ტესტები
აირჩიეთ ნაძვის ხე და გაიგეთ, რომელი თვისება დომინირებს თქვენს ხასიათში
ახალ წლამდე სულ ცოტა დრო რჩება. დღესასწაულისთვის მზადება დაწყებულია. ბევრმა უკვე ნაძვის ხე მორთო, ზოგი ჯერ კიდევ ახლობლებისთვის საჩუქრებს არჩევს. საოფისე განწყობაც იცვლება, თანამშრომლები კაბინეტებს რთავენ და შესვენებაზე საახალწლო ტესტების გავლით დროს სასიამოვნოდ ატარებენ.
ფსიქოლოგიური ტესტები ფოტოებით საინტერესო საოფისე გასართობია. ასე შეგიძლიათ დრო სასიამოვნოდ გაატაროთ და ერთმანეთი უკეთ გაიცნოთ. Аlltime.ge–ს რედაქცია საახალწლო ტესტის გავლას გთავაზობთ. ყველაფერი მარტივია. აირჩიეთ ნაძვის ხე, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონათ, და გაიგეთ, რომელი თვისება დომინირებს თქვენში.
საახალწლო ტესტი პიროვნების დომინანტური თვისების გამოსავლენად
ნაძვის ხე 1
საქმეში თქვენს წვლილს ხშირად ვერ ამჩნევენ, ამიტომ კოლეგებს შორის პოპულარული არ ხართ. ამის მიუხედავად, შედეგზე ორიენტირებული ხართ. თქვენს ნიჭსა და პასუხისმგებლობაში ეჭვი არავის ეპარება. ავტორიტეტის მოსაპოვებლად თქვენი აზრი ხმამაღლა და თავდაჯერებით გამოთქვით, თამამად იმოქმედეთ.
ნაძვის ხე 2
ყურადღების ცენტრში ყოფნას მიჩვეული ხართ. გამორჩეული პიროვნება ხართ. შეუძლებელია, ვინმემ ვერ შეგამჩნიოს. შეუპოვარი, ორგანიზებული და თავდაჯერებული ხართ. თქვენნაირი ადამიანის პოვნა რთულია. გირჩევთ, რომ ამბიციებს და სიამაყეს მეგობრობა არ შესწიროთ.
ნაძვის ხე 3
უკონფლიქტო ადამიანი ხართ, ამიტომ თქვენთან ერთად მუშაობა, სწავლა და ცხოვრება სასიამოვნოა. ნებისმიერ ადამიანთან საერთო ენას პოულობთან. გული სიყვარულით და სიკეთით სავსე გაქვთ, ამიტომ ადვილად შეიძლება გაწყენინონ. გარემოცვის არჩევისას შერჩევითი იყავით. ყველას არ ენდოთ.
ნაძვის ხე 4
მხიარული, საიმედო და კარგი ადამიანი ხართ. გუნდში თქვენი ყოფნა გამართლებაა. იუმორის საოცარი გრძნობა აქვთ, რომელსაც დაძაბულ ვითარებაში და განწყობის ასამაღლებლად იყენებთ. ზოგჯერ სერიოზულად უნდა იმოქმედოთ, რომ მხოლოდ ადგილობრივი მასხარის სახელით განთქმული არ გახდეთ.
ნაძვის ხე 5
რეალობის შემნიღბავი ზედმეტი მორთულობა გაღიზიანებთ. პირდაპირი, მიზანდასახული და ძალიან ძლიერი ხართ. თქვენთან საერთო ენის პოვნა და მუშაობა რთულია. ძვირფასი ადამიანებისთვის საიმედო მეგობარი და მრჩეველი ხართ. შეიძლება დიდი სამეგობრო წრე არ გჭირდებათ, მაგრამ კოლეგებთან ურთიერთობა უნდა ისწავლოთ.
ნაძვის ხე 6
შემოქმედებითი ადამიანი ხართ. არასტანდარტულად აზროვნებთ. კოლეგები უცხოპლანეტელს გიწოდებენ. თქვენს მუშაობაში გარკვეული სტილი ჩანს. მოგწონთ ისეთ ხალხთან ურთიერთობა, ვისაც მსგავსი გემოვნება და ინტერესები აქვს. თქვენთან მეგობრობა რთულია, რადგან განწყობა ხშირად გეცვლებათ. ხშირი ემოციური აფეთქებები და მოულოდნელი დეპრესია ადამიანებს გაშორებთ.