. სჯობს სხვა მწარმოებლის სელის თესლი შეიძინოთ.
სელის ვარიაციების შესახებ – სელის ზეთი და სელის ფქვილი
სელის ზეთი ის არაა, რაც სელის თესლი! ეს ძალიან სასარგებლო პროდუქტია, რომელიც ნახევრად უჯერი ცხიმოვანი მჟავებით ომეგა 3 და ომეგა 6 მდიდარია. ეს ის ცხიმებია, რომლებიც წონაში დაკლებას ხელს უწყობენ. ჩვენს შემთხვევაში სელის ზეთის უზმოზე მიღება საჭირო არაა! სადილზე ან ვახშამზე საკვებთან ერთად მიიღეთ. 1 კოვზი სადილზე და 1 კოვზი ვახშამზე. შეგიძლიათ ფაფებს, სალათებს, ნებისმიერ გარნირს დაუმატოთ. გემრიელი არაა, მაგრამ საკვებთან დამატების დროს პრაქტიკულად ვერ იგრძნობთ.
სელის ზეთით არაფრის მომზადება არ შეიძლება! მაცივარში უნდა შეინახოთ. ამ ფაქტს ყურადღება არ მივაქციე და 3 კვირის შემდეგ ჩემი ზეთი გაფუჭდა. ახლის შეძენა მომიწია.
სელის ფქვილი ან სელის ფაფა. რას არ გააკეთებენ! მე სელის ფაფა აღმოვაჩინე. ის სამსახურის მაგიდაზე ცხოვრობს, სწრაფი საკვებია. თუ ვერ ასწრებთ, სადილზე მოამზადეთ. ამისთვის სელის თესლს მდუღარე წყალი დაასხით. 5 წუთში სასარგებლო სადილი მზად იქნება. გემრიელი არა, მაგრამ 1000-ჯერ უფრო კარგი, ვიდრე კრუასანი, ფუნთუშა ან სწრაფი კვების პროდუქტი.
მნიშვნელოვანია! სელის თესლის გამოყენების შესახებ უკუჩვენება წაიკითხეთ. მას უკუჩვენებები გააჩნია.