საკითხავი
ადამიანები, რომლებსაც თავი მუდამ მართალი ჰგონიათ, სინამდვილეში ძალიან სულელები არიან
ალბათ, ყველას ჰყავს ერთი ისეთი მეგობარი ან საყვარელი ადამიანი, რომელიც ყოველთვის და ყველაფერში მართალია, სხვანაირად შეუძლებელია. ახლა უკვე შეგიძლიათ, მას უკან დაახევინოთ!
ახალი კვლევის თანახმად, რომელიც The Journal of Positive Psychology-ში გამოქვეყნდა, იმ ადამიანების ცოდნის დონე, რომლებიც თავიანთ შეცდომებსა და არასწორ მოსაზრებებს აღიარებენ, გაცილებით მაღალია, ვიდრე “ყოვლისმცოდნეებისა”.
“ინტელექტუალური დანებება” – აი, რა უწოდეს მეცნიერებმა იმ თვისებას, რომელიც მხოლოდ გონიერი ადამიანისთვისაა დამახასიათებელი.
პეპერდინის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის კათედრის თანამშრომლებმა ჩაატარეს რამდენიმე კვლევა, რომლებშიც მონაწილეობა თითქმის 1200-მა მოხალისემ მიიღო.
ადამიანები, რომლებიც მუდმივად თავიანთ ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე საუბრობდნენ და თავს ყველაზე ნიჭიერ და გონივრულ მოხალისეებად თვლიდნენ, ხშირ შემთხვევაში, აზვიადებდნენ.
ყველა საცდელმა ობიექტმა გაიარა არითმეტიკის, ლექსიკისა და ლოგიკის ტესტები. “ინტელექტუალურად დანებებულმა” ადამიანებმა უკეთესი შედეგები აჩვენეს ზოგადი ცოდნის ტესტებში.
კოგნიტური შესაძლებლობების(მეხსიერება, აზროვნება) ტესტების შედეგები დიდად არ განსხვავდებოდა, რამაც მკვლევარები გააოცა, რადგან მათ შორის კავშირის დანახვას მოელოდნენ.
მეცნიერთა ჯგუფის ხელმძღვანელი ელიზაბეტ ჯ. კუმრეი-მანკუზოს თქმით, იმის გაგება(და აღიარების სურვილი), რომ არაფერი იცით – პირველი ნაბიჯია ახალი ცოდნის ძიებისაკენ.
მეცნიერები აღიარებენ, რომ დამატებითი კვლევები აუცილებელია იმის გასაგებად, თუ როგორ მოქმედებს ინტელექტუალური დანებება ცოდნაზე, აღქმასა და ახალი რამის შესწავლის უნარზე.
როგორ დავამარცხოთ ადამიანი, რომელიც “ყოველთვის მართალია”
- ნუ მიეცემით თავდაცვის სურვილს. გაიგეთ, რომ ასეთ ადამიანებს პირდაპირი შეტევით ვერ დაამარცხებთ, უბრალოდ დაიმახსოვრეთ ეს კამათი. მათი აზრით, სწორედ თქვენ ხართ ყველა უბედურებისა და პრობლემის სათავე, აზრს ვერაფრით შეაცვლევინებთ. თქვენი აზრი მისთვის უმნიშვნელოა, რადგანაც, მისი აზრით, თქვენ უკვე დამნაშავე ხართ.
- მიიღეთ სიტუაცია ისე, როგორცაა. არ გაბრაზდეთ იმაზე, რომ თქვენ წინაშე ასეთი ადამიანია. კიდევ ერთხელ ვამბობ – თავი ხელში აიყვანეთ და არ გაბრაზდეთ.
- არ ეცადოთ, პრობლემის გადასაწყვეტად, კიდევ ერთი ადამიანის ჩართვას. ეს პრობლემას კი არ გადაწყვეტს, არამედ თქვენს თანამოსაუბრეს დაარწმუნებს, რომ მართალია.
- წარმოიდგინეთ, რომ თქვენ წინ ბავშვია. ასეთი ადამიანის ქცევა, ყველაზე მეტად, ბავშვის საქციელს ჰგავს. ასე, რომ, როგორც ბავშვთან, ისე მასთან არ გამოგივათ გონივრული საუბარი.
- თუ მასთან პირველად არ კამათობთ, გახსოვდეთ, რა მოიმოქმედეთ ადრე და ეს აღარ გაიმეოროთ.
- ნუ დაექვემდებარებით ზეწოლას მისი მხრიდან. საქმე მარტივადაა: ადამიანი ქვეცნობიერის დონეზე იაზრებს, რომ სწორედ თვითონ შეცდა, თუმცა, მისი ბუნება აიძულებს ისე მოიქცეს, როგორც იქცევა, და მთელი პასუხისმგებლობა თქვენ დაგაკისროთ.
- ნუ დაადანაშაულებთ, პირდაპირ ფაქტები წარადგინეთ. ასეთ ადამიანებს დადანაშაულება ძალიან ლამაზად გამოსდით, თუმცა მარტივად იღებენ დარტყმას უდავო ფაქტებით.
- გახსოვდეთ ასეთი ადამიანების მთავარი ლოზუნგი: “შეუძლებელია, შევცდე”.
თქვენ ხშირად გიწევთ ასეთ ადამიანთან ურთიერთობა? როგორ უმკლავდებით?