საკითხავი
ავეჯი, მინა და ჭურჭელი: 10 მეთოდი ქოქოსის ზეთის გამოსაყენებლად
ქოქოსის ზეთი უკვე ბევრმა შეიყვარა და მას ნატურალურ სილამაზის საშუალებად ან კერძების მოსამზადებლად სიამოვნებით იყენებენ. მას სასიამოვნო სუნი აქვს, ძალიან ცხიმიანი არაა და დიდხანს ინახება. ქოქოსის ზეთი შეიცავს უცვლელ ცხიმოვან მჟავებს. ის ანტიმიკრობულ თვისებებს ფლობს, სოკოს და ბაქტერიებს ებრძვის. არარაფინირებული ქოქოსის ზეთი ხელმისაწვდომია, იაფი და აბსოლუტურად ნატურალურია. ქოქოსის ზეთი შეგიძლიათ ყოფაცხოვრებაში გამოიყენოთ. დღეს გამოცდილ მეთოდებზე გიამბობთ.
წებოვანი ნადების და ლაქის მოშორება
პრაქტიკულად ნებისმიერ ზედაპირზე წებოვანი ლაქის მოსაშორებლად ქოქოსის ზეთი გამოგადგებათ. მისი დახმარებით შეგიძლიათ მოაშოროთ ახალ ჭურჭელს ეტიკეტი, ხალიჩას საღეჭი რეზინის კვალი ან კედელს ცვილის კვალი. ცოტა ზეთი წებოვან ან ცვილის ჭუჭყს წაუსვით, რამდენიმე წუთით გააჩერეთ და სუფთა ჩვრით ან ქაღალდის პირსახოცით გადაწმინდეთ.
ხის ავეჯი ან განყოფილება განაახლეთ
ქოქოსის ზეთი ხის ზედაპირის კონდიციონერად გამოიყენეთ. ის ზედაპირს იცავს, ნაკაწრებს ფარავს და ხის დეტალს ახალ იერს მატებს. ხის ზედაპირი სველი მიკროფიბრის სალფეთქით ან პირსახოცით გადაწმინდეთ, შემდეგ ცოტა ზეთი მშრალი ჩვრით წრიული მოძრაობით წაუსვით. 15 წუთი დაელოდეთ, რომ ზეთი კარგად შეიწოვოს და ნარჩენები მოაშორეთ.
თუ დროთა განმავლობაში ხის ნივთები გამუქდა, ნახევარი ლიმონის წვენი 50-70 გრ ქოქოსის ზეთს აურიეთ. ეს ნარევი ხის ზედაპირს წაუსვით და 2 წუთის შემდეგ ნარჩენები სუფთა, მშრალი სალფეთქით მოაშორეთ.
ანტიბაქტერიული თვისებების წყალობით ქოქოსის ზეთი შეგიძლიათ საჭრელი დაფის დასამუშავებლად გამოიყენოთ.
უჟანგავი ფოლადის ტექნიკა
თუ მაცივრის და ჭურჭლის სარეცხი მანქანიდან თითების კვალის მოშორებით დაიღალეთ, ზედაპირი ქოქოსის ზეთით დაამუშავეთ. ცოტა ზეთი (დაახლოებით 1 ჩ/კ) მშრალ ჩვარზე წაუსვით და ამით მოწყობილობების კარები და კედლები წრიული მოძრაობით გაწმინდეთ. როგორც კი ზეთის თხელი ფენა მთელ ზედაპირზე გადანაწილდება, ახალი ჩვარი აიღეთ და კვლავ იმავე მიმართულებით გაწმინდეთ, რომ ზედაპირი გააპრიალოთ და ლაქები მოაშოროთ.
ამავე მეთოდით შეგიძლიათ დაიცვათ უჟანგავი ფოლადის ონკანები სამზარეულოსა და სააბაზანოში. ზეთი დამცავი ბარიერი გახდება, რომელიც ლაქების გაჩენას ხელს უშლის.
