Connect with us

ტესტები

აირჩიეთ ასტრას თაიგული და წაიკითხეთ ამ კვირის შეტყობინება

ასტრა ძველი ბერძნულიდან ითარგმნება, როგორც „ვარსკვლავი“.

ამ ლამაზ ყვავილში სინაზე და იდუმალი მელანქოლია არის განვითარებული. მისი შემხედვარე ადამიანი ფიქრებში ეფლობა.

ასტრა ყვავილების ენაზე ნიშნავს: მოთმინება, ელეგანტურობა და მოვლენების შეცვლის სურვილი, გარკვეული სინანული, რომ რაღაც მოხდა ასე და არა სხვაგვარად.

თაიგული 1

წარუმატებლობამ მხოლოდ გაგაძლიერათ. ახლა ცხოვრება წინ მიიწევს. პოზიტიური ემოციების და წარმატების სიმრავლე შეიძლება თავბრუდამხვევი მოგეჩვენოთ. მიმდინარე მოვლენები თქვენს ცხოვრებას სამუდამოდ შეცვლის. სწორი გადაწყვეტილება მიიღეთ, რადგან სტაგნაცია და ზრდა ერთმანეთს ვერ ეთავსება.

არასდროს არ დანებდეთ – ეს საიდუმლო იარაღია, რომელიც სამსახურში ყველა რთულ პერიოდთან გამკლავებაში დაგეხმარებათ. ამით შეიარაღდით და ყველაფერი შესანიშნავად იქნება.

მეორე ნახევართან მძიმე პერიოდი წარსულს ჩაბარდა. ახლა ერთად ხართ, ყველა პრობლემას ერთად უმკლავდებით, რაც თქვენს კავშირს უფრო ძლიერს ხდის.

იმის მიუხედავად, თუ რამდენად მდიდარი ხართ, მზად ხართ ცხოვრებისეულ სირთულეებს გაუმკლავდეთ. თქვენ ზუსტად იცით, როგორ გადარჩეთ.

თაიგული 2

თქვენ საგნების მიმართ საკუთარი მიდგომა გაქვთ. სხვებს არ ემორჩილებით და ინტუიციას ენდობით. დარწმუნებული იყავით, რომ ყველაფერს სწორად აკეთებთ. ასე საკუთარ ბედს განსაზღვრავთ.

თქვენი ოჯახის კაშკაშა ვარსკვლავი გახდით, ახალი კარიერა დაიწყეთ, რომელიც ოჯახის მდგომარეობას გააუმჯობესებს. აჩვენეთ, რომ თქვენ უფრო მეტი შეგიძლიათ. ისე გააკეთეთ, რომ თქვენით ამაყობდნენ.

საკუთარი თავი არ შეცვალოთ. თუ არ შეგიძლიათ იყოთ ისეთი როგორიც ხართ, მალე ასეთი მოჩვენებით დაიღლებით და უკმაყოფილო დარჩებით. დაელოდეთ ადამიანს, რომელიც შეგიყვარებთ ისეთს, როგორიც სინამდვილეში ხართ.

თქვენ მრავალმხრივი ადამიანი ხართ. თუ სპორტით, მუსიკით ან ხელოვნებით გატაცებული ხართ, დროა ამ სფეროსთან დაკავშირებული ნივთები შეიძინოთ. ახალი ნივთების შეძენა თქვენი ნიჭის გამოვლენაში დაგეხმარებათ.

თაიგული 3

მდგომარეობის გამოსწორებას არ დაელოდოთ, რადგან თქვენი ცხოვრება არაფერზე დამოკიდებული არ უნდა იყოს. დღეს საღამოს სასეირნოდ გადით, მოგზაურობა დაგეგმეთ, გააკეთეთ ყველაფერი, რაც გსურთ, რომ საკუთარი თავი გააბედნიეროთ.

თუ სამსახურში დაწინაურება გსურთ, შემოთავაზებას არ დაელოდოთ. ხელმძღვანელობას დაუკავშირდით იმის შესახებ, თუ რა შეგიძლიათ გააკეთოთ კარიერული წინსვლისთვის.

თვლით, რომ სიყვარული მეორე ადამიანს თქვენზე და თქვენს ცხოვრებაზე სრული კონტროლის უფლებას აძლევს. სიყვარული ციხე არაა და ამ ურთიერთობაში ორივე თანასწორი ხართ. მას თქვენზე გავლენის მოხდენის უფლება არ მისცეთ.

სინამდვილეში, ყველაფერი ძალიან მარტივადაა. თქვენი ფული ისე დახარჯეთ, როგორც გსურთ. საკუთარი თავისთვის პატარა შოპინგი მოიწყვეთ.