Connect with us

ტესტები

აირჩიეთ თაიგული და გაიგეთ როგორი ქალბატონი ხართ

შეხედეთ ფოტოს და ის თაიგული აირჩიეთ რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ. სწორედ ის თაიგული აირჩიეთ, რომლის საჩუქრად მიღებაც ყველაზე მეტად გინდათ. თქვენი არჩევანი გვაჩვენებს თუ როგორი პიროვნება ხართ.

თაიგული No1

ძალიან ქალური ხართ. სადაც არ უნდა აღმოჩნდეთ, ყოველთვის იქცევთ ყურადღებას და ჭორების საბაბი ხდებით. ცოტა ადამიანს თუ შეუძ₾ია თქვენს მიმართ გულგრილად დარჩენა, მამაკაცები თქვენით აღფრთოვანებულები არიან, ქალბატონებს კი შურთ თქვენი.

გულის სიღრმეში საკუთარ თავში ძალიან დარწმუნებული ხართ თუმცა საკუთარი თავის იმედი ნაკლებად გაქვთ. თქვენ არ გადარდებთ სხვების ქება და არც კრიტიკის გეშინიათ, იცით საკუთარი თავის ფასი. მეგობრების პატარა წრე გყავთ და თვქენი ოცნებისკენ თამამად მიდიხართ, ისე რომ სხვებს ყურადღებას არ აქცევთ.

თქვენი ნდობის მოპოვება ძალიან რთულია, თუმცა თუ ვინმეს ეს გამოუვა – მისთვის ყველაფერს აკეთებთ. ის ვინც გიღალატებთ ან იმედებს გაგიცრუებთ – თქვენ საბოლოოდ დაგკარგავთ. თვქენ იმ ადამიანების სიაში არ ხართ ვინც მეორე შანსს იძლევა.

თაიგული No2

ძალიან რომანტიული და ნაზი ხართ. ადამიანები საყვარელ და მომხიბვლელ ადამიანად მიგიჩნევთ. თქვენთან მეგობრობა ყველას უნდა. თქვენში არის რაღაც ისეთი რაც გარშემომყოფებს თავს კარგად აგრძნობინებს.

ამ მიმზიდველი გარსის იქით ძლიერი ქალი იმალება, რომელმაც იცის რა უნდა და თამამად მიისწრაფვის ამისკენ. ასურველი მიზნების მიღწევის ნიჭი შეგიძ₾იათ გონიერად გამოიყენოთ. ადამიანებს უცოდველი არსება გონიხართ, თუმცა სინამდვილეში ძლიერი მოწინააღმდეგე ხართ.

თაიგული No3

თქვენ ბევრი ღირსებები გაქვთ. სამართლიანი, გულწრფელი და მორიდებული ხართ. იცით სხვა ადამიანების მხარდაჭერა და მათზე ზრუნვა. მეგობრის, ცოლის ან დედობის იდეალური კანდიდატი ხართ. აფასებთ ოჯახურ ფასეულობებს. თუ იპოვით ადამიანს რომელიც გაფასებთ და თქვენზე იზრუნებთ – ცხოვრებაშ ბევრის მიღწევას შეძლებთ.

ისეთი ქალები როგორიც თქვენ ხართ, ხშირად რჩებიან თავისი პირველი სიყვარულის ერთგულები, რაც ძალიან ლამაზი და რომანტიულია თუმცა ეს ბედნიერად ვერ გაქცევთ. ზოგჯერ უნდა დაელოდოთ ადამიანს, რომელსაც ეძებთ ან გარისკოთ და გაწყვიტოთ ურთიერთობები რომლებსაც ბედნიერება არ მოაქვს.

თაიგული No4

ბევრი დადებითი ენერგია გაქვთ და სხვებსაც ოპტიმიზმით მუხტავთ, თქვენს სიცილს კი ნებისმიერის განიარაღება და ყველაზე ცივი გულის გალღობაც კი შეუძლია.

წუთში მილიარდი იდეა მოგდით და ბედნიერი ხართ მათი ცხოვრებაში განხორციელებით. ადამიანები ისე აგღწერენ როგორც გიჟ ადამიანს, თქვენ ძალიან ბევრს უყვარხართ.

პრობლემა იმაშია, რომ თქვენ მათთან მეგობრობა გსურთ, მათ კი მეტის იმეიდ აქვთ. ადამიანებს იმიტომ უყვარდებით, რომ თქვენში გაერთიანებულია შესანშნავი ქალის და კარგი მეგობრის შტრიხები.

თაიგული No5

თქვენ ყოველმხრივ ლამაზი ქალბატონი ხართ. თქვენს გარეგნობას დიდი მნიშვნელობას ანიჭებთ, თუმცა სხვებზე გარეგნობის მიხედვით არასდროს მსჯელობთ და ყველას შესაბამისი პატივისცემით ეპყრობით.

თქვენ უნიკალური ინტუიცია გაქვთ, რომელიც სხვების რამდენიმე წამში გაშიფვრის საშუალებას გაძლევთ. ბუნებამ თქვენ შესანიშნავი ინტუიციით, თანაგრძნობის უნარითა და მეექვსე გრძნობით დაგაჯილდოვათ.

მეგობრები ხშირად მოგმართავენ როგორც პირად ფსიქოლოგს. ისინი გენდობიან, გიზიარებენ პრობლემებს და მოდიან რჩევის საკითხავად. თქვენ მამაკაცებსაც ძალიან მოსწონხართ.

თაიგული No6

თქვენ იმ ქალებს მიეკუთვნებით რომლებიც წინააღმდეგბებით არიან სავსე. ცივი და დაფარული ხართ, თუმც ათქვენში დიდი ცეცხლიც არის. თქვენ ძალიან მერყევი და არაპროგნოზირებადი ხართ. თქვენი გაგება და მორჯულება რთულია.

თქვენ მამაკაცებს იზიდავთ და აჯადოვებთ თქვენი ინდივიდუალობით, თუმცა მათ მით აშინებთ კიდეც. როდესაც ვინმე თქვენი გულის დაპყრობას შეძლებს, თქვენ მთელი ცხოვრების მანძილზე მისი ერთგული იქნებით და მასთან ერთად ნებისმიერი სირთუილის გადასალახად იქნებით მზად.