ტესტები
აირჩიეთ 3 ცხოველი და გაიგეთ, როგორ გხედავენ სხვები და სინამდვილეში რას ფიქრობთ საკუთარ თავზე
Alltime.ge-ს რედაქცია გთავაზობთ საინტერესო ფსიქოლოგიურ ტესტს ადამიანების შესახებ: იმაზე, თუ როგორ აღგიქვამენ სხვები, თავად რას ფიქრობთ საკუთარ თავზე და სინამდვილეში, როგორი ბუნება გაქვთ.
ტესტი ასე შეასრულეთ: აიღეთ კალამი და სამი ცხოველი შემდეგი თანმიმდევრობით ჩამოწერეთ.
- ის, რომელიც თქვენი საყვარელი ცხოველია;
- ის, რომლის ყოლაც შინაურ ცხოველად გსურთ;
- მეორე საყვარელი ცხოველი, ველური ან შინაურული;
ახლა თითოეულ ცხოველს დაუმატეთ თვისებები ან ცნებები, რომლებიც მასთან ასოცირდება. ქვემოთ რამდენიმე ცხოველის მაგალითს და მათ მნიშვნელობებს გთავაზობთ.
კატა: დამოუკიდებელი, სექსუალური, თავისუფალი, „ღამის ფრინველი“, ხელმძღვანელი, მომთხოვნი.
დათვი: მზრუნველი, მეოცნებე, მცველი, სიმშვიდის განსახიერება.
მაიმუნი: თავდაჯერებული, მხიარული, საინტერესო, პრაქტიკული, უნივერსალური, კვალიფიციური, თაღლითი.
ძაღლი: ერთგული, მეგობრული, თამამი, დამცველი, მოკრძალებული, მოქნილი.
თაგვი: შრომისმოყვარე, საიმედო, მოკრძალებული, მორცხვი, მარტივი.
კურდღელი: მოკრძალებული, ეშმაკი, სწრაფი, ნერვიული, სუსტი.
ენოტი: მოძრავი, პასუხისმგებელი, სკეპტიკურად განწყობილი, ჭკვიანი, „ღამის მკვიდრი“.
სპილო: თავდაჯერებული, მშვიდი, ყურადღებიანი, ჯიუტი.
ლომი: ძლიერი, მომთმენი, დამცველი, თავდაჯერებული, მშვიდი, ოჯახის დამფასებელი.
მელა: მკვირცხლი, კარგი გემოვნების მქონე, მოაზროვნე, ორგანიზებული, ჭკვიანი.
ქათამი: ნიჭიერი, შემოქმედებითი, ექსცენტრიული, მხატვარი.
ღორი: გულუხვი, გულწრფელი, თავდაჯერებული, პატიოსანი, ნიჭიერი, უცოდველი, მეგობრული.
ძროხა: სოციალური, საინტერესო, კეთილი, მშვიდი, მზრუნველი.
ზებრა: ერთგული, ჭკვიანი, იდეალისტი, შეუპოვარი, თავისუფალი, ეგოისტი.
ვეფხვი: ძლიერი, ელეგანტური, ავტორიტეტული, აქტიური, იდუმალი, არაპროგნოზირებადი, მარტოხელა.
ირემი: რბილი, თანაგრძნობი, მარტივი, მოძრავი, ოჯახის დამფასებელი.
ცხვარი: ორჭოფი, მეგობრული, ერთგული, კონსერვატიული, შრომისმოყვარე, მშვიდი.
პანდა: რბილი, მზრუნველი, მხიარული, თვითკმარი, მეოცნებე.
პინგვინი: რბილი, გულახდილი, იდუმალი, განათლებული, მარტივი.
ბუ: ინტუიციური, მისტიკური, ნელი, ფრთხილი, მშვიდი, სულიერი.
ჟირაფი: თავდაჯერებული, ელეგანტური, მოკრძალებული, საყვარელი, ტრაბახა.
ზღარბი: სარკასტული, ეშმაკი, მგრძნობიარე, ოპორტუნისტი, აქტივისტი.
თევზი: წყნარი, მეგობრული, საიმედო, გულწრფელი, ორგანიზებული, სერიოზული, კარგი მეგობარი.
კუ: დამცველი, მომთმენი, ვიწრო, ჯიუტი, მშვიდი, ერთფეროვანი.
იხვი: ხმაურიანი, ღირსეული, მხიარული, შრომისმოყვარე, ოჯახის დამფასებელი.
ცხენი: კეთილშობილი, ერთგული, ძლიერი, ენერგიული, თავისუფალი, ძვირფას ადამიანებთან ურთიერთობაში დამთმობი.
ფრინველი: მხიარული, შინაგანი სილამაზით სავსე, პოზიტიური, თავისუფალი, მარტივი.
ტესტის შედეგები:
მესამე ცხოველი ასახავს იმას, თუ როგორ ხედავთ საკუთარ თავს თავად.
მეორე ცხოველი აღწერს, როგორ გხედავენ სხვები.
პირველი ცხოველი გაჩვენებთ, თუ როგორი ხართ სინამდვილეში.