საკითხავი
ჯანსაღ ადამიანს გათხოვება არ სურს. ფსიქოლოგ მიხაილ ლაბკოვსკის 20 მკაცრი ციტატა
ფსიქოლოგ მიხაილ ლაბკოვსკის 20 მკაცრი ციტატა ნებისმიერმა ქალმა უნდა დაიმახსოვროს, თუ სიყვარულსა და ჯანსაღ ურთიერთობაზე ოცნებობს!
მათი საფუძველია „ჯანსაღი ცინიზმი“ და მრავალწლიანი გამოცდილება.
1. ჯანსაღ ადამიანს გათხოვება არ სურს. პირველ რიგში, რაც უნდა გააკეთოთ, გათხოვების სურვილი უნდა მოიშოროთ. სხვა სიტყვებით, თუ გათხოვება გსურთ, ამაზე ფიქრი შეწყვიტეთ, თავად იდეა გააუფასურეთ.
2. მხოლოდ ერთ პარტნიორთან ბედნიერი ოჯახური ცხოვრების, ქორწინების და სექსის გარანტია სტაბილურ ფსიქიკაში მდგომარეობს. არანაირი დათმობა, არანაირი კომპრომისი – ეს ყველაფერი პირდაპირი გზაა კარდიოლოგთან ან ონკოლოგთან. როცა ადამიანს სტაბილური ფსიქიკა აქვს, ერთ პარტნიორთან ყოფნას მთელი ცხოვრება შეძლებს და მხოლოდ ის უყვარს.
3. ადამიანები უყვართ არა იმიტომ, რომ ისინი იღუნებიან. ქალი კაცისთვის უბრალოდ ცარიელი ადგილი იქნება, თუ მასზე ვერ ვიტყვით, თუ ვინ არის, რა არის და საუზმეზე რა უყვარს. პარადოქსი იმაში მდგომარეობს, კაცები გულქვა ქალებზე უბრალოდ გიჟდებიან.
4. ქალის პრობლემების მიზეზია არა ის, რომ კაცი ვირივით იქცევა. მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ მას ნევროზი აქვს, რომელიც გასაქანს ითხოვს. და ამისთვის კონკრეტული ადამიანი და ურთიერთობაა საჭირო, სადაც მას ტანჯვა შეუძლია. სწორედ ამიტომ, ქალი ასეთ ურთიერთობას სპეციალურად ირჩევს, რადგან ამის ფსიქიკური მოთხოვნილება ბავშვობიდან აქვს.
5. სიყვარულს ტანჯვის მიხედვით ვზომავთ. ჯანსაღი სიყვარული კი ისაა, თუ რამდენად ბედნიერი ხართ.
6. როცა ბორტგამცილებელი სამაშველო საშუალებებს გიჩვენებთ, რას გეუბნებათ ჟანგბადის ნიღბების შესახებ? „თუ ბავშვთან ერთად მოგზაურობთ, ჯერ ნიღაბი თავად გაიკეთეთ და შემდეგ ბავშვს გაუკეთეთ“. ამაში მთელი ხრიკია. ყველა ბავშვის გადარჩენას ცდილობს და აბსოლუტური გიჟები ხდებიან. ეს ასე არ მუშაობს. თუ გსურთ, რომ ბავშვი კარგად იყოს, ჯერ საკუთარ თავს რაღაც მოუხერხეთ.
7. მამაკაცი ისეა მოწყობილი, რომ ჯერ კიდევ თავისი დედის დროიდან, მიდიან მათთან, ვინც თვალებით თანხმობას აძლევენ. ჯანსაღი ადამიანი ბავშვივითაა. ის მიდის, როცა ქალი უღიმის და თვალებში უყურებს…
8. ჯანსაღი ადამიანი ყოველთვის საკუთარ თავს ირჩევს, ნერვოზიანი კი ურთიერთობას საკუთარი თავის საზიანოდ და ამაში მთელი სხვაობაა.
9. ქალმა ურთიერთობაში არასდროს უნდა აიტანოს ის, რაც არ მოსწონს. ამის შესახებ იმწამსვე უნდა თქვას და თუ კაცი არ იცვლება, მას უნდა დაშორდეს.
10. კაცებს, როგორც ბავშვებს, მოსწონთ როცა ქალს ხასიათი აქვთ.
11. თუ ადამიანი თქვენთვის მთელ სამყაროს ანაცვლებს, ესე იგი საკუთარი სამყარო არ გაქვთ.
12. მარტოობა – ირგვლივ სიყვარულის არ არსებობა არაა. ეს საკუთარი თავის მიმართ ინტერესის არ არსებობაა, ამასთან ბავშვობიდან.
13. პარტნიორის ძიების შესახებ გეტყვით, ვინ უნდა იპოვოთ? ერთადერთი თვისება, რაც პარტნიორს უნდა ჰქონდეს – ისაა, რომ ის გიზიდავდეთ. ყველაფერი დანარჩენი არანაირ როლს არ ასრულებს. თუ გიყვართ, მასზე განიცდით და ნერვიულობთ – მაშინ არანაირი „გეგმა“ არ არსებობს.
14. რა უნდა გააკეთოთ, რომ გათხოვდეთ? მხოლოდ ერთი რამ – იყავით ის, ვინც ხართ. ეს საკმარისია. და პრინციპში ამის გამო უყვარდებათ.
15. იცით ჯანსაღ ადამიანსა და ნერვოზულ ადამიანს შორის ძირითადად რა განსხვავებაა? ჯანსაღი ადამიანიც იტანჯება, მაგრამ რეალური ისტორიებისგან. ნერვოზული ადამიანი კი გამოგონილი ისტორიებისგან. თუ ტანჯვა საკმარისი არაა, მაშინ საყვარელ კაფკას, დოსტოევსკის და ბოთლს მიადგება.
16. თუ კაცის საქციელი არ მოგწონთ, მისი ქცევის გამართლება არ ეძებოთ. სიტუაცია, სადაც მან „არ გადმორეკა“ ჯანსაღი ქალისთვის ურთიერთობის დასასრულს ნიშნავს, ხოლო არაჯანსაღისთვის – სიყვარულის დასაწყისს.
17. როგორც მწერალმა, ქრისტოფერ ბაკლიმ (რომანის „Thank you for smoking”-ის ავტორი) თქვა, არაა საჭირო მიირთვათ რესტორანში „როგორც დედასთან“ და დაწვეთ ქალთან, რომელსაც თქვენზე მეტი პრობლემა აქვთ.
18. მოკრძალება არავის ამშვენებს. დაკომპლექსებული, თავდაუჯერებელი და დაბალი თვითშეფასების მქონე ქალი სექსის და ურთიერთობის გარეშე ცხოვრობს არა იმიტომ, რომ საშინელია, არამედ იმიტომ, რომ საკუთარ თავს ცუდად ეპყრობა. ფსიქოლოგის ამოცანაა – მას ეს მოაშოროს.
19. ოჯახური თერაპია – განქორწინებაა. ოჯახური თერაპიის მხოლოდ ერთ სახეობას მივიჩნევ ნორმალურად – ფსიქოლოგის შუამავლობა განქორწინებაში.
20. ერთადერთი დრო, როცა ადამიანი ობიექტურად დამოკიდებულია და შეიძლება მძევლად მივიჩნიოთ – მისი ბავშვობა და მშობლებზე დამოკიდებულებაა. ეს საკმაოდ მოკლე ხნით გრძელდება. დანარჩენ შემთხვევაში ზრდასრულ ადამიანს ნებისმიერ ურთიერთობაში არჩევანი აქვს.