ტესტები
აირჩიეთ ანგელოზი და გაიგეთ, კმაყოფილია თუ არა სულის მფარველი თქვენით
გჯერათ თუ არა, რომ მფარველი ანგელოზი თქვენს ყველა ქმედებას მიმართულებას აძლევს? ზოგჯერ გვსურს დავიჯეროთ, რომ მაღალი ძალები გვაკვირდებიან და უბედურებას არ დაუშვებენ. ბევრი შემთხვევა არსებობს, როცა ადამიანებმა გარდაუვალი სიკვდილისგან გადარჩენა შეძლეს. ბედისწერის გარდა ამისთვის სხვა ახსნის პოვნა რთულია. ზეციური ძალების მინიშნებებს ყველა და ყოველთვის არ უსმენს.
Alltime.ge-ს რედაქცია გთავაზობთ გაიგოთ, კმაყოფილია თუ არა მფარველი ანგელოზი თქვენით. ამისთვის მოცემულ სურათზე სამიდან ერთ–ერთი ანგელოზი აირჩიეთ. შედეგები ქვემოთ იხილეთ.
ანგელოზი 1
მფარველი ანგელოზით თქვენით ამაყობს. სხვებზე გულწრფელად ზრუნავთ. მხოლოდ დახმარების სურვილი გამოძრავებთ და არა პირადი ინტერესები. თვლით, რომ ურთიერთდახმარება ერთადერთი სწორი გზაა. სწორედ ამიტომ, მთხოვნელს დახმარებაზე უარს არასდროს ეუბნებით. მნიშვნელობა არ აქვს, ადამიანს იცნობთ თუ პირველად ხედავთ.
თქვენ არა მხოლოდ დახმარების სურვილის, არამედ წვრილმანებით ბედნიერების შენარჩუნება შეძელით. თქვენთვის ბედნიერებაა ყოველი დღე, რომელიც ერთად გაატარეთ.
გარშემომყოფებს თქვენს ოპტიმიზმს უზიარებთ, ამიტომ ბევრი მეგობარი გყავთ. ისინი თქვენს მარტივ და უეშმაკო ხასიათს, ასევე სიცოცხლით ხალისს აფასებენ.
ანგელოზი 2
ძალიან ბევრი ახლობელი არ გყავთ, რადგან გრძნობების გამხელა არ გჩვევიათ. სხვებთან ურთიერთობა გიჭირთ, რადგან მათ არ ენდობით. ისე მოქმედებას ხართ მიჩვეული, როგორც საჭიროდ თვლით. სხვების აზრი თქვენთვის მნიშვნელოვანი არაა.
ხშირად საკუთარ ფიქრებში იძირებით და რეალობას შორდებით. მდიდარი ფანტაზია გაქვთ, მაგრამ ჩაფიქრებულის განხორციელება გიჭირთ. სწორედ ამიტომ, მფარველ ანგელოზს სურს, რომ მეტი მოტივაცია გქონდეთ. არა მხოლოდ იფიქრეთ, არამედ იმოქმედეთ.
ანგელოზი 3
უბრალოდ გახარებთ ის ფაქტი, რომ ამ სამყაროში ცხოვრობთ. პოზიტივი თქვენი მთავარი თვისებაა, რომელიც მუდმივად გაბედნიერებთ. სხვებსაც ამ უშრეტი ენერგიით მუხტავთ, მაგრამ ზოგჯერ დაუფიქრებლად მოქმედებთ.
თქვენთვის სირთულეს არ წარმოადგენს, რომ ერთ წუთში პლანეტის მეორე ბოლოში წახვიდეთ. შედეგებზე არ ფიქრობთ, მხოლოდ დროის მხიარულად გატარება გაინტერესებთ. სიხარულის შესაგრძნებად მუდმივად დაუფიქრებელი ქმედების განხორციელება გჭირდებათ.
თქვენთან ურთიერთობა ადვილია, მაგრამ მფარველი ანგელოზი გირჩევთ, ენთუზიაზმი ცოტა მოთოკოთ. ზოგჯერ მაინც დაფიქრდით, რას აკეთებთ, სანამ იმოქმედებთ.