Connect with us

მოდა და სტილი

ადრე ჩანთის და ფეხსაცმლის ფერის დამთხვევა მოდურად ითვლებოდა, მაგრამ ახლაც ასეა თუ არა

ადრე ფეხსაცმლის და ჩანთის ფერის შეხამება მოდურად ითვლებოდა, თუმცა ახლა ერთ ფერში აქსესუარების შერჩევა აუცილებელი არაა. უფრო მეტიც, სტილისტები მსგავს კომბინაციას უფრო ცუდ ტონად თვლიან, ვიდრე მოდურ ტენდენციად. Alltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, რომელი ფერები შეგიძლიათ შეუხამოთ ერთმანეთს, რომ იდეალური სტილი შექმნათ.

რომელი ფერების შეხამება შეიძლება

უკვე დიდი ხანია არსებობს ფერების წარმატებული კომბინაცია, რომლებიც სტილის შესაქმნელად შეგიძლიათ გამოიყენოთ. ვჩქარობთ, გიამბოთ, თუ რომელი წესები უნდა დაიცვათ ფეხსაცმლის და ჩანთის ფერების არჩევისას!

ყავისფერი და ნაცრისფერი ჩანთები

ყავისფერი ჩანთა საშემოდგომო სეზონის შესანიშნავი აქსესუარია. ჩანთის ელფერიდან გამომდინარე შეგიძლიათ შესაფერისი ფეხსაცმელი შეუხამოთ. მაგალითად, კრემისფერი (სპილოსძვლისფერი) ჩანთა და იისფერი, მეწამული, ნაცრისფერი და მუქი ყავისფერი ფერის ფეხსაცმელი იდეალურ კომბინაციას ქმნის.

გაჯერებული ყავისფერი ჩანთა მწვანე, ვარდისფერ, ღია ცისფერ, ყვითელ და შავ ფეხსაცმელს უხდება. მუქი ყავისფერი ჩანთა ღვინისფერ, ნარინჯისფერ, ნაცრისფერ, ცისფერ და იისფერ ფეხსაცმელთან იდეალურია.

ყოველდღიური, ნაცრისფერი ჩანთები ნაზი ფერის ფეხსაცმელს ჰარმონიულად ეთავსება. მაგალითად, პასტელური იასამნისფერი, ვარდისფერი და ცისფერი. ასევე მუქი ფუქსია და ზურმუხტი გამოგადგებათ. ეს წარმატებული კომბინაციაა მხიარული ყოველდღიური სტილისთვის.

მწვანე და წითელი ჩანთები

თამამი მწვანე ჩანთა ასეთივე კაშკაშა ფეხსაცმლით დაამშვენეთ. მაგალითად, ღია მწვანე ჩანთა იდეალურად უხდება მარსალისფერ (ღვინისფერი) ფეხსაცმელს. ხოლო ზურმუხტისფერ ჩანთას იასამნისფერი ფეხსაცმელი შეავსებს.

წითელი იდეალურად ეთავსება ვარდისფერს, ღვინისფერს და ნარინჯისფერს. სხვათა შორის, ეს შესანიშნავი საშემოდგომო ფერებია. წითელი ჩანთა შეგიძლიათ კლასიკურ ფერებს შეუხამოთ. მაგალითად, თეთრი, შავი ან ხორცისფერი. გარდა ამისა, წითელი, ცისფერი და მწვანე ფერები ჰარმონიულად გამოიყურება.

ხრიკები

თუ ასეთი ფერადი ბევრი ჩანთა და ფეხსაცმელი არ გაქვთ, არ იდარდოთ! ნებისმიერ ყოველდღიურ თუ სადღესასწაულო სტილს შეგიძლიათ უნივერსალური აქსესუარი შეურჩიოთ. მაგალითად, ლითონისფერი მოდელი. ის შეიძლება იყოს ნაცრისფერი, შავი, ყავისფერი ან კრემისფერი.

ჩანთას და ფეხსაცმელს დიზაინის მიხედვითაც არჩევენ. წვეტიან ფეხსაცმელს თუ ჩექმას მკაფიო ხაზების მქონე ჩანთა შეუხამეთ, ხოლო მრგვალი ცხვირის ფეხსაცმელს – მრგვალი ფორმის ჩანთა. თუ მოგწონთ ჩანთები კაშკაშა დეტალებით, უფრო მარტივი, ლაკონური ფეხსაცმელი შეარჩიეთ. ეს წესი პირიქითაც მოქმედებს.

პრინტიანი ჩანთების და ფეხსაცმელების მოყვარულებს აქვე ვაფრთხილებთ. აქსესუარები ისე არ შეარჩიოთ, რომ ჩანთას და ფეხსაცმელს ერთნაირი პრინტი ჰქონდეს. ხშირად ასეთი სტილი ცოტა ცეცხლოვნად გამოიყურება. ეს ლეოპარდის პრინტს განსაკუთრებით ეხება. მაგალითად, თუ ასეთ ჩანთას ატარებთ, კრემისფერი ან ყავისფერი ფეხსაცმელი შეუხამეთ.

გარდა ამისა, არ დაგავიწყდეთ, რომ კაშკაშა უჩვეულო ჩანთა შეგიძლიათ აქსესუარებით გამოკვებოთ. მეორე აქცენტის ფეხსაცმელზე გაკეთება აუცილებელი არაა. აი, საინტერესო საყურე, სამაჯური ან გულსაკიდი სტილს უფრო მომგებიანს გახდის.

რედაქციისგან

ყველა ეს წესი არ ნიშნავს, რომ შავი ჩანთის და შავი ფეხსაცმლის ერთად ტარება არ შეიძლება. ეს უკვდავი კლასიკაა, რომელიც ყოველთვის მოდურად გამოიყურება. ზოგჯერ ქალებს უბრალოდ ექსპერიმენტების ეშინიათ. სწორედ ამიტომ, მათ ერთ ფერში ჩანთის და ფეხსაცმლის ყიდვა უმარტივდებათ. რატომ არ შემოვიტანოთ საშემოდგომო სეზონზე უფრო მეტი ფერი?

გვიამბეთ, თქვენ როგორ არჩევთ ფეხსაცმელს და ჩანთას?