Connect with us

ჰოროსკოპი

აი, რას პირდება ეს კვირა ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშანს

რეტროგრადული მერკური, ამ კვირაში ნიშნების შეცვლა ნამდვილად აქტიური გახდება! მოთმინება მოიკრიბეთ!

რეტროგრადულმა მერკურმა შეიძლება თქვენი კარტები არიოს. შეიძლება ფრენა გადაიდოს, დოკუმენტები დაკარგოთ და რაღაც უცნაურობები მოხდეს, თუმცა ბოლოს ყველაფერი დალაგდება. ამ პერიოდში ძვირადღირებული შენაძენისგან თავი შეიკავეთ.

მერკური ახლა კირჩხიბში, ძალიან ემოციურ ზოდიაქოს ნიშანში, იმყოფება. სწორედ ამიტომ, შეიძლება წარსულ შესაძლებლობასა და ურთიერთობებზე იფიქროთ. 24 ივლისს მერკური ვენერაზე ასპექტს აკეთებს და ეს ფიქრები მხოლოდ გაძლიერდება. რაც იყო, ყველაფერი წარსულში იყო, დიდად არ იდარდოთ.

22 ივლისს მზე ლომის ნიშანში იყო. ეს კი წინ მოძრაობის ენერგიის მომენტი იყო. 27 ივლისს ვენერა მზესთან განსაკუთრებულ კავშირში იქნება – თქვენს ცხოვრებაში ახალი ფერები ათამაშდება.

25 ივლისი – გასაოცარი დღე სურვილების ასასრულებლად, რადგან მარსი (ენერგიის და ცხოვრების ძალის პლანეტად) და იუპიტერი (ოპტიმიზმის და ექსპანსიის პლანეტად) კავშირს შექმნის.

აი, რა მოამზადეს ვარსკვლავებმა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის ამ კვირაში.

ვერძი

თქვენ წარმოუდგენელი შემოქმედებითი პერიოდის ზღვარზე იმყოფებით, ამიტომ ბევრი გეგმა შეადგინეთ და მათი განხორციელების არ შეგეშინდეთ. განსაკუთრებით გაითვალისწინეთ, რომ მზე თქვენს მე-5, სიხარულისა და სიამოვნების სახლში იმყოფება. ამ კვირაში ოჯახურ ცხოვრებასთან დაკავშირებით მტკივნეული საკითხებიც იქნება. თავი ქვიშაში არ დამალოთ და პრობლემები მშვიდად გადაჭერით. გრძელვადიან პერსპექტივაში ყველაფერი დალაგდება.

კურო

ბოლო დროს თავს ძალიან კარგად გრძნობთ, მაგრამ ოჯახი-სამსახურის ბალანსის შესახებ არ დაგავიწყდეთ. ძვირფას ადამიანებთან დროს გასატარებლად საქმეების გადადების არ შეგეშინდეთ. ასევე ფრთხილად იყავით და ყურადღება მიაქციეთ იმას, თუ რას ამბობთ.

ტყუპები

თქვენ ენერგიის მოზღვავებას და ახალ იდეებს იგრძნობთ. ინტელექტუალური მუშაობის დროა. ფინანსებს ყურადღება მიაქციეთ, ორჯერ დაფიქრდით, სანამ რაიმე შენაძენს გააკეთებთ. ეცადეთ გაიგოთ, ეს ემოციური შენაძენი ხომ არაა.

კირჩხიბი

საკუთარი თავი პირველ ადგილას დააყენეთ, რელაქს-საღამო გაატარეთ, გემრიელობებით თავი გაინებივრეთ. შემდეგ დაჯექით და მიზნების სია შეადგინეთ. თქვენ ბევრი ღირსეული თვისება გაქვთ და ეცადეთ, მაქსიმალურად განავითაროთ.

ლომი

თქვენ თავდაჯერებას გრძნობთ და მზად ხართ, რომ სამყარო დაიპყროთ. მიუხედავად ამისა, ეჭვების ჩრდილი შეიძლება მაინც გქონდეთ. შეიძლება წარსულ გამოცდილებასა და მოგონებებში გადაეშვათ, ამის გაშვება სცადეთ. მზე თქვენს ნიშანში ამოდის – თქვენი დაბადების დღე იწყება.

ქალწული

თუ გრძნობთ, რომ წასასვლელად და საკუთარ პატარა სამყაროში გადასაშვებად მზად ხართ, ეს გასაოცარი არაა. ახლა სულიერი ფიქრებისთვის შესანიშნავი დროა. საკუთარ თავს ოდნავ დასვენების დრო მიეცით. გახსოვდეთ, რომ მერკური მალე გაბრუნდება და ყველაფერი დალაგდება.

სასწორი

თქვენ ენერგიის მოზღვავებას და ლიდერულ თვისებებს გრძნობთ. გვერდზე დგომა გეყოფათ, ინიციატივა საკუთარ ხელში აიღეთ. ახლა ადამიანებზე პოზიტიური გავლენა შეგიძლიათ მოახდინოთ. კარიერული გადაწყვეტილების მიღებას მოერიდეთ და ხელმძღვანელობასთან ფრთხილად იყავით.

მორიელი

ახლა ბოლომდე კარიერით ხართ დაკავებული. სწორედ ამიტომ, არც ერთი წუთი არ დაკარგოთ და პირდაპირ საკუთარი მიზნისკენ გაეშურეთ. თუმცა გულის მოსმენა არ დაგავიწყდეთ, სწორი გზით მიდიხართ? თუ ეჭვები გაწუხებთ, ახლა ცვლილებებისთვის სწორი დროა.

მშვილდოსანი

გონება ახალ პერსპექტივებს გაუხსენით. სირთულეების არ შეგეშინდეთ, შემთხვევითი შესაძლებლობა გამოიყენეთ. მით უმეტეს, რომ მზე თქვენს მე-9, თავგადასავლების სახლში იმყოფება, რომელიც თქვენს თავგადასავლების მოყვარულ სულზეა პასუხისმგებელი.

თხის რქა

თქვენ ღრმა ცვლილებების პერიოდში იმყოფებით. თავად გადაწყვიტეთ, თუ ენერგიის ინვესტირება სად მოახდინოთ. ნებისმიერ კონფლიქტს დელიკატურად მიუდექით და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ჯერ არ მიიღოთ. ახლა ნებისმიერი სიტუაციის გაზვიადება გახასიათებთ. ყველაფერი არც ისე ცუდადაა, როგორც ფიქრობთ.

მერწყული

თქვენ თანამშრომლობისთვის მზად ხართ. საკუთარ ბიზნესს შექმნით თუ რომანტიკულ ურთიერთობებს ალაგებთ, მზად ხართ ამას საკუთარი თავი მიუძღვნათ. განსაკუთრებული ყურადღება ჯანმრთელობას და საკუთარ პრიორიტეტებს დაუთმეთ, რომ მთელი ძალა დროზე ადრე არ დახარჯოთ.

თევზები

თქვენ თავდაჯერებას გრძნობთ. დრო მოვიდა, რომ საკუთარი კეთილდღეობა ყველაზე მნიშვნელოვან რამედ აქციოთ. დიახ, თქვენ შემოქმედებითი ნიშანი ხართ და ხშირად თავს რთულად გრძნობთ, მაგრამ ენერგიის წყაროს საკუთარ თავში ეძებეთ.

თქვენ ამ კვირაში რა გეგმები გაქვთ?