Connect with us

ყვავილები

აბუსალათინის ზეთი ინტენსიური და ჯანსაღი ყვავილობისთვის

იმისთვის, რომ თქვენი მცენარეები უფრო ლამაზად ყვავილობდნენ, საჭიროა დაკოკრების დროს (ბუტონიზაცია) სასუქი დაუმატოთ. ერთ-ერთი ასეთი დანამატია აბუსალათინის ზეთი. მისი დახმარებით ყვავილობა უფრო ფუმფულა და ხანგრძლივი იქნება, თვითონ ყვავილები კი უფრო დიდები და ინტენსიური ფერის მქონე გახდება.

მომზადების წესი

1 ლიტრიანი პლასტმასის ბოთლი გაავსეთ ოთახის ტემპერატურის ნადგამი წყალით, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი აბუსალათინის ზეთი, დაახურეთ თავი და კარგად შეანჯღრიეთ. ზეთი უნდა დაიყოს მცირე ფრაქციებად და კარგად უნდა შეერიოს წყალს. არევისთანავე დავუსხათ ხსნარი ყვავილს (სანამ ზეთის მასა მაღლა ამოიწევს).

თუ მცენარე წელიწადში ერთხელ ყვავის, ხსნარიც ერთხელ გამოიყენეთ. ხოლო ხშირად მოყვავილე მცენარეს კი შეიძლება ხსნარი თვეში ერთხელ დავუსხათ.