ჭრიჭინი და ჟანგი
გამაღიზიანებელი კარის ჭრიჭინის მოშორებას 1 ჩ/კ ქოქოსის ზეთით შეძლებთ. სუფთა ჩვარი აიღეთ და ზეთი წაუსვით კარის ანჯაფებს, რომელიც ცუდად იკეტება და ჭრიჭინებს. ამის შემდეგ კარი რამდენჯერმე გააღეთ და დაკეტეთ, რომ მის ჩუმად მუშაობაში დარწმუნდეთ. ზეთი შეგიძლიათ გამოიყენოთ პროფილაქტიკისთვის, დრო და დრო ავეჯის შიდა მხარეს მტვერი და ცხიმის ნადები მოაშორეთ.
ბალახის საკრეჭის პირი ან ბაღის სეკატორი
საპარსი პირი დროზე ადრე რომ არ დაბლაგვდეს, გამოყენების წინ ცოტა ქოქოსის ზეთი წაუსვით. ასე ბალახი პირს ნაკლებად მიეკვრება და დიდხანს გემსახურებათ. ზეთი შეგიძლიათ ბაღის ნებისმიერი ინსტრუმენტი დაამუშაოთ. ზამთარში შეგიძლიათ თოვლის გადასაყრელი ლითონის ან პლასტმასის ნიჩნები გაწმინდოთ, ასეთი თოვლი ნაკლებად მკვრივი გახდება და გზის გაწმენდა გაგიადვილდებათ.
ახალი ტაფები
ცნობილია, რომ თუჯის ტაფა გამოყენებამდე უნდა მოამზადოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში დაჟანდება და სწრაფად გაფუჭდება. ქოქოსის ზეთი დასამუშავებლად იდეალური საშუალებაა. ზეთის სქელი ფენა ტაფას მთელ ზედაპირზე წაუსვით და ღუმელში შედგით. ღუმელი 150 გრადუსამდე ჩართეთ, ღუმელის გახურებიდან 30 წუთი დაითვალეთ. სანამ ტაფას გამოიღებთ, მას ბოლომდე გაგრილება აცადეთ.
საავტომობილო დაფა
საავტომობილო დაფა დაგროვებული მტვრისგან სწრაფად რომ გაწმინდოთ, ცოტა ქოქოსის ზეთი მიკროფიბრის სუფთა სალფეთქს წაუსვით და პლასტმასის ნაწილები ნაზად გააპრიალეთ.
გაჭედილი ელვა შესაკრავი
იმის ნაცვლად, რომ ქურთუკის ან შარვლის ელვას უიმედოდ დაექაჩოთ და ქსოვილის გაფუჭება გარისკოთ, ცოტა ქოქოსის ზეთი გამოიყენეთ. ელვის მეზობელ კბილებს წაუსვით, ეცადეთ ზეთი ქსოვილს არ წაუსვათ. ელვა ზემოთ და ქვემოთ ფრთხილად ატარეთ, სანამ თავისით მოძრაობას არ შეძლებს.
ნაკაწრები და ჭრილობები
ახლახანს ჩატარებულმა სამედიცინო კვლევამ დაადასტურა, რომ ქოქოსის ზეთი კანის შეხორცებას, ანთების შემცირებას და კოლაგენის გამომუშავებას ხელს უწყობს. რა თქმა უნდა, სერიოზული დაზიანების შემთხვევაში სასწრაფოდ სამედიცინო დახმარებას უნდა მიმართოთ, მაგრამ პატარა ნაკაწრები შეგიძლიათ ქოქოსის ზეთით დაამუშაოთ. ჭრილობა საპნით და წყლით გაიწმინდეთ, შემდეგ ცოტა ზეთით დაამუშავეთ. ჭრილობა სუფთა რომ დარჩეს, სუფთა სახვევი დაიფარეთ.