ყვავილები
აგრონომმა მასწავლა, როგორ ამოვიცნო ნიტრატებიანი მარწყვი
რთულია ლამაზ, ხასხასა წითელ კენკრას გვერდი ჩაუაროთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ ბოლოს ერთი წლის წინ ნახეთ. მარწყვი გემრიელი კენკრაა, რომელიც უმად შეგიძლიათ მიირთვათ ან დესერტებს და სმუზებს დაუმატოთ. როგორ შევარჩიოთ მარწყვი სწორად? არა ერთხელ შევცდი: ხან უგემური შემხვდა, ხან ჭამის შემდეგ მუცელი ამტკივდა.
ჩვენს დროში სუპერმარკეტებსა და ბაზრობებზე ნამდვილად ხარისხიანი მარწყვი იშვიათობაა. არაკეთილმოსურნე ფერმერები და გამყიდველები კენკრას ქიმიკატებით ავსებენ, რომ ლამაზად გამოიყურებოდეს და დიდხანს გაძლოს. Alltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ აარჩიოთ მარწყვი ბაზარზე ან მაღაზიაში და თავი დაიცვათ.
როგორ ავარჩიოთ მარწყვი სწორად ერთ წუთში
არომატი
ყველამ ვიცით, როგორი სასიამოვნო და გაჯერებული სუნი აქვს ახალ მარწყვს. მაღაზიაში ან ბაზარში კენკრის არჩევისას კენკრა დასუნეთ. თუ არომატი იგრძენით, შემოწმების შემდეგ ეტაპზე შეგიძლიათ გადახვიდეთ. თუ სუნი სუსტია ან საერთოდ არ აქვს, ასეთ მარწყვს გვერდი აუარეთ.
ფერი
ნატურალური მარწყვი ღია წითელია, ოდნავ მბზინავი. მუქი შინდისფერი კენკრა სპეციალურ შეღებვაზე საუბრობს. ფრთხილად იყავით!
ფორმა და ზომა
იმის მიუხედავად, რომ ბევრი ადამიანი მსხვილ მარწყვს გაურბის, ასეთი კენკრა ქიმიკატების გარეშე ნამდვილად შეიძლება გაიზარდოს, თუმცა საზღვარი ყველაფერს აქვს: თუ მარწყვი ძალიან დიდია, წყლის დამატების ალბათობა არსებობს.
ფოთლები
კარგია, თუ მარწყვის ფოთლების ნახვას შეძლებთ: მას ბევრის თქმა შეუძლია. გაჯერებული მწვანე ფოთლები კარგი ნიშანია. დააკვირდით, ფოთლები გამხმარი ხომ არაა. ეს შეიძლება არც თუ ისე ახალი კენკრის ნიშანი იყოს.
ყუთი
ნატურალური კენკრა წვენს გამოყოფს, ამიტომ ყუთის ან შეფუთვის ძირს დააკვირდით. თუ მასში ცოტა წვეთია, გამოდის, ნატურალურია.
თუ მარწყვის შეძენამდე ამ წესებს არ გაითვალისწინებთ, დიდი რისკია, რომ ნიტრატებით, ანტიბიოტიკებით და პესტიციდებით მდიდარი პროდუქტი შეიძინოთ. ნებისმიერ შემთხვევაში, სპეციალისტები ბევრი კენკრის მირთმევას არ გირჩევენ. 150 გრამი საკმარისია, რომ ორგანიზმი ვიტამინებით გაახაროთ და შესაძლო მავნე შიგთავსის შედეგები თავიდან აიცილოთ.