ტესტები
აირჩიეთ სამაჯური და გამოავლინეთ თქვენი ცხოვრების პასუხისმგებლობის სფერო
ადამიანის ცნობიერში სამაჯურები რაიმე მოვალეობას უკავშირდება. Alltime.ge–ს რედაქცია გთავაზობთ მარტივი ტესტის დახმარებით შეამოწმოთ, თუ რაზე ხართ პასუხისმგებელი ყოველდღიურ ცხოვრებაში. ზუსტი პასუხის დასადგენად, სურათს შეხედეთ. რომელი სამაჯური მოგეწონათ ყველაზე მეტად? წაიკითხეთ განმარტება.
სამაჯური 1
თუ ეს სამაჯური აირჩიეთ, თქვენი საქმიანობის სფერო ურთიერთობის დამყარებას უკავშირდება. ადვილად ახერხებთ პოზიტიური განწყობის შექმნას და სიტუაციის უკეთესობისკენ შეცვლას. ჰარმონიას და სიხარულს ასხივებთ. ადამიანები გრძნობენ, რომ მათ მიმართ გულწრფელი ხართ, ამიტომ საპასუხო გრძნობით გპასუხობენ.
სამაჯური 2
თქვენ ცოდნასა და ინტერესზე პასუხისმგებელი ხართ, მაგრამ თქვენი პასუხისმგებლობის სფერო ადამიანის შესაძლებლობების საზღვრებს სცდება. ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოსდა ნებისმიერ კითხვაზე პასუხი გაქვთ, მაგრამ ასე არაა. უბრალოდ სირთულის მიუხედავად მეტი ინფორმაციის მიღებას ცდილობთ. მეტის გასაგებად კითხვების დასმა არ გერიდებათ.
სამაჯური 3
დაცვასა და უსაფრთხოებაზე ხართ პასუხისმგებელი. ინტუიციურად ხვდებით, როგორ იმოქმედოთ, რომ რისკებს და სახიფათო სიტუაციებს თავი აარიდოთ. არა მხოლოდ თქვენი ცოდნით სარგებლობთ, არამედ გარშემომყოფებს უზიარებთ. რისკი არ გიყვართ, რადგან საკუთარი უსაფრთხოება თქვენთვის მნიშვნელოვანია.
სამაჯური 4
თქვენი პასუხისმგებლობის სივრცე – თანხმობა და კომპრომისი. აფასებთ, როცა თქვენს გარშემო სიმშვიდეა. უაზრო კონფლიქტები ან კამათი არ გიყვართ. უნიკალური ნიჭი გაქვთ, რადგან ყველაზე რთულ სიტუაციაშიც განმუხტვას ახერხებთ. ადამიანები თქვენს აზრს ითვალისწინებენ და კონფლიქტების მოგვარებას ისე ცდილობენ, როგორც ურჩევთ – მშვიდობიანად.
სამაჯური 5
სიყვარულით ხელმძღვანელობთ და ცდილობთ მთელ სამყაროს ეს გრძნობა გაუზიაროთ. თქვენთვის ახლობლებზე ზრუნვა უცხო არაა, რადგან ასე თქვენს გრძნობებს გამოხატავთ. გრძნობების აშკარად გამოხატვა არ გაშინებთ. პირიქით, სიყვარული და მისი გაზიარება მოგწონთ. კომპლექსები არ გაქვთ, რომლებიც თქვენს გულწრფელობას შეაჩერებდა.