Connect with us

ტესტები

აირჩიეთ ვარდი და გეტყვით, რა არის კარგი თქვენს პიროვნებაში

ვარდი ღმერთების საჩუქრად ითვლება. ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, მშვენიერი ყვავილი ზღვის ტალღებიდან ამოსული ქალღმერთი აფროდიტეს ულამაზესი სხეულიდან ჩამოვარდნილი ზღვის ქაფის ქათქათა წვეთების ქვიშაზე მოხვედრის დროს წარმოიქმნა.

დასავლეთ კულტურაში ვარდმა სამეფო გვირგვინი დაიკავა და ყვავილების დედოფალი გახდა. ის ჰერალდიკის პოპულარული ელემენტი გახდა, ხოლო საუკეთესო მებაღეები მას ევროპის მონარქებისთვის ზრდიდნენ.

არაბულ ქვეყნებში არსებობს ლეგენდა, რომ ალისფერი ვარდი დედამიწაზე წინასწარმეტყველი მუჰამედის სისხლის წვეთიდან წარმოიქმნა.

ყვავილის ღვთაებრივი წარმომავლობა მის მიმართ ნაზ დამოკიდებულებას ხაზს უსვამს. აღმოსავლეთის მბრძანებლები ჰარემებს და სასახლეებს ვარდებით რთავდნენ. ცნობილი პოეტები მას რუბაის და პოემებს უძღვნიდნენ, ხოლო მამაკაცები ვარდებს შეყვარებულებს ჩუქნიდნენ.

ვარდი ყველაზე საყვარელი ყვავილი, სილამაზის და ვნების სიმბოლო იყო და რჩება. მომხიბვლელი ფორმები, მდიდრული ფერი, დელიკატური არომატი, მოხდენილი ღერო და მწარე ეკლები – ვარდი თანამედროვე მშვენიერ ქალს ჰგავს.

სურათს დააკვირდით და აირჩიეთ ის ვარდი, რომელიც თქვენ ყველაზე უფრო ჰგავთ. თითოეულ ფერს თავისი მნიშვნელობა აქვს.

№ 1

კლასიკური წითელი ვარდი – თამამი და ნამდვილი ექსტროვერტის არჩევანია. თქვენ კარგი ინტუიცია გაქვთ და სიცრუეს ადვილად გრძნობთ. ზუსტად იცით, რა გსურთ და ამას როგორ მიაღწიოთ. საერთოდ არაფრის გეშინიათ.

ზოგჯერ შეიძლება სტრესმა შეგიპყროთ, ამიტომ მოდუნება უნდა ისწავლოთ – მაგალითად, გაისეირნეთ და ბუნებით ისიამოვნეთ.

№ 2

სხვებზე ზრუნვა და მათი მფარველობა მოგწონთ. ოჯახის კეთილდღეობაზე ზრუნავთ და ყველაფერს აკეთებთ იმისთვის, რომ მათი სიმშვიდე არაფერმა დაარღვიოს.

მართალია, ზოგჯერ საკუთარ და დანარჩენ მსოფლიოს შორის კედელს ქმნით. რისკის და ცვლილებების მიღება ისწავლეთ!

№ 3

თქვენ ძალიან დაუცველი ხართ და ემოციები ადვილად გიპყრობთ. ზოგჯერ ხალხს მიაჩნია, რომ საკუთარ ადგილას არ იმყოფებით. ეს ყველაფერი თქვენი მგრძნობელობის და განცდების გამო ხდება.

ზოგჯერ საკუთარი მიღწევების მნიშვნელობას ამცირებთ. სცადეთ, ამასთან ბრძოლა ისწავლოთ. გააცნობიერეთ, თუ რამდენ სასარგებლო საქმეს აკეთებთ და მსოფლიოსთვის კიდევ რამდენი ფარული ნიჭის წარმოჩენა მოგიწევთ.

№ 4

თქვენ ბედნიერი, შემოქმედებითი და ბუნებრივი ადამიანი ხართ, რომელიც ცხოვრებაში ყველაფერს დადებითი მხრიდან ხედავს. თქვენ ცნობისმოყვარე ხართ და ახალი აღმოჩენებით სიამოვნებას იღებთ.

თქვენ უნდა ისწავლოთ, რომ დაწყებული საქმე შუაზე გზაზე არასაკმარისი მდგრადობის და სტაბილურობის გამო არ მიატოვოთ.

№ 5

ყოველთვის ფხიზლად ხართ და უსაფრთხოებას ეძებთ. მომავალზე კონცენტრირება გიყვართ, თუმცა აწმყოს უფრო მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ.

ყოველთვის ცდილობთ ირგვლივ არსებული სამყარო გააუმჯობესოთ, მაგრამ სცადეთ ყოველდღიურობით იცხოვროთ.

№ 6

თქვენ იცით, როგორ განახორციელოთ ოცნებები. ამისთვის საკმარისი დისციპლინა, ამტანობა და ძალა გაქვთ. თქვენ ბეჯითად შრომა, წინსვლა და განვითარება გახასიათებთ – ეს თქვენს ცხოვრებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია.

სცადეთ, სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსი იპოვოთ, რომ წარმატებების გაზიარება ვინმესთან შეძლოთ.

ეს საინტერესო ტესტი მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.