Connect with us

ტესტები

აირჩიეთ სარკე და მიიღეთ დღის ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევა

რამდენად ხშირად გეპარებათ ეჭვი საკუთარ გადაწყვეტილებაში? თუ ყოველთვის თავდაჯერებული ხართ, მხოლოდ შეიძლება შეგვშურდეს. ადამიანების უმეტესობა ყოყმანობს, თუნდაც იცოდეს, რომ არჩევანი ცხადია. Alltime.ge–ს რედაქცია გთავაზობთ, პირდაპირ ახლავე გაიგოთ, თუ რა უნდა გააკეთოთ. რჩევის მისაღებად მოცემულ სურათზე აირჩიეთ ერთ–ერთი სარკე, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ.

სარკე № 1 ამბობს: „ნუ დააყოვნებთ“

დაფიქრდით, რისი გაკეთება გსურთ დიდი ხანია და იმოქმედეთ! გაიგეთ, რომ საკუთარი სურვილების ყოველთვის სამომავლოდ გადადება არ ღირს. თუ ასე მოიქცევით, წარმატებას შეიძლება ვერასდროს მიაღწიოთ. ნუ დააყოვნებთ, თუ თავში ათასი გეგმა და იდეა გაქვთ.

თუ მოქმედების სიგნალს ელით, ეს ტესტი ამ ნიშნად ჩათვალეთ. თუნდაც გზაზე სირთულეები შეგხვდეთ, ნუ შეგეშინდებათ. ბედნიერება ყოველთვის გარკვეულ ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ შედეგი იმედს არ გაგიცრუებთ.

სარკე № 2 ამბობს: „თვითშეფასება აიმაღლეთ“

თუ დღემდე ფიქრობთ, რომ რაღაცას არ იმსახურებთ, დროა გამოასწოროთ. ბედნიერების მისაღწევად კომპლექსები და დაბალი თვითშეფასება უნდა მოიშოროთ. ეს თვისება ამბობს, რომ რეალობის გეშინიათ. უცნობისკენ ნაბიჯის გადაგმის გეშინიათ და ამით საკუთარ თავს ზღუდავთ.

თუ საკუთარ შიშებს გადალახავთ, დაინახავთ, თუ რამდენი შესაძლებლობა არსებობს სამყაროში. შეწყვიტეთ იმის თქმა, რომ არ იმსახურებთ. ყველაფრის მიღება შეგიძლიათ, მთავარია, შთაგონება იპოვოთ.

სარკე № 3 ამბობს: „არ გადადოთ“

საქმის სამომავლოდ გადადების უამრავი მიზეზი არსებობს. ხშირად ესაა სიზარმაცე ან შიში, რომ რაღაცას არასწორად გააკეთებთ. ეს ჩვევა მიზანთან მიახლოებაში ხელს გიშლით. წინსვლა მტკიცედ უნდა გადაწყვიტოთ და ცხოვრების მიღება ისწავლოთ.

მარტივით დაიწყეთ. დღის ან კვირის გეგმა დაისახეთ. გეგმას მკაცრად მიჰყევით, თუ კვლავ დავიწყება ჩაფლობა არ გსურთ. თავიდან გაგიჭირდებათ, მაგრამ მალე მიხვდებით, თუ რამდენი რამ შეიძლება ხელიდან გაგეშვათ.

სარკე № 4 ამბობს: „გიყვარდეთ“

თუ დღემდე გრძნობების გამხელის გეშინოდათ, დროა გამოასწოროთ. რასაც არ უნდა გამოეწვია შიში, იქნება ეს ტყუილი, ღალატი, წარუმატებლობა, უბრალოდ უნდა დაივიწყოთ. წარსულს თქვენს ცხოვრებაზე გავლენის მოხდენის უფლება არ მისცეთ, თუ ბედნიერების მიღება გსურთ.

გახსოვდეთ! ის, რაც მოხდა, მხოლოდ გამოცდილებაა. ეს გაითვალისწინეთ, მაგრამ მომავალზე გავლენის მოხდენის უფლება არ მისცეთ. იცოდეთ, რომ სამყარო გისმენთ. უბრალოდ სწორად ითხოვეთ. თუ ფიქრებში ნეგატივი ჭარბობს, მაშინ კარგი არაფერი მოხდება.

ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი რჩევები დაგეხმაროთ გააკეთოთ ის, რაზეც ოცნებობთ, მაგრამ რის განხორციელებასაც ვერ ბედავდით. იცოდეთ, რომ ნებისმიერი დაბრკოლება და შიში მხოლოდ თავშია. გააკეთეთ ის, რაც გსურთ და მალე დაინახავთ, თუ რამდენად მშვენიერი შეიძლება იყოს თქვენი ცხოვრება.