Connect with us

ჯანმრთელობა

ხურმას ბევრი წამლის ჩანაცვლება შეუძლია. სასწაული ხილი!

ხურმა ეს არამარტო გემრიელი ხილია არამედ სასარგებლო ნივთიერებების ნაკრებიცაა.

რა შედის ხურმის შემადგენლობაში

ხურმა ძვირფასი პროდუქტია, მასში მცენარეული ცილები, ნახშირწყლები (გლუკოზა და ფრუქტოზა), მცირე რაოდენობის ცხიმები, ორგანული მჟავები, დუბილური ნივთიერებები, ვიტამინები (С, ბეტა-კაროტინი პროვიტამინი А), მიკროელემენტები (კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, ფოსფორი, რკინა, იოდი), დიდი რაოდენობით საკვები ბოჭკო და პექტინი შედის.
ხურმა – შესანიშნავი ანტიოქსიდანტია, მას ორგანიზმიდან თავისუფალი რადიკალები გამოჰყავს, რომლებიც ჩვენი ორგანიზმის უჯრედებს ანადგურებენ.

ამ ნაყოფს სხვადასხვა დაავადებების მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის იყენებენ.
ის ონკოლოგიის, ფილტვის დაავადებების და თირკმელში კენჭის დროს გამოიყენება. აქვს შარდმდენი და მატონიზირებელი ეფექტი, რეკომენდებულია ნერვული აშლილობისა და ცუდი განწყობის ქონისას. აუმჯობესებს მხედველობას და ორგანიზმის დროზე ადრე დაბერებას უშლის ხელს. ამბობენ, რომ ხურმის მოყვარულები ხანგრძლივად ცოცხლობენ.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ხილი ძალიან ტკბილია, მას ჭარბწონიანებსაც უნიშნავენ.

გადა ამისა, თუ თავს დილიდანვე დაღლილად და მისუსტებულად გრძნობთ, მაშინ აუცილებლად უნდა მიირთვათ ხურმა. უზმოზე შეჭმული ხურმა, გაგიუმჯობესებთ გონებრივ შესაძლებლობებს და აგავსებთ ენერგიით!